ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 5 октября 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

რიტიკ როშანი ფილმის "Agneepath" სული და გულია

კარგა ხანია გამოვიდა სარეკლამო თრილერი ფილმისა "Agneepath". რეჟისორის, კარან ჯოჰარის თქმით პირველი პრომო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე.
ფილმის პრომო ჩართული იქნა სალმან ქჰანის ფილმის ჩვენებისას.
–მე ძალიან მოხარული ვარ, რომ კომპანიამ დამრთო ამის ნება და აუდიტორიას საშუალება მიეცა ენახა ჩემი ფილმის პრომო. ჩემი საუკეთესო სურვილები ფილმ "Bodyguard"–ს გუნდს –განაცხადა კარანმა.
რამდენადაც მაყურებელმა უკვე იცის, რომ ეს არის ადრინდელი ჰიტის რიმეიქი, საინტერესო იქნება კარანის პასუხი შეკითხვაზე, რამდენად ჰგავს ეს ორი ფილმი ერთმანეთს.
–ეს არც არის რიმეიქი. ამ ორი ფილმის მიდგომა, შეხედულებები, გრძნობები აბსოლიტურად განსხვავებულია. ამ ორ ფილმს სხვადასხვა სამყარო აქვთ. მე ჩემს ფილმს პასუხს უფრო დავარქმევდი რეჟისორ მუკულ ანანდის კლასიკაზე. ფილმი მამაჩემის მიერ იყო წარმოებული და მე ვთვლი, რომ ერთ–ერთი საუკეთესო ფილმია, მათ შორის რაც ოდესმე შექმნილა. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც დავარქმევდით იგივე სახელს და რომლითაც მივაგებდით პატივს ძველ ფილმს. ფილმის სული და გული იგივე რჩება. თუმცა ეს სრულიად სხვა ფილმია. გამოვიდა ძალიან კარგი და მიმზიდველი ფილმი – დაამატა რეჟისორმა.
ახალ ფილმში მთავარ როლს რიტიკ როშანი ასრულებს და რეჟისორი მას ახასიათებს, როგორც ფილმის "სულსა და გულს".
–როცა მან მიიღო ფილმის სცენარი, ძალიან დაინტერესდა როლით. როლი სწორედ მისი გავლენით დაიწერა და ის იყო ჩვენი ერთადერთი არჩევანი. უნდა გითხრათ, რომ მან მართლაც დიდი სამუშაო შეასრულა. დარწმუნებული ვარ ის ისევე კმაყოფილია, როგორც ჩვენ – ამბობს რეჟისორი.


მსახიობი სანჯაი დატი თამაშობს მთავარ ბოროტმოქმედს ფილმში და კარანი ამობობს, რომ უკეთესი არჩევანი არც შეიძლებოდა. თქვენ უნდა ნახოთ სანჯაი ფილმში და დარწმუნდებით. მან ყველა კადრში გადააჭარბა მოლოდინს. გპირდებით, თქვენ არცერთ ფილმში არ გინახავთ მსგავსი სანჯაი. მისი ცქერა ნამდვილი სიამოვნებაა.
ფილმი 2012 წლის იანვარში გამოვა.

ეშა ჰემას ითამაშებს ფილმში "Razia Sultan"


იშა დეოლის ეკრანზე დაბრუნება მოხდა ფილმით "Tell Me O Kkhuda". ამჯერად კი ჰემა მალინს ყველაფერი მზადა აქვს ქალიშვილის კარიერის წინ წასაწევად. მსახიობმა გადაწვიტა, რომ მისი ფილმის "Razia Sultan" რიმეიკში იშა მთავარ როლს ითამაშებს. ფილმი გაქირავებაში თითქმის 30 წლის წინ გამოვიდა და მასში მთავარ როლს ჰემა მალინი თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს არც ისე დიდი წარმატება ხვდა წილად, ჰემა დარწმუნებულია მის პოტენციალში.


ფილმის რეჟისორი ჰემა არ იქნება, ის მხოლოდ ფილმის წარმოების საკითხებით იქნება დაკავებული.
მსახიობი ამბობს, რომ ფილმი მსხვილბიუჯეტიანი იქნება, ამიტომ ის ეძებს პროდიუსერს თავისი ამბიციური ფილმის დასაფინანსებლად.
–ფილმის "ჯოდჰა და აკბარი" წარმატებამ დაადასტურა, რომ ისტორიული კოსტიუმირებული ფილმები ისევ აინტერესებს
მაყურებელს თუ ისინი კარგადაა გაკეთებული.
ჰემა ამბობს, რომ სურათში იშა იბრძოლებს, იჯირითებს ცხენზე და ყველაფერს გააკეთებს, რასაც მოითხოვს ფილმი.

სონამ კაპურის კოცნის დებიუტი ფილმში "Mausam"


მიუხედავად სონამ კაპურის გაპროტესტებისა, მასსა და შაჰიდს შორის მხურვალე კოცნა ფილმში მაინც არის.
–ფილმში არ არის არანაირი კოცნის სცენა, – ამბობდა სონამი ადრე. იყო დრო, როცა სონამსა და შაჰიდს შორის არ იყო მეგობრული დამოკიდებულება და როგორც ჩანს როცა რეჟისორმა პანკაჯ კაპურმა შეატყობინა სონამს ფილმში ასეთი სცენის არსებობის შესახებ მან უარი განაცხადა და მკვეთრი პოზიცია დაიჭირა. მისმა უარმა დრამა გამოიწვია გადასაღებ მოედანზე. პანკაჯ კაპურმა მამამისს, ანილ კაპურსაც კი დაურეკა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მსახიობმა დათმო და რეჟისორის მოთხოვნა შეასრულა.
შემდგომ, როცა გაურკვევლობები წარსულს ჩაბარდა, სონამმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სცენა აუცილებელი იყო.

–სონამი ფანტასტიური მსახიობია. ის შესანიშნავად ჩაერთო შაჰიდ – პანკაჯის ტანდემში. თუ რაიმე პრობლემა იყო ყველაფერი მოგვარდა გადაღებების დროს, – განაცხადა ფილმის პროდიუსერმა შეტი ტალვარმა.
ეს კოცნის სცენა დებიუტი იყო სონამისათვის, ხოლო შაჰიდისათვის ის მეოთხე კოცნის სცენაა ეკრანზე, კარინა კაპურთან ფილმში "Jab We Met", პრიანკა ჩოპრასთან ფილმში "Kaminey" და ანუშკა შარმასთან ფილმში "Badmaash Company".

შაჰიდ კაპური და საიფ–ალი ქჰანი ერთმანეთს გაურბიან

როცა ურთიერთობები წყდება ყოფილი შეყვარებულები ერთმანეთს არა თუ გაურბიან, არამედ ცდილობენ მათი ახალი შეყვარებული არ შეეჩეხოს ყოფილს.
მსგავსი რამ ხდება კარინა კაპურის ყოფილ შეყვარებულს, შაჰიდ კაპურსა და საიფ–ალი კჰანს შორის. მიუხედავად "Mehboob" სტუდიაში გადაღებებისა ისინი ცდილობდნენ არ შეხვედროდნენ ერთმანეთს.

საიფს გადაღებები ჰქონდა ფეხსაცმლის რეკლამაში, რომელსაც ის და კარინა წარმოადგენენ, ხოლო შაჰიდი გადაღებებს აწარმოებდა ჟურნალისათვის მამამისთან პანკაჯ კაპურთან ერთად.
მათი გადასაღები ფურგონები ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო განლაგებული. შაჰიდი პირველი მოვიდა გადაღებებზე. მას უნდა გადაეღო რამდენიმე კადრი მამამისთან და თავის მოტოციკლთან ერთად. ასე რომ ის ხშირად გადაადგილდებოდა თავის გადასაღებ ფურგონსა და გადასაღებ მოედანს შორის, სადაც ის მუშაობდა.

ასევე გადაადგილება უწევდა საიფ–ალი კჰანსაც, თუმცა მიუხედავად ამისა ეს ორი მსახიობი ერთმანეთს ერთხელაც არ შეხვედრია.
საინმტერესოა ასევე, რომ საიფ–ალი კჰანი არ იყო ერთადერთი მსახიობი, რომელთანაც შაჰიდს არ სურდა შეხვედრა.
იმავე სტუდიაში ასევე იღებდნენ სალმან კჰანს, რომელიც ინტერვიუს აძლევდა ფილმის "dabang" გამოსვლასთან დაკავშირებით. სალმანსა და შაჰიდს შორის უთანხმოება წარმოიშვა მათი ერთობლივი ტურნეს "Rock Stars"–ის შემდეგ, რომლის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ვერ ამჩნევენ.
თავად კარინა კაპური, რომელიც რეკომენდაციას დაჟინებით უწევს იმრანს კჰანს ფილმის
"Once Upon A Time In Mumbaai"–ს გაგრძელებისათვის, აშკარად აგრძნობინებს შაჰიდს, რომ მას არ სურს მასთან მუშაობა.

ბიპაშა ბასუ და პრიტი ზინტა აღფრთოვანებულები არიან ფილმით " bodyguard"

ფილმის სპეციალური ჩვენებას, რომელიც ახლო მეგობრებისა და სალმანის ოჯახის წევრებისათვის ჩატარდა, ესწრებოდნენ ბიპაშა ბასუ, პრიტი ზინტა და შირიშ კუნდერი.
სალმანის მეგობრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ფილმით. ჯონთან დაშორების შემდეგ ბიპაშას მეგობრული ურთიერთობა აქვს სალმანთან და ის ყველა ვარსკვლავურ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.
ფილმის ნახვის შემდეგ მან მიულოცა სალმანს ფილმის წარმატება.
–ვნახე ფილმი, ახალი ბლოკბასტერი სალმან კჰანისაგან. კარგია გყავდეს ისეთი მცველი, როგორიც სინგჰია, – განაცხადა მან.
ასევე აღფრთოვანებულია ბოლივუდის მეორე ვარსკვლავი პრიტი ზინტა.
–ახლა ვნახე ფილმი. სალმანისა და კარინას შესანიშნავი თამაში. შესანიშნავი და საოცარი სანახაობაა,– აღნიშნა პრიტიმ.

საიფ–ალი კჰანი: ახლა მე მინდა გავაკეთო კომერციული კინო

"Aarakshan" უკვე უკან დარჩა, თუმცა საიფი აღნიშნავს, რომ ფილმი დიდი და მძიმე სამუშაო იყო, თუმცა ამავე დროს თავისებური აღმოჩენაც იყო. ეს ფილმი განიხილებოდა სხვადასხვა თოქ–შოუებში და ფორუმებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ ეს უსაფრთხო ფილმია და არ გამოიწვევს ნეგატივს არავისში, ფილმის ჩვენება აიკრძალა სამ შტატში, უტარ–პრადეშში, ანდჰრა–პრადეშში და პენჯაბში. მოგვიანებით ანდჰრა პრადეშსა და პენჯაბში აკრძალვა მოიხსნა უმაღლესი სასამრთლოს გადაწყვეტილებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ვერ შევძელით ერთდროულად ჩვენება მთელ ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. მსგავსი რამ რომ შემთხვეოდა ჩემი წარმოების ფილმს, ალბათ სასტიკად განვიცდიდი. მე შემიძლია წარმოვიდგინო როგორ გრძნობდა თავს პრაკაშ ჯჰა (რეჟისორი და პროდიუსერი), – განაცხადა საიფმა.
–მიიღებთ მონაწილეობას პრაკაშის შემდეგ ფილმში?
–ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ამჟამად მე იმედი მაქვს გავაკეთებ უფრო მეტად კომერციულ მასალას. ფილმები, რომლებიც მე მიყვარს ძირითადად ადამიანს დროებით წყვეტს პრობლემებისაგან, თუმცა დროდადრო სოციალურად მნიშვნელოვანი ფილმებიც მინდა გავაკეთო, ისეთი როგორიც ეს ფილმია (Aarakshan).
ამჟამად საიფის გეგმებში მხოლოდ "კოქტეილი" და "რბოლა 2" არის, რათქმაუნდა "აგენტი ვინოდი"–თან ერთად.
ასევე მალე გამოცხადდება კიდევ ორი ახალი პროექტის შესახებ, მათ შორის ერთი ოჯახური წარმოების ფილმი იქნება.
–ეს ბევრია – იცინის მსახიობი, – უმეტესი ნაწილი ამ ფილმების კომერციული ფილმებია.
მსახიობი ასევე განიხილებოდა მთავარ როლზე ახალი კომედიისათვის "Ghanchakkar", რომელსაც რეჟისორი რაჯკუმარ გუფთა იღებს (Aamir (2008) და "No One Killed Jessica").
–კი, ფილმის სცენარი განვიხილე და რაღაც დროის მანძილზე ვფიქრობდი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სურვილი რაჯკუმარ გუფტასთან მუშაობის, ეს ფილმი არ არის ის, რაც მიყვარს და რაშიც ჩემს თავს ვნახავდი. მე არ ვაპირებდი ამის გამოქვეყნებას, რადგან არ მიყვარს გავლენის მოხდენა სხვა მსახიობების არჩევანზე. ეს საინტერესო სცენარია და ვიღაცას უფრო მოუხდება ვიდრე მე. იმედი მაქვს მე და გუფტა შევხვდებით და ვითანამშრომლებთ ახლო მომავალში სხვა პროექტში.

აბიშეკ ბაჩანი: ბევრი სამუშაო და არავითარი დასვენება

აბიშეკის გეგმები, დროებით გათავისუფლებულიყო ფილმ "Dhoom 3" –ის გადაღებებიდან და დრო გაეტარებინა თავის ოჯახთან ერთად – არ გამოვიდა.
ადრე მან განაცხადა, რომ Yash Raj Films –მა რომელსაც ფილმის "Dhoom 3"–ს გადაღებები ნოემბერში უნდა დაეწყო გადადო გადაღებები აბიშეკის თხოვნით, რომელსაც შვებულება სურდა გაეტარებინა აიშვარიას გვერდით. როგორც ცნობილია წყვილი ნოემბერში შვილს ელოდება.
მიუხედავად ჩოპრას თანხმობისა, გადაედო გადაღებები აბიშეკს მაინც არ გაუმართლა.
ფილმის გადაღებების გრაფიკს ვერ შეცვლიან ამირ კჰანის დატვირთული გრაფიკის გამო.
საბოლოოდ აბიშეკი დათანხმდა შვებულების გადადებასა და მუშაობის გაგრძელებაზე.
–ეს იყო პროფესიონალური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, როდესაც გაიგო რა პრობლემებსაც გადააწყდნენ ფილმის შემქმნელები. ამირ კჰანი ერთ ეტაპზე აკეთებს ერთ ფილმს და ის წინასწარ გამოყოფს ხოლმე თარიღებს. ამიტომ ის ვერაფერს შეცვლიდა.
ამრიგად აბიშეკს ერგო ორი თავისუფალი დღე ახალშობილის დაბადებისას. მსახიობი ამითაც კმაყოფილია.
ფილმი, რომელშიც ასევე უდეი ჩოპრაც მონაწილეობს ეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვა.

ფილმი «The Dirty Picture» კიდევ უფრო სკანდალური ხდება

რეჟისორ მილან ლუკჰრიას ფილმში "The Dirty Picture" ახალ რეალურ პერსონაჟებს ამატებენ. აქამდე სურათის ძირითადი ფიგურა იყო სილკ სმიტჰა, ახლახან ფილმში ჩართეს კიდევ ერთი ძლიერი რეალური პერსონაჟი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა და მრავალფეროვანი გახადა სიუჟეტის ხაზი. ეს არის 70–ანი 80–ანი წლების ჟურნალისტი დევიანი ჩაუბალი.
წინა თაობის მსახიობებს "ეშინოდათ" დევიანის, რადგან ის წერდა მსახიობების შესახებ ღიად, უყვარდა საქვეყნოდ გამოტანა შოკისმომგვრელი ფაქტებისა ცნობილ ადამიანებზე. იმ პერიოდში სილკ სმიტჰა თავისი როლების გამო სამხრეთულ კინოში დევიანისთვის წარმოადგენდა ერთგვარ საწერ თემას. ჟურნალისტი ღიად ესხმოდა თავს მსახიობს, თამამი როლების გამო.
ვიდია ბალანი თავიდანვე იყო ინფორმირებული ფილმში ახალი პერსონაჟის ჩართვის შესახებ, მოგვიანებით კი როცა მას აუხსნეს ვინ იყო დევიანი ჩაუბალი იმ დროისათვის, ვიდია განცვიფრებული დარჩა.
მან ახლა შეიტყო, რომ დევიანი იყო პირველი ჟურნალისტი ვინც, დჰარმენდრასა და ჰემა მალინის ქორწილი საზოგადოებისათვის "ხელმისაწვდომი" გახადა.
ცნობილია, რომ მხოლოდ რაჯეშ კჰანა იყო მასთან კარგ და მეგობრულ დამოკიდებულებაში.
ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ორი რეალური პერსონაჟის თვალის დევნება ფილმში "The Dirty Picture".

კარიშმა კაპური სუპერმოდელს ითამაშებს ვიკრამ ბჰატის ფილმში


კარიშმა კაპური ხუთწლიანი შესვენების შემდეგ მზადაა მონაწილეობა მიიღოს ვიკრამ ბჰატის 3D ფორმატის ფილმში, "Dangerous Ishq", სადაც ის სუპერმოდელს ითამაშებს, რომელიც თავის კარიერაზე უარს ამბობს საყვარელ ადამიანზე დაქორწინების გამო.
რეალურ ცხოვრებაში 37 წლის მსახიობი ორი შვილის დედაა. ის 2003 წელს ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ სანჯაი კაპურს და მთლიანად გადაერთო ოჯახურ ცხოვრებაზე.
ბჰატი აღნიშნავს:
–ფილმში კარიშმას პერსონაჟი არის სუპერმოდელი, რომელიც უარს ამბობს კარიერაზე რათა დაქორწინდეს საყვარელ ადამიანზე, თუმცა მის საქმროს იტაცებს მისი მტერი, რომელიც მოდელს მთელი მისი კარიერის მანძილზე თან სდევდა.

ფილმში კარიშმა ითამაშებს ყოფილ მანეკენთან, ამჟამად კი მსახიობთან, რაჯნეშ დუგალთან ერთად.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails