სადებიუტო ფილმი და თამამი ნაბიჯი
ახალგაზრდა მსახიობმა რანბირ კაპურმა ეკრანებზე გამოჩენისთანავე დაიპყრო მაყურებელთა გულები. თავის სადებიუტო ფილმში - "saawaryia", მსახიობმა ასე ვთქვათ გაბედული ნაბიჯი გადადგა და თითქმის შიშველ სცენებში გადაიღო.
-დიახ, მე გავაკეთე ეს. გავაკეთე კინოსათვის. შესაძლოა მე ცხოვრებაში მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ საკმარისია კამერის წინ აღმოვჩნდე რომ მთლიანად ვიხსნები. მე დარწმუნებული ვარ ხალხს მოსწონს ეს სცენა - დასძინა მან.
ფილმში მისი ნამუშევარი კარგად იქნა შეფასებული და რამდენიმე ჯილდოც მიიღო საუკეთესო სადებიუტო მამაკაცის როლისათვის.
-ადამიანები ფიქრობენ რომ მე გამიმართლა რომ კაპური ვარ, - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში, - მაგრამ ნუ შემომხედავთ მხოლოდ იმ კუთხით რომ მე დავიბადე კაპურების ოჯახში. მერე რა რომ მქონდა წარმატებული დებიუტი, შესაძლოა მექნეს დაღმავალი პერიოდებიც. მე უბრალოდ მინდა რომ პატივს მცემდნენ იმისათვის რომ მეც მქონდა საკუთარი სირთულეები ფილმის შექმნისას, გამოვიარე რთული დრო, დეპრესიებიც კი მქონდა - აღიარებს მსახიობი.
-სანჯაი ბჰანსალისთან მუშაობამ მომცა დიდი გაკვეთილი. ჩემთვის ამის შემდეგ ყველაფერი იქნება ამ ფილმთან "შედარებით". ეს ფილმი იქნება ეტალონი იმისათვის, რაც უნდა გავაკეთო შემდგომ.
შემდეგი კი რანბირ კაპურის ფილმოგრაფიაში იყო ფილმი, - "ფრთხილად ლამაზებო".
2009 წელს რანბირ კაპურს დატვირთული წელი ჰქონდა. იგი სამ ფილმში გადაიღეს.
ფილმის "ბედნიერი სიყვარულის სევდიანი ისტორია", გადაღებებისას, წყარო მოგვითხრობს რომ რანბირი მუშაობისას გასაოცრად პუნქტუალური იყო. დილით 7-8 საათზე, ის ყოველთვის პირველი მოდიოდა სასტუმროდან კარგა დიდი მანძილით მოშორებულ გადასაღებ მოედანზე. დანარჩენები ყველა კატრინა კეიფიც და რეჟისორიც 9 საათისთვის იკრიბებოდნენ. თუმცა რანბირი არასოდეს წუწუნებდა, პირიქით, ღიმილით ესალმებოდა ყველას.
ფილმი "ბედნიერი სიყვარულის სევდიანი ისტორია" რომლის პრემიერაც 14 თებერვალს გაიმართება კ/თ საქართველოში, რომანტიკული კომედიაა და როგორც მისი რეჟისორი ამბობს, დიდი იმედი აქვს ამ ფილმის.
რაც შეეხება რანბირისა და კატრინას წყვილს, სავსებით შეხამებული წყვილია. კომედიურ როლში კი რანბირი შეუდარებელია. მისი სახის გამომეტყველება, ცოცხალი ხასიათი განუმეორებელია. ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია და დარწმუნებული ვარ ამ პროექტში წარმატებული იქნება მისი მუშაობა.
წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა და ნიჭიერ მსახიობს და ვნახოთ კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია დიდ ეკრანზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий