ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 31 августа 2010 г.

მანდაკინი ისევ ბრუნდება კინოს სამყაროში


ეს უკვე წარსულშია – ამბობს მანდაკინი თავისი კავშირის შესახებ მაფიოზ დავუდ იბრაგიმთან და ამატებს რომ მას უკვე აღიზიანებს თავისი იმიჯის გამოსასწორებლად ყოველდღიურად ასეთი განცხადებების გაკეთება.
ბოლივუდი ყოველთვის აძლევს მსახიობებს მეორე შანსს. მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავი კინოს სამყაროსაგან ძალიან შორს იჭერდა თავს ოცი წლის მანძილზე გულის სიღრმეში ის ყოველთვის რჩებოდა მსახიობად.
ჟურნალ "Stardust"– თან ინტერვიუში მან აღიარა რომ მისი წარსული შორს უკან დარჩა. ის გეგმავს კინოში დაბრუნებას ამჯერად პროდიუსერისა და რეჟისორის ამპლუაში ფილმით "The Lost Country", მეუღლესთან, კაგიურ რიმპოჩესთან ერთად.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:
დაუდ იბრაგიმთან დაკავშირებით
–მინდა რომ ხალხმა დაანებოს თავი ჩემი სახელის დაკავშირებას დაუდთან და საერთოდ აღარ მინდა იხსენებდნენ ჩემი ცხოვრების იმ არასასიამოვნო ეპიზოდს. ეს უკვე წარსულია და ძალიან მწყინს რომ ჟურნალისტები აქამდე ცდილობენ გააღვივონ ამის ირგვლივ სკანდალი. მე უკვე ყველაფერი ავხსენი თავის დროზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უკვე მაღიზიანებს.
თავისი ოჯახის შესახებ
–ჩემი ოჯახი დამეხმარა დამევიწყებინა იმის შესახებ რაც ნამდვილად მაწუხებდა იმ მომენტში. მე ძალიან დათრგუნული ვიყავი იმ დროს რადგან ყველაფერი მოხდა ისე სწრაფად რომ დაფიქრებაც ვერ მოვასწარი. შემდეგ მე შევეგუე და შევეჩვიე ამ წნეხის ქვეშ ცხოვრებას.
თავისი მეუღლის, კაგიურ რიმპოჩეს შესახებ
-ჩემი მეუღლე მონახი იყო წლების მანძილზე მანამ, სანამ ჩვენ დავქორწინდებოდით. ის დალაი ლამას მიმდევარია.
ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით ფილმზე "The Lost Country", თუმცა ეს არ ნიშნავს დაბრუნებას კინემატოგრაფში. მე ძველებურად დიასახლისი ვარ და ვზრუნავ ბავშვებზე.
კინოში დაბრუნების შესახებ მსახიობის ამპლუაში
–არვიცი, მაგრამ თუ დანამდვილებით გადავწყვეტ ისევ გადავიღო, აუცილებლად გამომივა.
მის სადებიუტო ფილმში "Ram Teri Ganga Maili" იმ ეპიზოდის შესახებ სადაც ის სველი თეთრი სარით გამოჩნდა ეკრანზე
–მე არასოდეს ვინანებ იმ ეპიზოდის შესახებ. მაყურებელმა და თაყვანისმცემლებმა დამიმახსოვრეს სწორედ იმ ეპიზოდის წყალობით. ზოგიერთი მიხსენებს კეთილი სიტყვით, ზოგიერთი დაცინვით, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ იმით რომ გამიმართლა მემუშავა იმ დროის საუკეთესო კინომოღვაწესთან – რაჯ კაპურთან.

суббота, 28 августа 2010 г.

ინდური წარმოების საქონლის გამოფენა–გაყიდვა ბათუმში

მათთვის ვინც ამ საიტებზე შემოდის და ვისაც უყვარს ინდოეთი და ინდური კულტურა ალბათ უკვე ცნობილია რომ ბათუმი 11 აგვისტოდან 28 აგვისტომდე მასპინძლობდა ინდური საქონლის გამოფენა–გაყიდვა სახელწოდებით "საუკეთესო ინდოეთიდან".
თბილისისაგან გასხვავებით ბათუმი პირველად
მასპინძლობდა ინდური საქონლის გამოფენას და საკმაოდ საინტერესოდაც გაიხსნა. ვგულისხმობ იმ ღონისძიებებს რაც გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდა.
გამოფენა ტარდებოდა ინდოეთის საელჩოს ორგანიზატორობით და მიზნად ისახავდა ქართველი და არა მარტო ქართველი ხალხისათვის ინდური კულტურის
გაცნობას.
გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო
ინდური ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად ცნობილმა თამრიკო კურდღელიამ მოცეკვავეთა ანსამბლთან ერთად.
როგორც თავად ქ–მა თამრიკომ თქვა, ინდოეთის
ელჩი გაკვირვებული დარჩა ქართველთა მონდომებით, იმით თუ როგორ მოხერხდა თავად ქ–ნ თამრიკოს საცხოვრებელ ბინაში ურთულესი ინდური ცეკვების დადგმა და რეპეტიცია. გაოცებული დარჩა ასევე ქართველი მოცეკვავეების ინდური სამოსით.
კონცერტი თითქმის საათნახევარს გრძელდებოდა კონცერტის შემდეგ ისინი ელჩმა ვახშამზე მიიწვია.
სავარაუდოდ შესაძლებელია ქ–ნ თამრიკოს პირადადაც შეხვდეს და გარკვეული დახმარებაც გაუწიოს ქართველ ინდური ხელოვნების მოყვარულებს.
ქართველი მოცეკვავეები გამოფენის გახსნაზე
აქვე გთავაზობთ სიმღერის კლიპს "dheere dheere", რომელიც ცნობილი ინდური სიმღერის მიხედვითაა გაკეთებული და დავამატებ რომ ქ–ნი თამრიკო განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის პარტნიორს კლიპში, ნიკა მუმლაძეს, რომელიც მხარში ედგა ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს და ბათუმში გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი სწორედ მას მიჰყავდა ოქსანა ტოროსიანთან ერთად.
ინდური კინოს მოყვარულთა სახელით ვუერთდებით ქ–ნ თამრიკოს

пятница, 27 августа 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

კაჯოლი და კარინა კაპური ჟურნალ "filmfare" -ს გარეკანზე

პრიანკა ჩოპრა უარს ამბობს თმის შეჭრაზე ანურაგ ბასუს ახალ პროექტში "Silence", პრიანკა ჩოპრა ყრუ–მუნჯის როლს თამაშობს.
თუმცა როდესაც მან შეიტყო რომ ფილმისათვის საჭირო იყო რომ მსახიობს თმა შეეჭრა, პრიანკამ სასტიკი უარი
განაცხადა.
მაყურებელს კარგად ახსოვს რომ ფილმისათვის
"Love Story 2050" პრიანკამ თმები შეიღება წითლად.
ამჯერად კი ანურაგ ბასუს დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მსახიობი კატეგორიულ უარზეა
გარდა ამისა, როგორც უკვე დავწერე კარან ჯოჰარის ფილმში
"Agneepath" მთავარი როლი კარინა კაპურს უნდა შესრულებინა, თუმცა ამჯერად როლზე პრიანკა ჩოპრა დაამტკიცეს.
როგორც
ამბობენ ეს სუზანა ქჰანის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რადგან მას არ სურს რიტიკი კარინა კაპურთან რომ მუშაობდეს.
სამაგიეროდ ზოი აჰტარის ახალი ფილმის "zindaggi mileji na dubara" - ს მსახიობები და მათ შორის რიტიკ როშანისა და კატრინა კეიფის წყვილი ესპანეთში "ერთობა". ეს წყვილი როგორც თვითმხილველი ამბობს შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს და თავისუფალ დროსაც სულ ერთად ატარებს.
იმედია სუზანას მათი მეგობრობის საწინააღმდეგო არაფერი ექნება.
თავის მხრივ სუზანა ქჰანი ერთგვარ "მედიატორს" წარმოადგენს ბოლივუდის ვარსკვლავთა მეუღლეების დაახლოებაში.
ახლახან რეჟისორ აბჰიშეკ კაპურის დაბადების დღეზე როგორც თვითმხილველი
ამბობს აქშაი კუმარის მეუღლე – ტვინკლი ქჰანა კუთხეში იჯდა ბობი დეოლის მეუღლესთან – ტანიასთან ერთად, მაშინ როცა სუზანა და გაური (შაჰრუჰისა და რიტიკის მეუღლე) საცეკვაო მოედანზე იყვნენ.
თუმცა სუზანამ შენიშნა თუ არა
ტვინკლი, რომელთანაც ის წლებია მეგობრობს, მისკენ გაემართა სასწრაფოდ და წაიყვანა ის გაურის კამპანიაში.
როგორც თვითმხილველმა აღნიშნა სუზანას სურს მის რჩეულ მეგობრებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს და ეს შესაძლებელიც გახადა. თავიდან უხერხული სიჩუმე იყო შაჰრუჰისა და აქშაის მეუღლეებს შორის, მაგრამ საბოლოოდ ისინი ძალიან თბილად ურთიერთობდნენ.
თუმცა არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს მათ შორის დიდი მეგობრობის დასაწყისი იქნება. მათ მეუღლეებს შორის
კონკურენცია იმის გარანტია რომ ეს არასდროს მოხდება.
გარდა ამისა მოდის ჟურნალები ხშირად ადარებენ მათ თავიანთ ფურცლებზე ერთმანეთს. ასე რომ იდუმალი შეჯიბრი მათ შორის ყოველთვის იქნება.
თუმცა მათ შეუძლიათ იყვნენ გულისხმიერები ერთმანეთის მიმართ და სხვათა დასანახად დაამტკიცონ თავიანთი დიდსულოვნება.
ცნობისათვის ამავე დაბადების დღეზე მათ გარდა იყვნენ დინო მორეა ნანდიტა
მაჰტანისთან ერთად და არჯუნ რამპალი მეჰრ ჯესიასთან ერთად.შაჰრუჰ ქჰანის ახალ პროექტს რაც შეეხება ფილმის "ra.one" – ს გადაღებები ლონდონში გრძელდება და შაჰრუჰმა გადაწყვიტა ერთ–ერთი სასიკვდილო ტრიუკი თავად შეასრულოს.
რამდენადაც ცნობილია ეს პროექტი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია მაგრამ ღირს კი მსახიობმა რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი სიცოცხლე?
სონაქში სინჰა – გოგონა ფილმიდან
"Dabangg", რომელმაც ახლახან გააკეთა თავისი დებიუტი დიდ ეკრანზე უკვე აავსეს წინადადებებით ცნობილმა რეჟისორებმა.
ერთ–ერთი სიახლე არის ის რომ აბასისა და მუსტანის რეჟისორული დუეტის ახალ პროექტში რომელიც
"Italian Job"–ის რიმეიქია, კატრინა კეიფის გამოსვლის შემდეგ მთავარი როლი სონაქშის შესთავაზეს.
ასევე ამ როლზე უარი თქვეს სონამ კაპურმა და დიპიკა პადუკონიმ.
თუ სონაქში დათანხმდება ამ როლზე ის ეკრანზე გამოჩნდება აბჰიშეკ ბაჩანთან, ნილ–ნიტინ მუკეშთან და ბობი დეოლთან ერთად.
სონაქში რომელიც მოიაზრება როგორც მომავალი ბოლივუდის ვარსკვლავი, უკვე მიწვეულია არბაზ ქჰანის მიერ შემდეგ მის ფილმში და ასევე კონტრაქტს აქვს ხელი მოწერილი კიდევ ერთ ფილმზე, რომელშიც ისევ სალმან ქჰანს გაუწევს პარტნიორობას.

შაჰრუჰ ქჰანი მეფე ავადჰის როლში

იმპერატორ "ასოკა"–ს შემდეგ შაჰრუჰ ქჰანი ისევ გამოჩნდება ისტორიულ ფილმში. მას შესთავაზეს შეასრულოს მეფე ავადჰის (1826 – 36) როლი.
პარიზში მცხოვრებ ინდოელ კინოპროდიუსერს, ვიჯაი სინგჰს სურს გააკეთოს ფილმი შაჰრუჰ ქჰანთან ერთად და მსახიობმაც უკვე განაცხადა თანხმობა ამ როლზე.
ეს არის მეფე ავადჰ ნასირუდინ ჰაიდარისა და ინგლისელი ქალიშვილის სიყვარულის ისტორია.
პროდიუსერმა ვიჯაი სინგჰმა ინტერვიუში განაცხადა რომ ის უკვე შეხვდა შაჰრუჰ ქჰანს ფილმთან დაკავშირებით და მსახიობმა შეაფასა სცენარი.
-მე მას შევთავაზე მეფე ავადჰის როლი, რომელსაც შეუყვარდა ინგლისელი ქალიშვილი, მაგრამ მათი სიყვარული არ აძლევდათ ხელს გარკვეულ წრეებს მაშინდელ დროში.
ვიჯაი სინგჰს, რომელსაც გადაღებული აქვს "One Dollar Curry" და "Jaya Ganga, მიაჩნია რომ შაჰრუჰ ქჰანი მეფე ავადჰის როლზე სწორი არჩევანია.

четверг, 26 августа 2010 г.

15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის 63–ე წლისთავი აღინიშნა

ამ დღესთან დაკავშირებით ბოლივუდის ვარსკვლავებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი ვინ რას გულისხმობს სიტყვაში – "დამოუკიდებლობა".
პრიანკა ჩოპრა: "დამოუკიდებლობა" ჩემთვის იმის გაცნობიერებაა რომ შემიძლია ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში, ანუ მე შემიძლია თავისუფლად აზროვნება და იმის კეთება რაც მინდა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სიტყვების – "მე თავისუფალი ვარ" გაგება ღრმადა დაფარული თითოეულ ადამიანის ქვეცნობიერში. მე მსურს მოვუწოდო ყველა ქალს იმის გაცნობიერებისაკენ, რომ ისინი თავისუფალნი არიან არჩევანში და შეუძლიათ აკეთონ რაც სურთ. ოღონდ მათ უნდა გააცნობიერონ ის, რომ აუცილებელია იყვნენ თავდაჯერებულები და იპოვონ საკუთარ თავში ძალა გააკეთონ ის რისი გაკეთებაც სურთ.
ვიპულ შაჰი: "დამოუკიდებლობა" ჩემთვის ნიშნავს თავისუფლად იცხოვრო, თავისუფლად და გაბედულად გამოხატო საკუთარი აზრი. ებრძოლო ყველაფერს რაც ანგრევს ჩვენს საზოგადოებას.

ფარა ქჰანი: მე სიტყვა "დამოუკიდებლობის ქვეშ ვგულისხმობ იმას რომ მე შემიძლია ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა ეს, შემიძლია თავისუფლად გამოვხატო საკუთარი აზრი და არ მეშინოდეს რომ ვიღაცა ამიკრძალავს ამას.
იშა კოპიკარი: "დამოუკიდებლობა" ეს არის ის, რაც ასე გვსურს ყველას, თუმცა სინამდვილეში არც გვესმის ნამდვილი არსი ამ სიტყვისა. განდისა და ნერუს შემდეგ ჩვენ გვესმის მხოლოდ დაპირებები. მე მინდა გავაკეთო რაიმე ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით ინდოელი ქალებისათვის, მოვუწოდო მათ თავდაჯერებისაკენ...
ტრიშა კრიშნანი: ჩემთვის "დამოუკიდებლობა" ეს არის ვიცხოვრო თავისუფლად, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ყველას მხრიდან. "დამოუკიდებლობა" ეს არის შექმნა საკუთარი წესები და პრინციპები, რომლითაც იცხოვრებ. ფლობდე დამოუკიდებლობას – ნიშნავს გქონდეს საკუთარი თვალსაზრისი ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ირგვლივ ხდება.
დიპიკა პადუკონი: ჩვენ მნიშვნელოვნად წავედით წინ ბოლო 63 წლის მანძილზე. ეს ჩვენს პირადულ თავისუფლებასაც შეეხება. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ რომ მოგვეპოვებინა ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა. მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნით.
მანოჯ ბაჯპაი: ჩემი აზრით დამოუკიდებლობა ეს არის აზრის თავისუფლება, მოქმედების თავისუფლება. შესაძლებლობა წავიდე იქ, სადაც მინდა და გავაკეთო ისე როგორც მინდა. ეს დიდი სიხარულია ჩვენი ხალხისათვის, ვხედავდეთ ჩვენს ქვეყანას ასეთს.
მუგდა გოდსე: "დამოუკიდებლობა" – ეს არის სიყვარული შენი ქვეყნისა.

четверг, 5 августа 2010 г.

ფილმ "Endhiran" - ის ახალი ფოტოები

ფილმი უდაოდ საინტერესო ჩანს. საინტერესო და ლამაზი ვიზუალური გაფორმება.
ფილმში აიშვარიას გმირს შეუყვარდება რობოტი, რომლის გმირსაც რაჯნიკანტი თამაშობს.

სიახლეები ბოლივუდიდან

კარან ჯოჰარმა გადაწყვიტა გადაიღოს ფილმ "what happens im vegas"–ის რიმეიქი

ცნობილი გახდა რომ კარან ჯოჰარის შემდეგი პროექტი იქნება სცენარი, რომლის შთაგონების წყარო არის ჰოლივუდური ფილმი "
What Happens in Vegas", კამერონ დიასისა და ეშტონ კატჩერის მონაწილეობით.
ფილმი რომლის საწყისი სახელი იქნება "
Short Term Shaadii", სწორე ამ ჰოლივუდური ფილმის ადაპტაცია იქნება.
ფილმს კარანის კომპანია გადაიღებს, ოღონდ სუპერჰიტ "
Dostana 2" –ს შემდეგ, რომელზეც ამჟამად მიდის მუშაობა. ასე რომ ამ ფილმს ალბათ მხოლოდ მომავალი წლისათვის უნდა ველოდოთ.

ამირ ქჰანს უნდა რომ შაჰრუჰმა ნახოს ფილმი "peepli live"

იყო დრო როცა ამირ ქჰანსა და შაჰრუჰ ქჰანს შორის ურთიერთობა იყო გარკვეულწილად დაძაბული. ალბათ გახსოვთ ამირმა დაწერა ძაღლის შესახებ სახელად შაჰრუჰი.
ახლა სიტუაცია შეიცვალა და ამაში დიდი როლი კარანმა ითამაშა.
სასურველია ეს არ იქნებოდეს ბოლო როლი ორ ქჰანს შორის ურთიერთობის მოგვარებაში. კარანი ყოველთვის ახლო ურთიერთობაში იყო შაჰრუჰთან და ახლა ასევე ახლო ურთიერთობა აქვს ამირთან. ეს ყველაფერი დაიწყო იქედან რომ კარანმა ამირის ძმისშვილს, იმრან ქჰანს შესთავაზა როლი ახალ პროექტში. თავის მხრივ ამირმაც მოიწვია კარანი თავისი საპროდიუსერო პროექტის "Peepli Live" –ს პრეზენტაციაზე.
მოგვიანებით კარანი და ამირი შაჰრუჰს შეხვდნენ ლონდონში, სადაც ის ფილმ "Ra.One"– ს გადაღებებითაა დაკავებული. ამირმა ამჯერად შაჰრუჰი მიიწვია "Peepli Live"– ს პრემიერაზე.
ახლა ისღა დაგვრჩენია რომ ველოდოთ როდის გაუმჯობესდება ურთიერთობა კიდევ ორ ქჰანს, სალმანსა და შაჰრუჰს შორის.


"race 2" - ქალის ერთ–ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ისევ გაურკვეველია

ფილმში, "რბოლა 2", რომელშიც მთავარ როლებზე დანამდვილებით არიან დამტკიცებულები ანილ კაპური, საიფ–ალი ქჰანი და ჯონ აბრაჰამი, ვერაფრით გადაწყდა გმირი ქალის როლის შემსრულებლები. იყო ვარაუდი რომ ითამაშებდნენ კარინა კაპური, პრიანკა ჩოპრა და სამირა რედი. (ამის შესახებ დავწერე კიდეც ცოტა ადრე სტატიაში).
თუმცა ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია რომ პრიანკას ნაცვლად ასინი მიიღებს მონაწილეობას ახალ პროექტში. როგორც ფილმის რეჟისორმა აბასმა განაცხადა, ფილმში არ იქნება წყვილები, რომლებიც ცხოვრებაში წარმოადგენენ წყვილებს. კარინა ამ ფილმში ჯონის პარტნიორი იქნება და აღსანიშნავია რომ მათ ერთად არასოდეს უმუშავიათ. ამის იდეა იმაში მდგომარეობს რომ შევქნათ წყვილი, რომელიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails