მაღაზია პლანეტა ბოლივუდისაგან!
შეკვეთები მიიღება 22 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, ფილმის შინ მიტანაზე. ტ: 309 022
ქართულ ტელესივრცეში რამდენიმეჯერ გავიდა სიუჟეტი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, სადაც მკვეთრად გამოიკვეთა ბოლივუდელი სტუმრების კარან ჯოჰარის, კაჯოლისა და შაჰრუჰ ქჰანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და ემოციური დახვედრა. როგორც ქართველი ჟურნალისტებისაგან შევიტყვეთ შემოქმედებით ჯგუფს გაუკვირდა როცა გაიგეს რომ საქართველოში ინდურ კინოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. კაჯოლმა განაცხადა რომ მადლობას უხდის ყველას სიყვარულისთვის და შეეცდება აუცილებლად ჩამოვიდეს!
მათ მიერ ბერლინის კინოფესტივალზე ჩატანილი ფილმი "ჩემი სახელია ქჰანი", 2010 წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. ფილმში რომლის გზავნილი არის ის, რომ ყველა მუსულმანი ტერორისტი არ არის, მთავარ როლებს ბოლივუდის ყველაზე პოპულარული წყვილი შაჰრუჰ ქჰანი და კაჯოლი თამაშობენ.
ფილმის შემქმნელებს უდიდესი შრომა აქვთ ჩადებული ფილმში, თუმცა ფილმის წარმატების ძირითადი მიზეზი მაინც მსახიობების დიდებული თამაშია.
შაჰრუჰისა და კაჯოლის დუეტი კვლავ გამართლებული გამოდგა. მათი თამაში გულწრფელი და თავდაჯერებულია.
-კაჯოლის თვალები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები. დააკვირდით როგორ ირეკლება მის გამოხედვაში ემოციების ცვლილება - წერდნენ კრიტიკოსები.
აუტიზმის მსუბუქი ფორმით დაავადებული რიზვან ქჰანის მშვიდ ცხოვრებას 11 სექტემბრის ტერაქტმა ბოლო მოუღო. მისი ოჯახი ტერაქტის შემდგომი პერიოდის აუტანელი გავლენის ქვეშ მოექცევა, მისი მეუღლის შვილი რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს აგრესიას, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპება. შეძრწუნებული მეუღლე (მანდირა - კაჯოლი) მომხდარში რიზვანს ადანაშაულებს და უცხადებს რომ მისი შვილი იმიტომ დაიღუპა რომ ქჰანის გვარს ატარებდა. მანდირა მოითხოვს მისგან რომ შეხვდეს პირადად პრეზიდენტს და მთელი ამერიკის გასაგონად განუცხადოს, რომ ის არის ქჰანი და არ არის ტერორისტი. რიზვანი მიემგზავრება ერთი შტატიდან მეორეში პრეზიდენტთან შესახვედრად და იწყება უდიდესი დაბრკოლებების გადალახვა... პრეზიდენტამდე გზაზე ის მრავალ განსაცდელს გამოივლის...
1 комментарий:
kajoli da kxani martlac sauketeso ckvilia kvela pilmshi. isini arajveulebrivad tamashoben ertad
Отправить комментарий