არც ისე დიდი ხნის წინ ბოლივუდის მაჩომ მუმბაიში მოიწვია და ფეშენებელურ სასტუმრო «Juhu Marriott»-ის ხარჯი აუნაზღაურა გერმანელ სუპერმოდელს, კლაუდია სიელსს, რომელიც ბოლივუდში კარიერის გაკეთებაზე ოცნებობს. სალმანი მას დაპირდა როლს ახალ პროექტში.
პარალელურად მას ისევ აქვს კავშირი სომი ალისთან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ისინი თითქოს დაშორდნენ მაშინ, როცა სალმანის ცხოვრებაში აიშვარია გამოჩნდა, თუმცა სინამდვილეში მაინც რეგულარულად ხვდებოდნენ. პაკისტანში დაბადებული სომი ალი ცხოვრობდა ამერიკაში, 90-იან წლებში ის გადავიდა მუმბაიში და ათამდე ფილმში და სარეკლამო რგოლშიმიიღო მონაწილეობა. მისი ფილმები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც პოპულარული გახდა სალმანთან ურთიერთობის წყალობით. სომი ამერიკაში დაბრუნდა და სამოდელო კარიერა გააგრძელა. როცა სალმანი ამერიკაში ჩადის, ყოველთვის მასთან ჩერდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий