ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 27 февраля 2010 г.

სანგიტა ბიჯლანი - წარმატებული მოდელი და სარეკლამო სახე

თხოვნითინდური კინოს მოყვარულთათვის ის უფრო მეტად ცნობილია როგორც მსახიობი და კარგად ახსოვთ საკმაოდ პოპულარული ფილმიდან, "სამი განრისხებული მამაკაცი".
სანგიტა დაიბადა 1965 წლის 9 ივლისს, ბომბეიში.
ჰყავს ძმა - სუნილი.
ის ცნობილი გახდა 1980 წელს, როცა გაიმარჯვა კონკურსში, "მის ინდოეთი". იმავე წელს გახდა "მის სამყარო".
მან ორჯერ აიღო ფსევდონიმი, პირველად სვარუპ სამპატის და მეორედ რუჩიტა კუმარის.
მისი დებიუტი შედგა 1989 წელს ფილმში "hathyar", რომელშიც დჰარმენდრასთან ერთად მონაწილეობდა.
შემდგომ მან ბევრ ბოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ჩვენთან ყველაზე უფრო ცნობილი იყო ფილმი "სამი განრისხებული მამაკაცი", რომელშიც სანგიტას გარდა ჯეკი შროფი, სანი დეოლი, ნასირუდინ შაჰი, მადჰური დიქსიტი და სონამი მონაწილეობდნენ.
მიუხედავად გარეგნული თუ მსახიობური მონაცემებისა სანგიტა ბიჯლანიმ ვერ შეძლო დაემკვიდრებინა თავი ბოლივუდის წამყვან მსახიობთა შორის.
სხვადასხვა დროს ის რომანტიული ურთიერთობებით დაკავშირებული იყო რამდენიმე მსახიობთან და რეჟისორთან. ის იყო მიზეზი სალმან ქჰანისა და შაჰინის დაშორებისა, თუმცა შემდგომ ის სალმანმა სომი ალის გამო მიატოვა.
სხვადასხვა დროს მისი ეკრანული პარტნიორები იყვნენ: დჰარმენდრა, ჯიტენდრა, ვინოდ ქჰანა, სანი დეოლი, მითჰუნ ჩაკრაბორტი.
1996 წელს ის შეხვდა კრიკეტის გუნდის კაპიტანს, მოჰამედ აზჰარუდინს, რომელიც მის გამო გაეყარა მეუღლეს რომელთანაც ორი შვილი აკავშირებდა და დაქორწინდა სანგიტაზე.
მათ ქორწინება რთული პერიოდებიც ჰქონდა როცა ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ კრიკეტის გუნდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ისინი ერთად არიან.
ამჟამად ისინი დაკავებულნი არიან მათივე დაარსებული მედიაკომპანიის მენეჯმენტით.
მსახიობად გადაქცეული მოდელი სამოდელო კარიერაში წარმატებული სახე იყო. მისმა სილამაზემ გვირგვინი მოხსნა იმ პერიოდისათვის ბევრ კინოს სამყაროს წამყვან დედოფლებს.
გარდა ამისა ის იყო სარეკლამო სახე რამდენიმე ცნობილი ფირმისა და ძალიან პოპულარული იყო რეკლამები მისი მონაწილეობით. სწორედ ამის წყალობით გახდა ის ცნობილი სახე. მისი უღიმღამო ფილმების შედარებაც კი არ შეიძლება მის სარეკლამო რგოლებთან.
გთავაზობთ მის ფოტოებსა და ყველასათვის საყვარელ სიმღერის კლიპებს მისი მონაწილეობით ფილმიდან "სამი განრისხებული მამაკაცი"








пятница, 26 февраля 2010 г.

შაინი აჰუჯას 7 წლით პატიმრობა ემუქრება

ბოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, შაინი აჰუჯამ ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს ჰოლივუდში. ეს არ არის უბრალო აზიატის როლი, რომელიც ჩვეულებრივ ეძლევათ ხოლმე ინდოელ ვარსკვლავებს. საუბარია პროდიუსერ მაიკლ შეინის, მარკ კანტონისა და ენტონი რომანოს პროექტზე. ეს იქნება რომანტიკული თრილერი, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით სადაც შაინის უნდა ეთამაშა მთავარი როლი. საინტერესოა ის ფაქტიც რომ უნდა ეთამაშა ამერიკელის როლში.
მაიკლ შეინი მას უნივერსალურ მსახიობად ხედავს:
-შაინი მომხიბვლელია, მას უნივერსალური გარეგნობა აქვს და ქარიზმატულია. ის ეკრანზე მე პოლ ჰიუმენს მაგონებს.
მომავალი ფილმის რეჟისორი, ჯეიმს ორდონეზიც ასევე შაინის მსახიობური ნამუშევრების შთაბეჭდილებების ქვეშაა. მან ის პირველად ნახა ფილმში, "განგსტერი სიყვარულის ისტორია".
თუმცა სამწუხაროა რომ მსახიობს არ დასცალდა წარმატებული პროექტის განხორციელება. 2009 წლის ივნისში მსახიობი დაპატიმრებული იქნა თავისი 18 წლის მსახურის გაუპატიურების ბრალდებით.
გოგონას ბრალდებით ეს მოხდა დღისით, როცა ის მარტო დარჩა ბინაში მსახიობის პირისპირ. მას მსახიობის ბინაში მუშაობა თვენახევრის დაწყებული ჰქონდა. გოგონა სოფლიდან ჩამოდიოდა ყოველდღე მატარებლით და უმზადებდა მას სადილს და სხვადასხვა დავალებებსაც ასრულებდა სხვა, ორ მსახურ ქალთან ერთად ცვლაში. როგორც "მსხვერპლი" აღნიშნავს იმ დღეს მსახიობმა ისარგებლა იმით რომ მეუღლე და ბავშვი შინ არ იყო და როცა უარი მიიღო ძალა გამოიყენა. თან დაემუქრა რომ თუ გააგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას სცემდა სასიკვდილოდ. მომხდარის შესახებ გოგონამ უთხრა თავის ნათესავებს და მათ ურჩიეს მიემართა პოლიციისათვის.
ბოლივუდის წრეებში შაინი ცნობილია როგორც გამოუცნობი და არაკონტაქტური პიროვნება. თუმცა მეგობრები და ნათესავები დარწმუნებულები არიან რომ შაინი არ არის დამნაშავე და ეს საშინელი ბრალდება პროვოცირებულია არაკეთილისმოსურნეების მიერ.
იმ დღეს როცა მსახიობი დააპატიმრეს მისი მეუღლე, ანუპამა რომელიც მასთან 10 წელია ცხოვრობს ჩამოფრინდა მუმბაიში მეუღლის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა რომ პრესა ბევრს წერდა მეუღლეებს შორის უთანხმოებაზე, ანუპამამ, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს და საქმიან ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, ამ ბრალდებას "შეკვეთილი" უწოდა. მას გაეცინა პოლიციის განცხადებაზე, რომ მსახიობმა თავად აღიარა ბრალდება.
- მე ჩემი მეუღლის მხარეს ვარ და ვიცი რომ ის შესანიშნავი ადამიანი და მამაა. ეს ყველაფერი ტყუილია. არავის არ აძლევენ მისი ნახვის საშუალებას არც ოჯახის წევრებს და არც იურისტებს. შაინიმ უთხრა თავის ადვოკატს რომ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და რასაც ისმენთ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ბინძური ტყუილია.
მსახიობის მეუღლემ არ დაასახელა რომელმა მათგანმა აიყვანა მსახურად ბრალმდებელი გოგონა. მან ისიც აღნიშნა რომ მსახიობს არასამართლიანად დებენ ბრალს მედიდურობაში.
- მას არ შეუძლია თავის მოჩვენება , ის თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. მამამისი ამჟამად ჩემთანაა და ჩვენ ერთად დავუჭერთ მხარს შაინის. ჩემი მეუღლე ოქროს გულის ადამიანია და ის ჩვენთვის ძვირფასია.
მსახიობის მეუღლემ განაცხადა რომ სურს გადასცეს მეუღლეს რომ უყვარს და რაც არ უნდა მოხდეს დადგება მის გვერდით.
მსახიობის პრესმდივანიც დარწმუნებულია რომ იგი უდანაშაულოა.
-ნუ ვუწოდებთ მას დამნაშავეს მანამ, სანამ არ დაამტკიცებენ რომ ის დამნაშავეა. უნდა გავერკვეთ რა მოხდა. მე ოთხი წელია ვიცნობ შაინის. ის ძალიან კარგი ადამიანია. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ დავეხმარო მას.
სამედიცინო გამოკვლევამ დაამტკიცა რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. შაინის მეზობელი ამბობს, რომ დაინახა როგორ დაუსხლტა შაინის ბინიდან მსახური გოგონა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ სტრესულ მდგომარეობაში იყო.
თითონ შაინი პოლიციელის თქმით პირველ დღეებში დარდობდა, არ ჭამდა და თითქმის არ ეძინა.
მსახიობის ტანსაცმლიდან აღებულმა დნმ-ის ანალიზმაც აჩვენა რომ მათ შორის ნამდვილად იყო ფიზიკური სიახლოვე. ამასთან გოგონას ასაკი 17 - სა და 18 წელს შორისაა, ეს კი კანონით ნიშნავს რომ გოგონა არასრულწლოვანია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს.
ამასთან გავრცელდა ჭორი თითქოს მსახიობი ადრეც იყო ბრალდებული გაუპატიურებაში და ეს იყო ფილმის, "Har pall" გადაღებისას. თუმცა რეჟისორმა ჯანუ ბარუამ უარყო ეს ჭორები.
-ეს უბრალოდ არაკეთილისმოსურნეთა მოგონილია, მაშინ როცა მას მძიმე დრო უდგას. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მე მასზე ბევრი ცუდი გამეგო სანამ მასთან ვიმუშავებდი და როცა მასთან კონტრაქტს ვაწერდი ხელს ცოტა ვნერვიუობდი. გადაღებებზე კი მე ვნახე უნაკლო პროფესიონალი. რეჟისორს არ უარყვია რომ გადაღებების დროს პერიოდულად მას პრობლემები ჰქონდა პრიტი ზინტასთან.
-მსახიობები თავისებურად ტემპერამენტიანი ხალხია, მათ ხშირად ეცვლებათ განწყობა, მე ამას მიჩვეული ვარ - ამბობს რეჟისორი.
საქმის პირველ მოსმენაზე მსახიობი სასამართლოს შენობაში შავი ცხვირსახოცით სახედაფარული შევიდა. მან განაცხადა რომ რომ ჰქონდა ურთიერთობა გოგონასთან ოღონდ მისი თანხმობით.
-ეს კარგად მოფიქრებული საქმეა, რომლის მიზანიც ჩემი რეპუტაციის შელახვა და ჩემგან დიდი ფულის მიღებაა. გაუპატიურებისა და მსხვერპლის ისტორია მეტად საეჭვოა რამდენადაც მის სხეულზე არ არსებობს არანაირი დაზიანება და ძალადობის კვალი - ეს სიტყვები მსახიობმა ჩაწერა თავის, გამოსასყიდის საფუძველზე გათავისუფლებისათვის შედგენილ თხოვნაში.
სასამართლომ მაშინ უარი უთხრა განთავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ ეს გაართულებს გამოძიების პროცესს რადგან შესაძლოა მან მოისყიდოს მოწმეები ან შეაშინოს მსხვერპლი. შაინის მოტივი, რომ ის მსახიობია და მისი დაპატიმრებით ზარალდება ის ფილმებიც, რომლებშიც ამჟამადაა დაკავებული უყურადღებოდ დარჩა.
მსხვერპლის მხარეს დადგა ქალთა ეროვნული კომიტეტიც.
კრიმინალური ქრონიკის რეპორტიორმა, ჟურნალისტმა ფლინ რემედიოსმა სერიოზული გამოძიების შემდეგ განაცხადა რომ აჰუჯა, მსხვერპლია და არა მოძალადე. მან "არენაზე გამოიყვანა" აქამდე უცნობი მესამე პირი ამ საქმეში, მოსამსახურე გოგონას მეგობარი ვაჟი, რომელიც გატაცებულია აზარტული თამაშებით, მოიხმარს ნარკოტიკებს და ზოგჯერ ქურდობს კიდეც. ფლინი ამტკიცებს რომ შაინი აფერისტების ჯგუფის მიერ კუთხეში მიყენებული მსხვერპლია. შესაძლოა მეგობარმა ვაჟმა გამოიყენა გოგონა რომ დიდი თანხა მიეღოთ მსახიობისგან.
-ეს უბრალოდ თეორიაა. მე არ მინდა გავლენა მოვახდინო საქმის მსვლელობაზე, ჩავერიო ან ხელი შევუშალო მას. მაგრამ როგორც ჟურნალისტმა მინდა წარვადგინო ფაქტები. შესაძლოა რომ გოგონამ თავად "აცდუნა" შაინი, შემდგომ კი სისუსტის მომენტში შესაძლოა მან მართლაც თავად გადადგა ნაბიჯი მასთან დასაახლოებლად.
მე არ ვამბობ რომ მათ შორის ურთიერთობა ნებით თუ მის გარეშე არ ყოფილა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პოლიციამაც და ჟურნალისტებმა მხედველობაში არ მიიღეს. ეს არის "მსხვერპლის" ნარკომანი და აზარტული მეგობრის არსებობა ამ საქმეში. არსებობს ანონიმური ჩვენებები რომ პოლიციაში მიყვანისას შაინი განუწყვეტლივ იმეორებდა რომ მას მოუწყვეს. შესაძლოა ჩვენებაც ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის და შიშის გამოც მისცა. ასეთი შემთხვევები ხომ ხშირია. მითუმეტეს პოლიციაში მიცემული ჩვენება არ ითვლება დამამტკიცებელ საბუთად სასამართლოში და ის შეუძლიათ უარყონ.
შაინიმ ციხეში გაიცნო ავტორიტეტი აბუ სალემი, რომელსაც ნანახი ჰქონდა მისი ფილმი, "განგსტერი სიყვარულის ისტორია". მან თავისი "მფარველობის ქვეშ აიყვანა მსახიობი.
თავის მხრივ ბოლივუდმაც გამოხატა მხარდაჭერა მსახიობის მიმართ. რეჟისორებმა, მსახიობებმა და პროდიუსერებმა, მათ შორის შაინის მეგობარმა, რეჟისორმა ანურაგ ბასუმ ეჭვი გამოთქვეს ამ ბრალდების სიმართლეში.
იმ პერიოდში როცა სასამართლო სხდომები გადაიდო ჟურნალისტ ფლინ რემედიოსს სატელეფონო ზარებით დაემუქრნენ და დაპირდნენ რომ გადაუმტვრევდნენ ძვლებს თუ არ შეწყვეტდა შაინის მხარდაჭერას. იყო სიკვდილით მუქარაც. გარდა ამისა ხსენებული მსხვერპლის მეგობარი საერთოდ გაქრა მუმბაიდან, ხოლო ტელეფონი გამორთული აქვს.
ახლახან გახდა ცნობილი რომ მსახიობი გაათავისუფლეს გამოსასყიდის, 50 000 რუპიას საფუძველზე. თუმცა ის ვერ იცხოვრებს მუმბაიში და ხშირად უნდა "დაფიქსირდეს" მახლობელ პოლიციის განყოფილებაში. მუმბაიში კი მხოლოდ სასამართლოს მოწვევების შემთხვევაში უნდა ჩავიდეს.
ძიებაში გამოჩნდა ისიც რომ იმ დღეს "მსხვერპლმა" ათჯერ დარეკა მსახიობის მობილურზე.
ვნახოთ რა მოხდება შემდგომ. შეძლებს თუ არა მსახიობი დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. წინაღმდეგ შემთხვევაში მას როგორც მინიმუმი 7 წლით პატიმრობა ემუქრება.

четверг, 25 февраля 2010 г.

გადავავლოთ თვალი საბჭოთა - ინდურ ფილმებს

ალიბაბასა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი







თქმულება სიყვარულზე





ჯუნგლების კანონით





შავი უფლისწული აჯუბა





ზინათ ამანი: არ მსურს "უმწეო დედების" როლები ვითამაშო!






ზინათ ამანთან შეხვედრა წარსულის ულამაზეს მოგონებებთან შეხვედრას გავს. 70 -ან და 80 -იანი წლების ინდური კინოს ისტორიაში ზინათ ამანმა ეკრანზე სექსუალური რევოლუცია მოახდინა. რაჯ კაპურის ფილმი "სიყვარული, ჭეშმარიტება და მშვენიერება" საგრძნობლად უსწრებდა დროს სითამამით და მსახიობმაც თავისი სექსუალურობის წარმოჩენა ამ ფილმში თამამად მოახდინა. ამ ფილმში გამხორციელდა პირველი ეკრანული კოცნა ინდურ კინემატოგრაფში. ამ ფილმში მსახიობს საშუალება მიეცა მომნუსხველი გარდასახვით წარმოეჩინა თავისი ნიჭიერება, თუმცა გულდასაწყვეტია რომ მისი არტისტული მონაცემები შთაინთქა მისი ღვთაებრივი სილამაზის მიერ.
წლების შემდეგ მსახიობი სინანულით ამბობს:
-გულწრფელად რომ ვთქვა ვერ ვხვდებოდი რომ კადრში ამხელა მასშტაბით მოექცეოდა ჩემი ფიზიკური მონაცემები, თუმცა იმდენად დიდი იყო რაჯთან მუშაობის სურვილი რომ თანახმა ვიქნებოდი ყველაფერზე თვალები დამეხუჭა.
მთელი თავისი 17 წლიანი კარიერის მანძილზე ზინათ ამანმა მძიმე ტვირთად ატარა თავისი იმიჯი. ცოტამ თუ აღიარა იგი როგორც ნიჭიერი მსახიობი. პირველი რაც მისი იმიჯის წინა პლანზე მოდის მისი სექსუალურობაა და სწორედ ეს იყო მის კართან პროდიუსერების რიგის დადგომის მიზეზი.
-ძალიან სამწუხაროა თუ მხოლოდ სექსუალურობის გამო მაფასებდნენ და მიღებდნენ ფილმებში. ვერასოდეს შევურიგდები ასეთ იმიჯს.
15 წლიანი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში და კერძოდ თეატრში დაბრუნება ემსახურება სწორედ ამ მიზანს, ხაზი გაუსვას მის სამსახიობო მონაცემებს.
ზინათ ამანის ხელახლა გამოჩენა არის მესიჯი ფილმების შემქმნელებისათვის. გარდა კინოსა ამჟამად იგი დაკავებულია ერთ-ერთი თეატრის სპექტაკლში.
ამანი, რომლის სახელიც ურდუს ენაზე მშვენიერებას ნიშნავს, ინარჩუნებს მომხიბვლელობას მიუხედავად ამდენი წლის ჩრდილში ყოფნისა და ორი შვილის უმამოდ აღზრდისა. გამვლელები მას კვლავინდებურად აყოლებენ თვალს. იგივე ხმა, იგივე მიმზიდველობა, იგივე ქალურობა. ერთადერთი რაც ასხვავებს წარსულისგან ეს ის ტკივილია, რისი გამოვლაც მას ცხოვრების მანძილზე მოუხდა, მისი ორი უიღბლო ქორწინების გამო.
პირველ მათგანს, ქორწინებას სანჯაი ქჰანთან ზინათ ამანი ცხოვრების უდიდეს შეცდომად მიიჩნევს.
-ჩვენ ერთმანეთი ჯაისალმერში შეგვიყვარდა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, რამოდენიმეკვირიანი სიგიჟე. ცოლიან მამაკაცზე გათხოვება კარგად არასოდეს მთავრდება. მე ძალიან ახალგაზრდა და მიამიტი ვიყავი იმისათვის რომ მცოდნოდა როგორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ჩემთვის სწორი - ტკივილით იხსენებს მსახიობი.
ასევე მეორე, შედარებით ნაკლებად ცნობილ მსახიობთან, მაზჰარ ქჰანთან ქორწინება არანაკლებ უიღბლო იყო, თუმცა ბევრად ხანგრძლივი. მაზჰართან ცხოვრებისას ყველაფერი უკან წავიდა. არ მინდა მისი უარყოფითად მოხსენიება რადგან იგი აღარ არის და ვერ იმართლებს თავს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მე ამას გავუძელი მანამ ვიდრე შემეძლო. როცა ვიგრძენი რომ უკვე ზღვარზე ვარ, მე ამას წერტილი დავუსვი.
დაიწყო უსასრულო სასამართლო პროცესები მეუღლის ნათესავებთან. იგი ჩაითრიეს შვილებზე მეურვეობის მოპოვებისათვის დაუნდობელ ბრძოლაში. მსახიობი იძულებული გახდა სახალხოდ განეცხადებინა პრესკონფერენციაზე რომ, მას შვილები აუმხედრეს და მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. ამ პრობლემის სახალხოდ განცხადების შემდეგ მუქარები შეწყდა.
თუმცა ამ ყოველივემ ზინათი ძალიან დათრგუნა. ფინანსები მეუღლის მკურნალობაზე დაიხარჯა. აბსოლუტური განადგურებისაგან იგი მუმბაის უძრავ ქონებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა იხსნა.
ორმა არაჯანსაღმა ქორწინებამ მსახიობს ოჯახის კონცეფციისადმი რწმენა დაუკარგა.
-მე აღარასოდეს გავთხოვდები, - განაცხადა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში მსახიობმა, - ოჯახის შექმნის ერთადერთი გამართლება ეს შვილების ყოლაა და მე ისინი უკვე მყავს.
კინოვარსკვლავის ინდუსი დედა და მუსულმანი მამა ადრე დაშორდნენ ერთმანეთს და მას დედა ზრდიდა. მუსულმან მამაკაცებთან მისი ორი ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
-ქორწინებაში მე ძალიან ბევრს გავცემდი, რადგან არ მქონდა ბარომეტრი, რომ შედარების საშუალება მქონოდა - ამბობს მსახიობი.
კითხვაზე, უყურებს თუ არა ინდურ ფილმებს, მსახიობმა განაცხადა რომ არ უყვარს ინდური ფილმების ყურება.
70, 80 - ანი წლების ყველაზე წამყვანი მსახიობი თვლის რომ ეს (80 - ანი წლების ფილმები), დროის დაკარგვა იყო. არ ვუყურებ ინდურ ფილმებს გარდა იმ შემთხვევებისა როცა ჩემი შვილები მაიძულებენ. სამი საათი დიდი დროა იმისათვის, რომ დავუთმო ფილმის ყურებას.
კითხვაზე, როგორმა უნდა თავი დაამახსოვროს მაყურებელს, ის დაფიქრების შემდეგ პასუხობს:
-როგორც ძალიან მგრძნობიარე, მობილიზებული ადამიანი, რომელმაც ყველაფერში რასაც აკეთებდა 100 % ჩადო.
აპირებს თუ არა ინტენსიურად კინოში მუშაობას?
ამბობს, რომ მოუთმენლად ელის შეასრულოს რაიმე არაჩვეულებრივი, ასაკის შესაბამისი როლი, თუმცა არ არის თანახმა ითამაშოს "უმწეო დედის" როლები.
-მე ვიმუშავებ ნებისმიერ კარგ რეჟისორთან, რომელიც შემომთავაზებს ასაკის შესაბამის როლს. ჩემი აზრით ჩემი ასაკის ქალებს გარდა "უმწეო დედების" როლებისა უამრავი სხვა რაკურსით შეიძლება შეხედო. მსურს ვითამაშო განსხვავებულ როლებში. ყველას უნდა რაღაც განსხვავებული აკეთოს. თუ ადამიანის გარეგნობაში არის "გლამური", ეს არ ნიშნავს რომ ის არ აზროვნებს და ან თავისი შესაძლებლობების შეფასება არ შეუძლია. მთელი ეს წლები დაკავებული ვიყავი ჩემი შვილებით. რადგან მათ ადრე დაკარგეს მამა, ჩემი პრიორიტეტი გახდა ჩემი შვილები და ოჯახი. მე მათთვის დედაც უნდა ვყოფილიყავი და მამაც. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ ახლა ისინი გაიზარდნენ. კითხვაზე მისი შვილების სამომავლო კარიერა უკავშირდება თუ არა კინოს, მან უპასუხა:
- "არასოდეს თქვა არასოდეს". არვიცი. მათ შეუძლიათ მოხვდნენ კინოში. უფროსმა ახლახან მიიღო ბაკალავრი რეჟისურის განხრით.
კითხვაზე აპირებს თუ არა თავისი დედის დაკავებას თავის ფილმში, მსახიობი სიცილით პასუხობს:
-ჩემს დაკავებას სახლშიც კარგად ახერხებენ, დედა ეს, დედა ის!
მსახიობი რომელსაც დღესაც, 59 წლის ასაკშიც კი შეუძლია მისცეს ახალგაზრდა თაობას მაგალითი თავისი სტილითა და გაწონასწორებულობით ამჟამად დაკავებულია რამდენიმე ფილმში. მათ შორის სანჯაი შარმას ფილმში: "Dunno Y...Jaane Kyun", თუმცა ფილმის შესახებ არაფერს ამბობს. როცა ფილმი აბსოლიტურად მზად იქნება მაშინ ვისაუბროთ მათზე.
კინოვარსკვლავი პერიოდულად იღებს მიწვევებს მოდის ჩვენებებში მონაწილეობაზე და გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით ახერხებს თუ არა.
-თუკი დრო მაქვს მივდივარ მოდის ჩვენებებზე კალჯუტაში, მუმბაიში, ვიყავი მიწვეული ჩენაიში, მაგრამ ვერ წავედი.
მსახიობისათვის პოდიუმი უცხო არ არის ამიტომ როგორც თავად ამბობს:
-როდესაც რაღაც გაქვს გაკეთებული ადრე, არ არის ძნელი მისი განმეორება. გამოვიყურებოდი არაკომფორტულად? სულაც არა! - პასუხობს თავისსავე კითხვას.
მართლაც ყოფილი "მის ინდოეთი" და შემდგომ "მის აზია" დღესაც კომფორტულად და ელეგანტურად გამოიყურებოდა თავისი საყვარელი დიზაინერის საპნა ჩოპრას მიერ შემოთავაზებულ წითელსა და შავ ფერში გადაწყვეტილ "კაფტანში".

среда, 24 февраля 2010 г.

საიფ-ალი ქჰანი მზადაა "აგენტი ვინოდი" - ს გადაღებებისათვის

ეს იქნება მისი მეორე საპროდიუსერო ნამუშევარი. საიფ-ალი ქჰანს როგორც დებიუტანტ პროდიუსერს პირველმა ნამუშევარმა "სიყვარული დღეს და გუშინ" დიდი წარმატება მოუტანა და დადებითი ენერგიითა და იმედით აავსო. ახლა საიფი ახალი შემართებით იწყებს მეორე პროექტის განხორციელებას, რომელიც წარმოადგენს თრილერს ჯაშუშზე. ფილმის რეჟისორი იქნება შრირამ რაგჰავანი.
-ჩვენ უკანასკნელი შესწორებები შეგვაქვს სცენარში და მარტის ბოლოსათვის დაიწყება გადაღებები - ამბობს საიფი.
მომავალში საიფ-ალი ქჰანი გეგმავს "რბოლა 2" - ის გადაღებას. ამასთან სურვილი აქვს იმუშაოს რაიმე რომანტიკულ კომედიაზე. იგი მხოლოდ შესაფერისი სცენარის გამოჩენას ელოდება.
თავისი სამსახიობო კარიერის მანძილზე მან საკმაო რაოდენობის ჰიტში მიიღო მონაწილეობა. თავად ამბობს რომ ფილმმა "მე და შენ", გადამწყვეტი როლი შეასრულა მის შემოქმედებაში. წარმატებული იყო ასევე "დადგება კი ხვალინდელი დღე?", სადაც საიფს თითქმის მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. მისი კარიერული აღმასვლა დაჩქარდა ფილმში "სალამი გამარჯობა".
მსახიობის აზრით დიდებული გამოვიდა და ხარისხი აჩვენა ასევე ფილმმა - "ომკარა".
მსახიობი თვლის რომ მისი კარიერა ისეთია როგორზეც ოცნებობდა.

ზინატ ამანი, შაბანა აზმი და სიმი გარევალი - პიკანტური თემების შესახებ

1983 წლის ინტერვიუ
ბოლივუდის სამი ყველაზე გაბედული, ნათელი და გულახდილი ვარსკვლავი ისაუბრებს მაშინდელი საზოგადოებისათვის ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა ნარკოტიკები, ღალატი, სექსი და სხვა.
ღალატი
შაბანა აზმი:
-ადამიანმა რომელიც თავად არასოდეს შეჯახებია ამ თემას არ შეიძლება განსაჯოს ეს საკითხი. რატომ უყვარდებათ ადამიანებს და შემდეგ კი არღვევენ ამ ჩარჩოებს, ყველაზე კარგად ამ შეკითხვას უპასუხებს "ის სამი" ადამიანი ვინც ასე მოიქცა. პირადად მე ვთვლი რომ სიყვარულში არის კანონები. არ აქვს არავის უფლება თქვას რომ ეს არ არის სწორი და ასე არ შეიძლება. შეიძლება შეეცადო არ დაუშვა რაღაცეები, მაგრამ არ უნდა განსაჯო პოზიციიდან: ეს სწორია, ეს არასწორია! სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა რომ შენ აღარა ხარ თავის მფლობელი, შენ მასში იძირები.
როცა ვსაუბრობთ ცოლ-ქმრულ ერთგულებაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვისი თვალსაზრისით შეხედავ ამას. თუ ცოლის მხრიდან რათქმაუნდა არასასიამოვნოა რომ ვიღაც ქალი იყო შენს მეუღლესთან. თუ იმ ქალის თვალსაზრისით, მაშინ რამდენად არასასიამოვნოა რომ მამაკაცი რომელიც უყვარს დაქორწინებულია. არსებობს კი რაიმე გარანტიები პირადულ ურთიერთობებში? რა აზრი აქვს იდარდო რომ შენი რჩეული ცოლიანია, თუ მისი საქორწინო კავშირი ვერ უზრუნველყოფს მის მეუღლეს გარანტიებით? რა არის მაშინ ქორწინება?
ერთ-ერთ ფილმში მე ვთამაშობ ქალს, რომელმაც ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს იმიტომ რომ სხვა ქალს უნდა მის ქმარზე დაქორწინება.
გასაოცრად ჟღერს ჩემი გმირის იმ მომენტში ნათქვამი სიტყვები:
-საბრალო კავიტა (ასე ჰქვია იმ ქალს), მას ერთი სული აქვს დაგიკავშირდეს საქორწინო კავშირით, რომელიც ირღვევა ერთი კალმის მოსმით. ამ ფრაზამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდულება მოახდინა.
სიმი გარევალი
-მე მქონდა შემთხვევა როცა გატაცებული ვიყავი ცოლიანი მამაკაცებით და ცოლიანი მამაკაცებიც იყვნენ გატაცებული ჩემით. მაგრამ არის ჩემში რაღაც დამცველი მექანიზმი რომელიც მიცავს ასეთი ისტორიებისაგან. რადგან მე ვიცი რომ ასეთი ურთიერთობები განწირულია. არანაირი ბედნიერება მათ არ მოაქვთ. იმისათვის რომ მამაკაცთან საწოლი გავიყო, ის უნდა მიყვარდეს. ეს კი ნიშნავს დავინტერესდე ყველაფრით რითაც ის ცხოვრობს. ასე რომ ჩემს ცხოვრებაში ცოლ-ქმრულ ღალატში მონაწილეობა მხოლოდ სიამოვნებისათვის ან უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნებისათვის ნამდვილად არ ღირს.
ზინათ ამანი
-ინდოეთში ცოლქმრული ღალატი საერთო გასაჭირია. ამას უამრავი მიზეზი აქვს. მე პირადად ასეთი სახის ურთიერთობებს ვთვლი დაუშვებლად. ამის დაჟინება ამბობენ რომ არ შეიძლება. ეს შეიძლება აღმოჩნდეს შენზე ძლიერი. თუ ასე ვმსჯელობთ, ასეთ შეთხვევაში ის შესაძლოა იმ მამაკაცებზე ძლიერიც აღმოჩნდა ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ და იმ ქალებზეც ვისთანაც მათ აქვთ ურთიერთობა. ეს ყველაფერი არაეთიკურია.
სექსი
შაბანა აზმი:
ქვეყანაში სადაც ქალიშვილები ასე ვთქვათ გაჰყავთ საქორწინო ბაზარზე და ქალიშვილობა არის მთავარი მოთხოვნა, სექსი, რათქმაუნდა განწირულია იყოს ტაბუდადებული თემა. მამაკაცებს აქვს უფლება ჰქონდეთ ქორწინებამდე კავშირები მაგრამ ღმერთმა დაიფაროს შეეჩეხონ ქალიშვილს, რომელმაც დაკარგა ქალიშვილობა ქორწინებამდე, მნიშვნელობა არა აქვს როგორ და რა ვითარებაში. სამწუხაროა რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები მიმართავენ თვითმკვლელობას ან პროსტიტუციას იმიტომ რომ ვერ პოულობენ ადგილს საზოგადოებაში. ჩემი აზრით დროა გადაიხედოს ეს შეხედულებები. მე არ ვთვლი რომ სექსი ეს სვეტური საუბრების საგანია, ისევე როგორც არ ვთვლი რომ ის მხოლოდ ბინძური ანეგდოტების თემაა. ეს კონკრეტული ქალისა და მამაკაცის ძალიან პირადული თემაა. სექსი და აღვირახსნილობა ერთიდაიგივე არ არის. აღვირახსნილობა ეს არის ღირსებათა და ფასეულობების დაკარგვა. ეს კი აუცილებლად დატოვებს ამ ადამიანში ღრმა ფსიქიკურ და ემოციურ შრამს. ერთისათვის სექსი ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნა, როგორც შიმშილი და წყურვილი, მეორესათვის შედეგი აღმოცენებული გრძნობების, ამიტომ ორივე თვალსაზრისს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება.
სიმი გარევალი:
მე ასე ვიტყვი, ისაუბრო ამ თემაზე ნიშნავს შეიჭრა პირად ცხოვრებაში. ადამიანებს ბევრი აქვთ ინტიმური თემები, რომლებზეც არ საუბრობენ სხვათა გასაგონად. მე აბსოლიტურად ვეთანხმები იმ ადამიანების თვალსაზრისს, ვინც თვლის ინდოეთს ორმაგი სტანდარტების ქვეყნად. ამჟამად ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვართ, გარიგებით ქორწინებიდან ნელ-ნელა გადავდივართ სიყვარულით ქორწინებაზე. გარიგებით ქორწინებისას ქალიშვილისაგან მოითხოვენ არათუ იყოს უმწიკვლო, არამედ საერთოდ არ იცნობდეს გარე სამყაროს. შესაძლოა შემდეგი თაობა თავისუფალი იყოს ამ ცრურწმენებისაგან.
სექსი ეს არის ძალიან ინტიმური განცდა, რომელიც წარმოიშვება ორი ადამიანის ემოციური კავშირით. ჩემი აზრი ამ საკითხზე ასეთია, რომ ჯერ უნდა წარმოიშვას გრძნობა რომ შემდეგ სექსი იქცეს ამ გრძნობის და ურთიერთობის გამოხატულებად და განხორციელებად.
ზინათ ამანი:
-ქვეყანაში, რომლის მოსახლეობამაც მიაღწია 900 მლნ ადამიანს უცნაურია რომ სექსი ტაბუდადებული თემაა. უცნაურია რადგან ინდოეთი ინახავს ამდენ მშვენიერ ნიმუშს სკულპტურული, ფერწერული თუ ლიტერატურული ნამუშევრისა, რომლებიც შეიქმნა ათასობით წლის წინ და რომლებშიც გადმოცემულია სექსის სილამაზე და ის მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც მას უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. მაგ: ხაჯურაოს ტაძარი, რომელიც თარიღდება მე-10, მე-11 საუკუნეებით ჩვენს ერამდე, კამასუტრა რომლის წყაროებიც კიდევ უფრო ძველია. შესაძლოა ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის მას ცხოველური ინსტიქტების დაკმაყოფილებად, მაგრამ ჩემი აზრით სექსი განუყოფელია გრძნობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ნაწილს. ის მშვენიერია და სუფთაა ადამიანური ურთიერთობების ჩარჩოში.
პაემანი ერთი ღამით
შაბანა აზმი:
-თუ მამაკაცისათვის ნორმალურია, ჰქონდეს წამიერი ურთიერთობა და დაივიწყოს მაშინვე, ქალისთვისაც უნდა იყოს ეს ნორმალური. თუ მამაკაცისათვისაა მიღებული უყურებდეს სექსს, როგორც ბიოლოგიურ მოთხოვნას მაშინ ეს ქალისთვისაც უნდა იყოს მიღებული.
თუმცა ერთჯერადი პაემანი ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია. ეს არის რაღაც... ცხოველური.
სიმი გარევალი:
-ჩემი აზრით ეს უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი რომელიც მიდის ერთი ღამის პაემანზე უნდა იყოს უკიდურეს მდგომარეობაში. როგორ, გაატარო ღამე უცნობთან? საერთოდ როგორ უნდა მიუახლოვდე მას? ეს ალბათ საერთოდ არ უნდა იყო გონზე და ვერ გრძნობდე ვერაფერს რომ ასე დახვიდე შენი ცხოველური ინსტიქტების დონეზე. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ორივე გრძნობს სიყალბეს. რა რჩებათ აქედან არ მესმის. ღმერთო ჩემო მე 6 თვე მაინც მჭირდება რომ ელემენტარულად მოვეშვა ამა თუ იმ ადამიანის თანდასწრებით. ასეთი საკითხისათვის კი პირველივე ნახვისთანავე მზად იყო? არ მესმის.
ზინათ ამანი:
-გეთანხმები, სასაცილოა. როცა იცი რომ არაფერი აქედან არ გამოვა, რად გინდა ასეთ მამაკაცთან ერთჯერადი პაემანი?
პორნოფილმები
შაბანა აზმი:
- მე ისინი არასოდეს მინახავს იმიტომ რომ შესაძლებლობა არ მქონია. უბრალოდ საინტერესოა ცნობისმოყვარეობის დონეზე. მაგრამ წარმოუდგენელია რომ მან ჩემზე რაიმე სახის შთაბეჭდილება მოახდინოს მხატვრული თვალსაზრისით. მე შევეცადე წამეკითხა პორნოლიტერატურა. ის არ გიტოვებს არანაირი წარმოსახვის შანსს, ამიტომაც არანაირად არ ზემოქმედებს მკითხველზე.
სიმი გარევალი:
-მე მარტომ ვნახე ადრე და საშინელება იყო. ლონდონში კი ვნახე ეროტიკული ფილმი და სანახაობა გაცილებით ლამაზი იყო. არ მესმის როგორ უყურებენ ასეთ ფილმებს. მე ერთხელ "ვნახე" და ჩემი ცნობისმოყვარეობა სამუდამოდ დაკმაყოფილდა. ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს ადამიანებს, ის ხელმძღვანელობს ჩვენს სწრაფვას შევიცნოთ სამყარო. ვნახე, არ მომეწონა და ყოველშემთხვევაში უკვე ვიცი რომ არ მომწონს.
ზინათ ამანი:
-მე ვთვლი რომ თუ ვინმეს მოსწონს ამის ნახვა ეს მათი საქმეა. მე მაგალითად დასანახად არ მინდა. თუ არ ვცდები ამას უყურებენ რათა აღეძრათ სურვილები. მე კი ერთხელ ვნახე და დიდხანს ფიქრიც კი აღარ მინდოდა სექსზე.
ნარკოტიკები
შაბანა აზმი:
-ერთხელ გავსინჯე "მცენარე" და უნდა გითხრათ რომ მშვენივრად გავატარე დრო. შთაბეჭდილებები იყო არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ამ დროს შენი ყველა გრძნობა გამახვილებულია. ნარკოტიკი კი ეს სრულიად სხვა თემაა. ალკოჰოლური თრობისგან ის განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. ჩემი კარიერის დასაწყისში მე ვურთიერთობდი ახალგაზრდებთან რომლებიც დილიდან საღამომდე იყვნენ ნარკოტიკზე. მიკვირს რომ მეც არ მოვსინჯე. დანახვაც კი მაშინებდა. თუმცა ვერავის ვუსაყვედურებ იმას თუ რატომ არის ნარკომანი, ასეთებს სჯობს დავეხმაროთ.
სიმი გარევალი:
- პირველ რიგში რომ იცოდეთ ვერ ვიტან ალკოჰოლს და უფრო მეტად ალკოჰოლიკებს. ჩემი გაგებით კი ნარკომანი კიდევ უფრო დაბალ საფეხურზეა ვიდრე ალკოჰოლიკი. ეს არის პიროვნული სისუსტის ნიშანი და მე არა მაქვს საქმე ასეთ ადამიანებთან. ერთხელ ძალიან ახლო წრეში ვიჯექით. ერთმა მოსწია და შემომთავაზა გამესინჯა. დამაინტერესა თუმცა შემდეგ ისეთი საშინელება იყო, თვალს ვერ ვახელდი. როგორ შეიძლება ეწეოდე როცა ქუთუთოებიც კი მძიმდება. მე ეს სასტიკად არ მომეწონა. მე მეზიზღება როცა ვუყურებ ადამიანს რომელსაც არ შეუძლია თავის ხელში აყვანა.
ზინათ ამანი:
-წესიერ ადამიანთა შორის ნარკომანები ითვლებიან განდევნილებად. ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს. აყენებენ ზიანს თავის თავს, ოჯახს და საერთოდ საზოგადოებას. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდით ადამიანი მიჰყავს პირადულ ცვლილებებთან და შესაძლოა სასიკვდილო შედეგამდეც მიიყვანოს. ყველაფერი იმით იწყება რომ ადამიანს სურს წარმატებულ და სასურველ მდგომარეობას, ეიფორიას მიაღწიოს ხელოვნური გზით და თანდათან მისი ცხოვრება მიდის უკან. ზოგჯერ საერთოდ დანაშაულებრივ გზას ადგება რომ შეინარჩუნოს თავისი დამოკიდებულება ნარკოტიკზე და საერთოდ საშიში ხდება საზოგადოებისთვის. ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი რასაც ადამიანი ვერ გადალახავს, საჭიროა მხოლოდ მხარდაჭერა.
კარიერა საწოლის ხარჯზე
შაბანა აზმი:
-ამას ყოველთვის აბრალებენ კინოს ხალხს, თუმცა ყველგან ასე ხდება. რა არა ვარ მართალი?
რათქმაუნდა ამას არა აქვს გამართლება. მე ვთვლი რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს შიში იმისა რომ ესა თუ ის პროდიუსერი დღეს იქნება თუ მორიგ შემთხვევაში ამას შემოგვთავაზებს. ასეთი არასასიამოვნო სიტუაციები უნდა გადაწყდეს ღირსეულად. უნდა შეგეძლოს თქვა:
-მე მზად ვარ უარი ვთქვა ამ როლზე, მაგრამ თქვენს თამაშს არ ვითამაშებ. არა მგონია პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ ისევ და ისევ განმეორდეს. უნდა აღვნიშნო რომ 8 წლის მანძილზე რაც აქ ვარ, არასოდეს აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. ალბათ იმიტომაც რომ მამაჩემი საპატიო წევრად ითვლება კინოსამყაროში. თუმცა პირად დამსახურებასაც ვხედავ ამაში.
სიმი გარევალი:
- არ შეიძლება უარყოფა ასეთი შემთხვევების ნებისმიერ პროფესიაში სადაც არის ფული და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. მაგრამ ჩვენს საქმეში მინდა რომ ასეთი ადამიანები ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის და ამაში პრესა უნდა დაგვეხმაროს. თუ ამაზე ქალი მიდის შეგნებულდ და ის მზადაა გადაიხადოს ასეთი საფასური, მაშინ ეს მისი ნებაა. შემიძლია გითხრათ აბსოლიტური პირდაპირობით რომ ჩვენს პროფესიულ ფენაში არავის "შევუწუხებივარ" თუ მე ეს არ მინდოდა. ასე რომ ეს დამოკიდებულიცაა იმაზე, როგორი ადამიანი ხარ თავად. თუ შენ მზადა ხარ გადაიხადო ასეთი საფასური წარმატებისათვის მაშინ რათქმაუნდა ადამიანები ისარგებლებენ ამით. მე მაგალითად ჩამოვართმევდი მუშაობის უფლებას პროდიუსერს თუ მეცოდინებოდა რომ როლზე მხოლოდ იმიტომ ავყავარ რომ ჩემთან რაიმე ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას:
- ამაზე საუბარიც არ შეიძლება!
ადამიანი უნდა ცხოვრობდეს საკუთარი სინდისის სამყაროში. მე ბევრი რამ მინახავს და ჩემი რჩევაა გოგონებისადმი ასეთ სიტუაციაში, - უარი თქვან როლზე. თუ შენ გიწერია გახდე მსახიობი ან ვარსკვლავი, შენ გახდები. არა იმიტომ რომ შენ გამოიჩინე "კეთილგანწყობა" ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პიროვნების მიმართ.
გადასაღებ მოედანზე მე ვხედავ ახალი თაობის "ბარტყები" როგორ ირევიან ირგვლივ, რეჟისორი კი აცდევინებს მათ მანამ სანამ არ ამოეწურებათ მოთმინება. გგონიათ ვერ ვხვდები რა დგას ამის უკან? მოდის პრემიერის დღე და მე ვხედავ ერთ-ერთ მათგანს ფილმში. მე უკვე ვიცი საიდან გაჩნდა ის შფილმში და რა საფასური გადაიხადა მან ამისათვის. ჩემს თვალში ის კარგავს პატივისცემას და ასევე სხვათა თვალშიც. როგორ გგონიათ თავად არ დაკარგავს საკუთარი თავისადმი პატივისცემას? არ ღირს ეს ყველაფერი ამად.
ზინათ ამანი:
-ძნელი სათქმელია ამ შემთხვევაში ვინ ვის იყენებს. პროდიუსერი, რომელიც სარგებლობს სიტუაციით თუ ის გოგონა, რომელსაც ისე ძალიან უნდა როლი რომ აცდუნებს პროდიუსერს. ნებისმიერმა კარგმა მსახიობმა, რომელიც ღირსეულია თავისი წოდების უნდა იმუშაოს კამერის წინ და არა მის მეორე მხარეს.

სიმი გარევალი

აბანა აზმი

ზინათ ამანი

понедельник, 22 февраля 2010 г.

გადაცემები

გადაცემა "Living With A Superstar: Shah Rukh Khan"




გადაცემა "ბოლივუდის სამყარო"







გადაცემა "მანიშ მალჰოტრას შოუ"








გადაცემა "Bollywood Business"







გადაცემა "კუმირების ბიოგრაფია"
მანდაკინის შესახებ





გადაცემა შაჰრუჰ ქჰანის შესახებ

სანახავად შედით მისამრთზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=909178

გადაცემა - "შაჰრუჰ ქჰანის შინაგანი სამყარო"

სანახავად შედით მისამართზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=899983

გადაცემა მითჰუნ ჩაკრაბორტის შესახებ


საინტერესო გადაცემა ბოლივუდის მსახიობების, ამიტაბჰ ბაჩანის, ჰემა მალინის, მითჰუნ ჩარაბორტის და სხვათა შესახებ
საყურებლად შედით მისამართზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=812727

გადაცემათა ციკლი - "ყავა კარანთან ერთად"

სტუმრად ამიტაბჰ და აბიშეკ ბაჩანები
სანახავად შედით ლინკზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=820057

სტუმრად აბიშეკ ბაჩანი და პრიტი ზინტა
სანახავად შედით ლინკზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=820132

სტუმრად შაჰრუჰ ქჰანი და დიპიკა პადუკონი
სანახავად შედით ლინკზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=821624


გადაცემათა ციკლი - "შოუ სიმი გარევალთან ერთად"

ზინათ ამანი

უყურეთ



პრიტი ზინტა

უყურეთ



რანი მუქერჯი

უყურეთ



ბიპაშა ბასუ

უყურეთ


ინტერვიუ ბ-ნ დათო ბეჟიტაშვილთან



გადაცემა - "ერთხელ ბოლივუდში"
დარწმუნებული ვარ ყველა ინდური კინოს მოყვარულს ნანახი აქვს ბექა ელბაქიძის გადაცემა - "ჟურნალისტის დღიური", რომლის პირველი ნაწილი ინდოეთში, კერძოდ მუმბაიში მოგზაურობას ხოლო მეორე ნაწილი "ბოლივუდს" მიეძღვნა.
გთავაზობთ ამ გადაცემის მეორე ნაწილის, რადგან დარწმუნებული ვარ ნებისმიერი თქვენთაგანი სიამოვნებით ნახავს განმეორებით ამ გადაცემის ჩანაწერს.


ერთხელ ბოლივუდში 1



ერთხელ ბოლივუდში 2


ერთხელ ბოლივუდში 3



ერთხელ ბოლივუდში 4



ერთხელ ბოლივუდში 5

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails