ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 октября 2009 г.

ინდური სამზარეულო

მიუხედავად იმისა რომ საიტის ფორმატში არანაირად არ ჯდება ინდური სამზარეულოს რეცეპტები, რადგან თხოვნა იყო დავუშვებ გამონაკლისს და ამ სტატიაში მოგაწოდებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც მე თითონაც მომიმზადებია. დავიწყებ ტკბილეულით და თანდათანობით დავამატებ კერძებსაც.

ლადუ – ბარდის ფქვილისაგან დამზადებული ბურთულები
8 ულუფაზე მასალად საჭიროა:
450 გრ ბარდის გაცრილი ფქვილი

450 გრ ნაღების კარაქი
300 გრ შაქარი
1 ჩ/კ ნუში
ფისტა (ეს არის კაკლის ჯიშის ნაყოფი და მისი შეცვლა შეიძლება თხილით ან კაკლით)
1 ს/კ გამდნარი კარაქი
ცოტაოდენი რძე
გაცრილი ბარდის ფქვილი შეაზილეთ 1 ს/კ გამდნარ კარაქს.
სქელძირიან ქვაბში ჩაუშვით ნაღების კარაქი, ჩაყარეთ ფქვილი და შეურიეთ. გააჩერეთ ზომიერ, ნელ ცეცხლზე სანამ არ მიიღებს მოოქროსფრო–მოყავისფრო ფერს. როცა ფქვილი მოიხალება დაამატეთ კარდამონი, ნუში და ფისტა.
შემდეგ დაამატეთ შაქარი და აურიეთ მანამ სანამ არ გაიხსნება ცხიმში.
შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მხოლოდ ოდნავ გააგრილეთ. ბურთულები თითქმის ცხელი მასისაგან უნდა მოამზადოთ.
თუ მასა ისეთი გამოვიდა რომ გიჭირთ ბურთულების მომზადება, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი შაქრის სიროფი ან სულაც ეს მასა გადმოიღოთ ცხიმწასმულ სინზე, გააბრტყელოთ და გაცივებული დაჭრათ კვადრატებად.
ლადუ შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და ცხელიც.
საკმაოდ კალორიული დესერტია.


ტკბილი ბრინჯი


3 ჭიქა ბრინჯი
2 ჭიქა შაქარი
120 გრ ნაღების კარაქი
1/4 ჩ/კ ყვითელი საღებავი (საკვებად გამოსაყენებელი)
2 ს/კ ქიშმიში
2 ს/კ ნუში
1 ს/კ თხილი
1 ს/კ ფისტა
1/2 ლიმონის წვენი
ძალიან ცოტა მშრალი, ფორთოხლის ჩხირები
6 – 7 ჭიქა წყალი
სასურველია მწვანე კარდამონის ნაყოფი
გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დატოვეთ წყალში ნახევარი საათით ბრინჯი. შემდეგ წყალი გადაასხით.
ქვაბში ჩაასხით 6 – 7 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და დაამატეთ ყვითელი საღებავის ფხვნილი. ადუღეთ 7–8 წუთი ნელ ცეცხლზე.
გაადნეთ ნაღების კარაქი ცალკე ქვაბში და შაქარი შეურიეთ. ურიეთ მანამ ნელ ცეცხლზე, სანამ ბოლომდე არ გადნება შაქარი. დაამათეთ 1/2 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეწთ მწვანე კარდამონი, ლიმონის წვენი, ფორთოხლის ჩხირები და ადუღეთ 2 წუთი.
შემდეგ ამ ჭურჭელში გადმოიტანეთ ბრინჯიც და კარგად აურიეთ. დააფარეთ სახურავი და შედგით ნელ ცეცხლზე მანამ სანამ ბრინჯი საბოლოოდ არ დარბილდება.
შემდეგ დაამატეთ ქიშმიში, ნუში, თხილი და ფისტა. ისევ დააფარეთ თავი და 5 წუთი გააჩერეთ ასე.
აუცილებლად მოგეწონებათ, რაღაცით გავს ჩვენთან, დასავლეთში
დამზადებულ ტკბილ ფლავს.


კოფტა კარი

4 ულუფაზე მასალად საჭიროა:
450გ წვრილად დაჭრილი ან გატარებული ცხვრის ხორცი
1ც მწვანე წიწაკა
2 კბილი ნიორი
1 ჩ კ დანაყილი ბროწეული
1 ჩ კ ცოცხალი კორიანდრი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუში)
1/2 ჩ კოვზი ძირა
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 ს/კ ორცხობილა თეთრი პურის ან ბარდას ფქვილის
მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით
1 დიდი ხახვი
1 ცილა
200 გრ კონსერვირებული ტომატი
1 ჩ/კ გარამ მასალა (ეს არის დაფქული მშრალი კორიანდრის, დაფნის ფოთოლის, მიხაკის, შავი პიმპილის, მუსკატის კაკალის და ტმინას ნაზავი)
1 ჩ/კ მარილი
450 გრ მაწვანე ბარდა
მწვანე იმბირი
2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
წვრილად დაჭერით წიწაკა, იმბირი, ნიორი, კორიანდრი და აურიეთ ასევე წვრილად დაჭირლ ან გატარებულ ხორცთან ერთად. დაამატეთ დანაყილი ბროწეული, ტმინი, ორცხობილას ფქვილი, მარილი, პიმპილი და აურიეთ ისევ.
დაამატეთ ერთი ცილა, ლიმონის წვენი და ისევ აურიეთ კარგად. შემდეგ დაამზადეთ ფარშისაგან პატარა ბურთულები და შეწვით ადუღებულ ზეთში. კოფტა მზადაა.
იმისათვის რომ ბურთულები შეწვისას არ დაიშალოს მიაქციეთ ყურადღება ფარში არ იყოს ძალიან სველი. ამ შემთხვევაში კიდევ დაამატეთ ორცხობილა.
ავღნიშნავ იმასაც რომ კოფტა შეგიძლიათ მოიხმაროთ რამდენიც გჭირდებათ და დანარჩენი შეინახოთ საყინულეში.
ხახვი გახეხეთ სახეხზე და მოშუშეთ ზომიერ ცეცხლზე ორი სუფრის კოვზ მზესუმზირას ზეთში. ჩადეთ მასში კურკუმა და შეწვით კიდევ 3 წთ. შემდეგ დაამატეთ კონსერვირებული ტომატი. ადროვეთ მანამ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება და არ გამოყოფს ცხიმს. დაამატეთ მარილი, მწვანე გაროხი და კიდევ 5 წთ ამზადეთ.
ჩაასხით მასში 800 გრ ადუღებული წყალი 9თუ სქელი სოუსი გნებავთ უფრო ცოტა მაშინ. როცა გაროხი შერბილდება ჩაუშვით მასში კოფტა და კიდევ 10 წთ ადროვეთ. შემდეგ დაამატეთ კორიანდრი, გარამ მასალა, დააფარეთ თავი და ნელ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი დატოვეთ.
ბლუდა მზადაა. ის შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ ცხელ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

მანანის ბურღულის ჰალვა

მანანის ბურღული დავყაროთ ტაფაზე უცხიმოდ და ზომიერად ვურიოთ 10 წუთის განმავლობაში სანამ არ მიიღებს მუქ ფერს. შემდეგ ვამატებთ შაქარს გემოვნებით, თუმცა თუ ზუსტად ინდური რეცეპტით გვინდა ძალიან ტკბილი უნდა იყოს. დავამატოთ ცოტა რძე, შეიძლება რძის ნაცვლად წყალიც და ისევ ვურიოთ. ვამატებთ ცოტა ნაღების კარაქს და ქიშმიშს. სანამ ცხელია მასა მისგან ვაკეთებთ პატარა ზომის ბურთებს ან ნებისმიერ სხვა ფორმას ვაძლევთ სურვილით.

ჭარხლის ჰალვა

გავასუფთავებთ 4 ცალ ჭარხალს, წვრილად დავჭრით, დავყრით ტაფაზე, დავასხამთ წყალს და ვშუშავთ დარბილებამდე. შემდეგ ზედმეტ წყალს გადავასხამთ, ხოლო ჭარხალს გავხეხავთ. ამ მასას დავამატებთ 200 გრამ შაქარს, ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაჩერებთ და ვურევთ შესქელებამდე. თანდათანობით ჩავამატებთ 80 გ გამდნარ ნაღების კარაქს. შემდეგ ჩავაყრით ქიშმიშს და თხილს. ავურევთ კარგად, მივცემთ ფორმებს სანამ მასა ცხელია. გაცივებულს მივიტანთ სუფრასთან.

სტაფილოს ჰალვა


სტაფილოს გავხეხავთ, დავყრით ტაფაზე, დავასხამთ ცოტა რძეს, დავამატებთ გემოვნებით შაქარს და შევდგამთ ცეცხლზე, თან ვურევთ. როცა სტაფილო ძალიან დარბილდება დავამატებთ ერთ კოვზ ნაღების კარაქს, 3-4 კოვზ არაჟანს და ქიშმიშს გემოვნებით. ისევ ავურევთ და 5 წუთი გავაჩერებთ. შემდეგ ჩვეულებრივ ვაძლევთ ფორმას და ვაცივებთ.

ინდური კვერები (თხელი პურები)


12 ცალისათვის მასალად საჭიროა:
1/2 ჩ/კ ძირა
450 გ ჩირი (მშრალი ხილი)
200 გ ფქვილი გაცრილი
200 გ ფქვილი გაუცრელი
2 ჩ/კ ცოცხალი გახეხილი იმბირი (მის ქართულ დასახელებას გავარკვევ)
ოხრახუში გემოვნებით
3-4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მოვხალოთ ძირა მშრალ ტაფაზე 30 წამის განმავლობაში, მორევით.
გავრეცხოთ ცირი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დავამატოთ ორივენაირი ფქვილი, იმბირი და კორიანდრი.
1 ჩ/კ მარილი და ავურიოთ.
შემდეგ დავასხათ კოვზნახევარი (სუფრის კოვზი) ზეთი და მოვზილოთ.

ამის შემდეგ ვამატებთ 4 - 5 ს/კ ცივ წყალს და ვზელთ მანამ სანამ არ გადავაქცევთ რბილ და ნამიან ცომის მასად.
შემდეგ გავყოფთ 12 ნაწილად.
მაგიდაზე მოვაფრქვევთ ფქვილს და ცომის თითოეულ ნაწილს გავაბრტყელებთ თხელ ფენად, დაახლოებით 15 სმ დიამეტრის რომ იყოს. აუცილებელი არ არის ბოლოები სწორი ჰქონდეს.
ცეცხლზე შევადგამთ სქელძირიან თუჯის ტაფას და გაბრტყელებულ ცომს ორივე მხრიდან 2-2 წუთის განმავლობაში გამოვაცხობთ. კარგად რომ გამოცხვეს შეგვიძლია სუფთა ნაჭრის ხელსახოცით დავაწვეთ ცომს, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამის შემდეგ დავასხურებთ ზეთს და გადავაბრუნებთ. გავაჩერებთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ამ მხარესაც დავასხურებთ ზეთს და ისევ გადავაბრუნებთ. ანუ ორივე ხარეს საჭიროებს ზეთის დასხურებას.
ამის შემდეგ გადმოვიღებთ თეფშზე და იგივე წესით გავამზადებთ დანარჩენებსაც.
თუ წინასწარ ამზადებთ შეახვიეთ ფოლგაში და სუფრაზე მიტანის წინ გააცხელეთ აირღუმელში.

სამწუხაროდ ჩემს სახლში არავინ მიირთმევს ჩემს მეტი და ამიტომაც იშვიათად ვამზადებ, თუმცა მერწმუნეთ ძალიან გემრიელია და ძალიან ბევრ ჩვენს ქართულ კერძსაც უხდება.

ცხელი სადილები
(სამწუხაროდ ინდური დასახელებები არ მაქვს ჩაწერილი)
ეს კერძი მიირთმევა ინდურ პურთან და მოხარშულ ბრინჯთან ერთად და უფრო გემრიელია 2 დღით ადრე მომზადებული როცა ხორცი კარგად სჶიწოვს ცხიმსა და სანელებლებს.
6 ულუფაზე მასალად საჭიროა:
1 ს/კ ზეთი
1 ჩ/კ ძირა
6 ც მიხაკი
დარიჩინი გემოვნებით
4 ც დაფნის ფოთოლი
2 ც ხახვი დაჭრილი
800 გ ცხვრის უძვლო ხორცი დაჭრილი ნაჭრებად
2 კბილი ნიორი
1 ს/კ დაფქული კორიანდრი
ნახევარი ჩ/კ პიმპილი
2 ც კარტოფილი დაჭრილი
400 გ პომიდორის სოუსი ან გახეხილი პიმიდორი
150 გ იოგურტი და 2 ს/კ ცოცხალი დაჭრილი კორიანდრი - ბოლოს
დიდ სქელძირიან ტაფაში გავაცხელებთ ზეთს. ჩავაყაროთ ძირა, მიხაკი, დარიჩინი და დაფნის ფოთოლი. გავაჩეროთ ცეცხლზე ერთი წუთი.
შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ 10 წთ-ის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. დავამატოთ ცხვრის ხორცი, ცოტა მოვუმატოთ ცეცხლს და ვშუშოთ 15 წთ, თან ვურიოთ, სანამ არ მიიღებს მოყავისფრო ფერს.
შემდეგ დავამატოთ ნიორი და კორიანდრი, პიმპილი, დაჭრილი კარტოფილი, 1 ჩ/კ მარილი. ვაცადოთ 2-3 წთ და დავამატოთ პომიდორი.
ამის შემდეგ დავასხათ 300 გ მდუღარე წყალი რომ ხორცი დაიფაროს.
ვხარშავთ 1 საათის განმავლობაში სანამ ხორცი არ მოიხარშება. თუ საჭირო იქნება კიდევ ვამატებთ წყალს.
სასურველიცაა თუ კერძი სუფრაზე მიტანამდე 2 დღით ადრე მომზადდება და თავდახურული მაცივარში შეინახება. მიტანამდე კი 10 წთ-ით ადრე გავაცხელებთ ადუღებამდე და დავამატებთ იოგურტსა და ცოცხალ კორიანდრს დაჭრილს.

სანელებლებით შეზავებული ბრინჯი მწვანე ლობიოთი
(სეზონურად შესაძლებელია მომზადდეს როგორც მწვანე ლობიოთი ასევე
ფერადი კომბოსტოთ)
მასალად 6 ულუფაზე საჭიროა:
300 გრ ბრინჯი
1 ს/კ ზეთი
1 ჩ/კ ძირა
8-10 ც მიხაკი
6-8 ც ილი (კარდამონი)
100 გრ წვრილი ზომის მწვანე ლობიო
მწიკვი ზაფრანი
2 ს/კ მოხალული ნუში
გარეცხილი ბრინჯი ჩავალბოთ ცივ წყალში 20 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ.
დიდ ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და დავამატოთ ძირა, მიხაკი და კარდამონი. როცა სანელებლები "მოიშუშება" დავამატოთ ბრინჯი და ვურიოთ 3-4 წთ საშუალო ცეცხლზე.
შემდეგ დავამატებთ ლობიოს მთლიანებად, 1 ჩ/კ მარილს, ზაფრანას და 500 გრ ცხელ წყალს. მივიყვანთ ადუღებამდე და შემდეგ დავუწევთ ცეცხლს. ასე დაბალ ცეცხლზე ვამზადებთ დაახლოებით 8 წთ, სანამ წყალი არ დაუშრება.
შემდეგ ბრინჯს ავურევთ ჩანგლით და მოვრთავთ კერძს მოხალული ნუშით.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails