ჰემა მალინი -
"ოცნების ქალიშვილის" მეორე მხარე
უდაოდ ინდური კინემატოგრაფის ისტორიაში ჰემა მალინი ყველაზე დიდხანს მეფობდა ეკრანებზე, როგორც პირველხარისხოვანი ვარსკვლავი.
არცერთი მსახიობი ქალი არც მანამდე და არც მის შემდეგ არ ფლობდა ისეთ მდგომარეობას და ძალაუფლებას, როგორსაც ის, თუმცა უნდა ითქვას რომ მას არასოდეს უსარგებლია ბოროტად ამ დიდებით.
მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, მან შესძლო შეეთავსებინა შემოქმედების ისეთი სფეროები, როგორიცაა, ტელევიზია, რეჟისურა და დღესდღეობით პარლამენტი.
მასობრივი ინფორმაციის წყაროები მას წარმოგვიდგენენ, როგორც ტრადიციულ ქალს, თუმცა ბევრი არჩევანი მის ცხოვრებაში საპირისპიროზე მეტყველებს. მისი არატრადიციული ქორწინება დჰარმენდრასთან, რომელსაც ოჯახი ჰყავდა, და ის რომ შეძლო შეენარჩუნებინა საზოგადოებისათვის მიუღებელი ურთიერთობები, მეტყველებენ მის გაბედულებასა და მდგრადობაზე.
მისი კლასიკური გარეგნობისა და ტრადიციული განათლების გამო მას ხშირად მიაწერენ კონსერვატორულ შტრიხებს. მხოლოდ მასთან ურთიერთობის შემდეგ აღმოაჩენთ რომ ის არა მარტო პროგრესულია, არამედ აქვს კარგი იუმორის გრძნობა.
მისი ცხოვრება ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელმაც ყველა წინააღმდეგობა აქცია შესაძლებლობად.
ჰემა სწავლობდა მადრასის საშუალო სკოლაში, თავის უფროს ძმებთაბ ერთად. მას ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა, რისი მიზეზიც მისი მორცხობა იყო. "როდესაც ვხედავდი მეზობლად ბავშვები როგორ თამაშობდნენ, ყოველთვის მიკვირდა რაზე იცინოდნენ, რის გამო იყვნენ ასეთი მხიარულები და დარწმუნებული ვარ მათაც ასევე უკვირდათ ჩემი. ზოგჯერ მეც მიჩნდებოდა სურვილი მეცელქა მათსავით, რაც ძალიან აღიზიანებდა დედას" - იხსენებს მსახიობი.
დღეს როცა ის უკვე პარლამენტის წევრია ხშირად სტუმრობს იმ ადგილებს სადაც გაატარა ბავშვობა და იჭერს თავის თავს იმაში, რომ უნდა იპოვოს ის პატარა გოგონა, რომელიც დატოვა ამ ადგილებში.
უკვე 4 ათწლეული გავიდა თუმცა ჰემას ისევ ახსოვს თავისი განცდები და ემოციები: "მე ვიყავი ძალიან ჩაკეტილი და პრაქტიკულად ვცხოვრობდი ჩემს ბავშვურ ფანტაზიებში. ჩვენს სახლში იყო დედას შესრულებული ლამაზი სურათები, რომელზეც გამოსახული იყო კრიშნა თამაშის დროს...
ჩვენ დღემდე ვინახავთ ამ სურათებს სახლში და ისინი გასაოცარი ძალით მამშვიდებდა ყოველთვის... როცა ვიყავი შემკრთალი ან აღელვებული მაშინვე წარმოვიდგენდი რომ ვთამაშობდი კრიშნასთან ერთად...
დღესდღეობით როცა უკვე თავდაჯერებული ვარ, მინდა რომ იმ პატარა გოგონას ჩავკიდო ხელი და დავიცვა... მინდა ვუთხრა: ნუ გეშინია და გავამხნევო, იმიტომ რომ მე გავჩნდი შენი წყალობით"
ყველა იმ დროის გამოჩენილი რეჟისორი იწვევდა ჰემას თავის ფილმში. ის გადაღებულია მადან მოჰლის, ვიჯაი ანანდის ფილმებში რომლებიც ჰიტებად იქცა.
თითქმის ყველა წამყვანი მსახიობები: დევ ანანდი, დჰარმენდრა, ჯიტენდრა, სანჯივ კუმარი და სხვები გადასაღებ მოედანზე ღიად ამჟღავნებდნენ თავიანთ გრძნობებს მის მიმართ, იქნებოდა ეს მრავალმნიშვნელოვანი მზერა თუ სასწრაფოდ ხელზე დაწერილი სტრიქონი, იყო უფრო სერიოზული შემთხვევებიც...
თუმცა მისი გულის ერთადერთი მფლობელი დჰარმენდრა გახდა...
"შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მოგვიკაკუნებს კარებზე და ჩვენი წარმატება იმაშია, რომ ამოვიცნოთ ჩვენი შანსი" - ამბობს მსახიობი
ჰემა მალინი იყო და დარჩება ყველა დროის ინდური კინემატოგრაფის დედოფლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий