დიდი რომანტიული მეგაპროექტის "ქაღალდის გველი"-ს გამოსვლას დიდ ეკრანებზე მოუთმენლად ელიან როგორც ინდური კინოს მოყვარულები ასევე ფილმის შემქმნელები.
ფილმი ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის რიტიკ როშანისა და მექსიკელი მოდელის ბარბარა მორის მონაწილეობით მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში გამოდის 2010 წლის 21 მაისს.
ფილმის სარეკლამო პრომო 1700-დე კინოთეატრში იქნება ნაჩვენები კარან ჯოჰარის ახალი პროექტის, "ჩემი სახელია ქჰანი"-ს პრემიერებისას.
-ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით რომ ინდური ფილმები ისარგებლებდნენ ისეთივე წარმატებებით და აღიარებით მსოფლიო ეკრანებზე, როგორც ინდოეთში.
"ქაღალდის გველი" ერთ-ერთი ასეთი ფილმთაგანია და მან უკვე მოიპოვა დიდი ინტერესი.
მართლაც დიდი აურზაური გამოიწვია ჭორებმა მთავარი როლების შემსრულებელ რიტიკ როშანისა და ბარბარა მორის ურთიერთობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით დაიწერა ისიც რომ სუზანა სახლიდან იყო წასული. თუმცა მსახიობმა უარყო რაიმე პრობლემა პირად ცხოვრებაში.
ფილმში ასევე მონაწილეობენ კანგანა რანაუტი და კაბირ ბედი.
1 комментарий:
NETA SAQARTVELOSHI RODIS GVEGIRSEBA MAG FILMIS NAXVA DZALIAN MINDAAAA
Отправить комментарий