ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 20 ноября 2009 г.

ფილმის, “Ajab Prem Ki Ghazab Kahani”-ს წარმატებისადმი შემდგარ ზეიმზე ბოლივუდის ცნობილი მსახიობი კატრინა კეეფი მოხარული იყო, როცა შეხვდა პროდიუსერ რამეშ ტაურანის ქალიშვილს.
მას სწორედ ისეთივე კაბა ეცვა როგორიც კატრინა კეეფს, ოღონდ სხვა ფერის.
ნაცვლად იმისა რომ განაწყენებულიყო, მსახიობმა აღფრთოვანებით წამოიძახა: თქვენც?
შემდეგ ორივე სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე.

სალმან ქჰანს სილა გააწნეს

სალმან ქჰანმა, რომელიც თავისი კუნთებითა და რთული ხასიათით საყოველთაოდაა ცნობილი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სილა მიიღო ნასვამი ქალისაგან ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე.
სალმანი და მისი ძმა, სოჰაილ ქჰანი მხიარულობდნენ ბოლივუდის ვარსკვლავებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ერთ-ერთი მდიდარი მშენებლის ქალიშვილმა, სახელად მონიკამ უცენზურო გამოთქმები გამოიყენა ზოგიერთი ვარსკვლავის მისამართით. როცა სალმანი შეეცადა ჩარეულიყო და დაემშვიდებინა ქალიშვილი, მან სილა გააწნა მსახიობს.
მსახიობმა დიდსულოვნად შეიკავა თავი და სთხოვა უსაფრთხოების თანამშრომლებს სკანდალისტი შინ წაეყვანათ.

რანბირ კაპურმა 14 ნოემბერი მუმბაის ბავშვთა საავადმყოფოში გაატარა

14 ნოემბერს, ბავშვთა დაცვის დღეს რანბირ კაპური მუმბაის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და იქ 4 საათი დაჰყო.
ბოლივუდის პოპულარული მსახიობი ართობდა ბავშვებს რომელთა უმრავლესობაც უკურნებელი სენითაა დაავადებული.
ბავშვთა განყოფილებაში რანბირი მიდიოდა თითოეულ საწოლთან და უკითხავდა პატარა პაციენტებს ნაწყვეტებს "ჯუნგლების წიგნიდან".
მსახიობი ყვებოდა სასაცილო ისტორიებს და ცეკვავდა მანამ სანამ თითოეული მათგანის სახეზე ღიმილი არ დაინახა.

среда, 18 ноября 2009 г.

იმრან ჰაშმი მოუთმენლად ელოდება მამობას

ბოლივუდის ცნობილი მსახიობი იმრან ჰაშმი თავისი ცხოვრების ახალი ეტაპისათვის ემზადება. მომავალი წლის თებერვლისათვის ის შვილს ელოდება და ამბობს რომ მოუთმენლად ელოდება და ემზადება ამ ახალი როლისათვის.
"მე არვიცი ეს რა არის, თუმცა მოუთმენლად ველი ამ ცვლილებას." - თქვა მსახიობმა.
იმრან ჰაშმი 2006 წელს დაქორწინდა დიდი ხნის მეგობარზე, პარვინ შაჰანიზე.
იმრან ჰაშმის თაყვანისმცემლებს მალე ექნებათ საშუალება ნახონ მისი ახალი ფილმი: “Tum Mile”, რომელშიც მის პარტნიორად სოჰა ალი ქჰანს იხილავთ.

რანბირ კაპური ყველაზე პოპულარულ მსახიობად აღიარეს

გამოკითხვის მონაცემებით რანბირ კაპურმა პოპულარობით ბევრად გადაუსწრო სამ ყოვლისშემძლე ქჰანს. ინდოეთის 4 მსხვილ ქალაქში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ შაჰრუჰი, ამირი და სალმანი ამჟამად არ არიან ისეთი პოპულარულები როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავი. რანბირმა შესაძლო 40 ქულიდან 39 აიღო, ეს რეზულტატი განაპირობა იმ ინტენსიურმა რეკლამებმა ფილმებისა: "Wake Up Sid" და "Ajab Prem Ki Ghazab Kahani", რომელშიც კატრინა კაეფთან ერთად მონაწილეობს.
მეორე ადგილი 37 ქულით აიღო სანჯაი დატმა, რომელიც ბოლოს გადაიღეს 3 ფილმში: "Blue", "All The Best" და "Aladin"
სამწუხაროდ ქჰანები ლიდერების ათეულშიც ვერ მოხვდნენ. ამირმა 25 ქულა მოაგროვა, სალმანმა 21, ხოლო შაჰრუჰმა მხოლოდ 4.
სალმანისა და შაჰრუჰის პოპულარობის დაცემა გასაგებია, რადგან ამ წელში მათი მონაწილეობით არცერთი ახალი ფილმი არ გამოსულა. მაგრამ გასაკვირია სალმანმა რატომ ვერ აიღო ქულები, მისი მონაწილეობით ახლახან 3 ფილმის პრემიერა შედგა: "Wanted", "Main Aur Mrs Khanna" და "London Dreams".
მე ვფიქრობ მიუხედავად დიდი პატივისცემისა ქჰანების მიმართ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ახლა ახალი ვარსკვლავების დროა.

понедельник, 16 ноября 2009 г.

"KURBAAN" - კარან ჯოჰარის ახალი პროექტი, რომლის ყურადღების ცენტრში ტერორიზმია

ფილმში საიფ-ალი ქჰანის, კარინა კაპურის და ვივეკ ობეროისთან ერთად მონაწილეობენ: ომ პური, კირონ ქჰერი და დია მირზა.
ფილმში არის ღრმა სიყვარულის ფესვები, მაგრამ ის არ არის ჩვეულებრივ სიყვარულის ისტორია.
ფილმის მთავარი გმირი ავანტიკა აჰუჯა, რომელსაც კარინა ასახიერებს, ცხოვრობს ამერიკაში და ინდოეთში ბრუნდება მას შემდეგ რაც მამა გულის შეტევით გარდაეცვლება.
დელში ის გაიცნობს ესაან ქჰანს, (საიფ-ალი ქჰანის გმირი), პროფესორს რომელსაც მიჰყვება ცოლად და ბრუნდება ამერიკაში.
მალე ავანტიკა იგებს რომ ესაანი ტერორისტია და თავად იმ თამაშის ნაწილი აღმოჩნდება რომელიც ესაანმა ჩაიფიქრა (დაქორწინდა თავისი ნამდვილი სახის დასაფარად) და აღმოჩნდება შინაპატიმრობაში.
ფილმზე მუშაობა არც ისე ადვილი აღმოჩნდა ფილადელფიის კლიმატის გამო, სადაც მუშაობა -10 გრადუს ტემპერატურაზე უწევდათ.

კატრინამ არ მოისურვა დაბადების დღე მიელოცა აიშვარიასათვის


კატრინა კაიფი ჩვეულებრივ მხიარული და სასიამოვნო მოსაუბრეა, მაგრამ სალმანის ყოფილი მეგობრის აიშვარიას ხსენებაზე იმდენად გამოვიდა წყობიდან რომ არ მოისურვა მიელოცა მისთვის დაბადების დღე.
2 ნოემბერს, აიშვარიას დაბადების დღეს, კატრინა და რანბირი ინტერვიუს აძლევდნენ ტელევიზიით, როცა რეპორტიორმა სთხოვა რანბირს მიელოცათ აიშვარიასათვის დაბადების დღე.
რანბირმა მოვალეობის მოხდის მიზნით მიულოცა და ბედნიერი დაბადების დღე უსურვა, ხოლო როცა რეპორტიორმა მიმართა კატრინას და სთხოვა იგივე გაეკეთებინა, კატრინამ პირდაპირ უთხრა რომ აღარ იყო აუცილებელი, რადგან რანბირმა უკვე მიულოცა მას.
ვერც დავადანაშაულებთ რადგან ქალებს სჩვევიათ გაბრაზება როცა მათი შეყვარებულის ყოფილ მეგობარზე საუბრობენ.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails