ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 октября 2009 г.

მითჰუნსა და მიმოჰს ფილმში ერთად გადაიღებენ

მითჰუნ ჩაკრაბორტი თავის შვილთან, მიმოჰთან ერთად, ახალი ფილმის «Zor Lagaa Ke ... Haiya!», პრეზენტაციაზე იყო. ფილმში მითჰუნი ასრულებს ოდესღაც ცნობილი ეროვნული პრემიის მფლობელი სკულპტორის როლს, რომელიც შემდგომ მაწანწალა გახდა... თუმცა მიმოჰმა (მსახიობის ვაჟი) მაყურებლის წინაშე განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არა აქვს ამ ფილმთან, მაგრამ როცა პროდიუსერმა ვასანტ ტალრეჯამ მოიწვია ის პრეზენტაციაზე, უარი არ უთქვამს. "მე, -თქვა შემდგომ მიმოჰმა- ვუყურებ მითჰუნის ყველა ფილმს, რომელსაც მხურვალე გამოხმაურება აქვს პრესაში. მითჰუნი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე მას ვანდობ ყველა, პირადული ხასიათის საიდუმლოსაც კი... ჟურნალისტები გაკვირვებულები დარჩნენ რომ მიმოჰს არც ერთხელ არ მოუხსენიებია მითჰუნი, როგორც "მამა", მას ყოველთვის სახელით მიმართავდა.

თავის მხრივ მითჰუნმა მოუყვა ჟურნალისტებს, რომ როცა მიმოჰმა განაცხადა თავისი სურვილი გამხდარიყო მსახიობი, იწონიდა 150 კგ-ს. ამის შემდეგ ის არ გამოდიოდა სავარჯიშო დარბაზებიდან და რეალურად დააგდო წონა. "მიმოჰი,- განაცხადა მითჰუნმა, - ჩემზე უკეთესად ცეკვავს, თუმცა მისი სადებიუტო ფილმი «Джимми / Jimmy», ჩავარდა გაქირავებაში, ის მოახერხებს წარმოაჩინოს თავი". ამჟამად მითჰუნს რამდენიმე ფილმის კონტრაქტი აქვს ხელთ და მათ შორის ერთ-ერთში მასთან ერთად მიმოჰსაც გადაიღებენ. ეს კი უკვე სენსაციაა.
Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails