ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 9 февраля 2010 г.

ვიდია ბალანი სტილს იცვლის ჟურნალებისათვის "Verve" და "Man"

ვიდია ბალანმა ბევრი კინოსახე შექმნა ჰინდი კინოში. ეს ფილმებია: "Salaam-e-ishq", "Guru", "Eklavya", "Heyy Babyy", "Halla Bol", "Bhool Bhulaiya", "Kismet Konnection". სულ ბოლო ნამუშევარი კი იყო ფილმი "Paa".
კრიტიკა დიდი ხანი ეჭვქვეშ აყენებდა მის სამსახიობო მონაცემებს, თუმცა უკანასკნელ ფილმში, "Ishqiya", მისი გმირი ძალიან მგრძნობიარეა და მან საპირისპირო დაამტკიცა.
მსახიობს აკრიტიკებდნენ აგრეთვე ჩაცმულობის სტილის გამო. ეს ფილმი კი იყო მესიჯი ყველასათვის, რომ მას შეუძლია შექმნას ეკრანზე ხასიათი და მოერგოს თანამედროვე მოდას.
თებერვლის თვის "Verve"-სა და "The Man’"-ს გამოცემების გარეკანზე მკითხველი მას სრულიად განსხვავებული იმიჯით იხილავს. მისი სტილისტი იყო ვიკრამ პანდისი, ვიზაჟი კი შრიას მატრეს ეკუთვნოდა.
ჟურნალ "The Man" - სათვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
-მე კარგი მსმენელი ვარ. რჩევებს იშვიათად ვიძლევი.
როდესაც ორი ადამიანი კარგად არის ერთად, მათი პრობლემები მათ შორისვე უნდა რჩებოდეს. ურთიერთობა სრულყოფილი არასოდეს არის. ადამიანები მუდმივად უნდა ისწრაფვოდნენ ურთიერთობების სრულყოფისაკენ და პირველივე უსიამოვნებაზე არ უნდა გარბოდნენ საპირისპირო მხარეს. არ არსებობს ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანი რომელთანაც შეიძლება გქონდეს ყოველმხრივ სრულყოფილი ურთიერთობა. შეუძლებელია ორი ადამიანი ერთმანეთს სრულყოფილად შეეწყოს და სწორედ ამაშია ურთიერთობების სილამაზე.
მსახიობი შეეხო მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც.
-როდესაც ჩემი მისამართით გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები, მე ძალიან შევწუხდი. მანამდე ყოველთვის შექება მესმოდა და უეცრად კრიტიკული მოსაზრება, თითქოს ტვიურთივით დამაწვა. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. შემდგომ ამ ყველაფერს ობიექტურად შევხედე. მათ ჰქონდათ კრიტიკის მიზეზი, თუმცა ზოგიერთი გამონათქვამი ცოტა გადამეტებული იყო. აშკარაა რომ მე არ ვარ მოდურად ჩამცმელი. როგორც მსახიობისგან ხალხი მოელოდება ყოველთვის ვიყო კარგ ფორმაში. ეს არ ეხება მხოლოდ ტანსაცმელს. მქონდა რაღაც დებნეულობის, გაურკვევლობის პერიოდი. არ ვიყავი თავდეჯერებული და ვცდილობდი გამოვჩენილიყავი ისეთი როგორიც არ ვარ.
დასაფასებელია მსახიობის ასეთი გულწრფელობა. იმედია ახალი ფილმი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails