ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 сентября 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." – პირველი ქართული ფილმი, რომლის პრემიერაც ინდოეთში შედგება

ინდური კინოს მოყვარულთათვის ნებისმიერი კავშირი ინდოეთსა და საქართველოს შორის, ინდურ კინოსა და ქართულ კინოს შორის სასიხარულო და მისასალმებელია.
უდიდესი სიხარულით შეხვდა ქართველი მაყურებელი ქართულ ფილმს, "ყველაფერი კარგად იქნება", რომლის დიდი ნაწილიც ინდოეთში, კერძოდ გოაში გადაიღო რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა. ეს პირველი შემთხვევა იყო ქართული კინოს ისტორიაში.
ასევე დიდი ინტერესით ადევნებს ქართველი ინდური კინოს მოყვარულები თვალს ქართულ–ბოლივუდური ურთიერთობების გაგრძელებას. როგორც ცნობილია ინდოელი პროდიუსერები არაერთხელ იმყოფებოდნენ საქართველოში და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილია სამი ინდური ფილმის ფრაგმენტების გადაღება ჩვენს ქვეყანაში.
ფილმის "ყველაფერი კარგად იქნება" ერთ–ერთი პროდიუსერი არის ინდური კინოს მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი დათო ბეჟიტაშვილი. სულ ცოტა ხნის წინ კი სწორედ მისი პროდიუსერობით დასრულდა ქართული მელოდრამის – "დარჩი ჩემთან..." გადაღებები.
ფილმის რეჟისორია ზაზა ურუშაძე.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ლელა წურწუმიასთან და დებიუტანტ პაატა ინაურთან ერთად ქართველი მაყურებლისათვის ბევრი კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი არის გადაღებული.
გარდა იმისა, რომ ფილმი მელოდრამაა სევდიანი სიუჟეტით, ინდური კინოს მოყვარულთათვის საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომ ეს იქნება პირველი ქართული ფილმი, რომლის ჩვენებაც გოას საერთაშორისო ფესტივალზე იგეგმება.
სპეციალურად ფილმისათვის დაიწერა სიმღერები, რომელთაც თავად ლელა წურწუმია ასრულებს. სიმღერებისათვის მუსიკა რუსა მორჩილაძემ დაწერა, ხოლო სიმღერის ტექსტები ეკუთვნის ირინა სანიკიძეს.

გთავაზობთ ფილმის საუნდტრეკს და ერთ–ერთ სიმღერას ფილმიდან




რაც შეეხება სქართველოს კინოთეატრებს, ფილმის თბილისური პრემიერა 30 სექტემბერს შედგება!
დაველოდოთ ფილმის თბილისურ პრემიერას და წარმატებები ვუსურვოთ ფილმს ჩვენი ქვეყნის გარეთ.

ნახეთ ფოტომასალა ფილმის გადასარები მოედნიდან


Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails