![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh9_hk8LAHdmWRBNrLvkpdeueK0sUmYb8vAHNVYJ91_2Tn2rUVGoyiQJmbE7Njna-BkLG_k5Egt7OtyZ_pzZaHcjERi5DKBMGrTRTUhF4SrDyvnbQo6JoGnBG-9tnCLQYgaK1D294nxYKr7/s280/ajab-prem-ki-ghazab-kahani-wallpaper.jpg)
ქალაქში ჩამოდის ჯენი, ობოლი ქალიშვილი, რომელსაც გამზრდელები აიძულებენ დაქორწინებას ადამიანზე მხოლოდ იმიტომ რომ ის მდიდარია. პრემი და ჯენი დამეგობრდებიან და პრემი მას დაპირდება რომ ამოუდგება მხარში... პრემს შეუყვარდება ქალიშვილი თუმცა ხვდება რომ ჯენის სხვა შეუყვარდება. პრემი გადაწყვეტს თავისი სიყვარული მსხვერპლად მიიტანოს...
იუმორი, კომპოზიტორ პრიტამის კარგი მუსიკა და ძალიან კარგი წყვილი რანბირ კაპურისა და კატრინა კეიფის სახით. ფილმში აგრეთვე მონაწილეობს უფენ პატელი, სასიყვარულო სამკუთხედის მესამე კუთხე.
ის რომ რანბირ კაპურს დიდი მომავალი აქვს ამ ფილმმა ნამდვილად დაამტკიცა - დაიწერა პრესაში.
გარდა ამისა კატრინამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან ერთად ეკრანზე.
ფილმი ნამდვილად გპირდებათ სასიამოვნო დროის გატარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий