ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 26 февраля 2010 г.

შაინი აჰუჯას 7 წლით პატიმრობა ემუქრება

ბოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, შაინი აჰუჯამ ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს ჰოლივუდში. ეს არ არის უბრალო აზიატის როლი, რომელიც ჩვეულებრივ ეძლევათ ხოლმე ინდოელ ვარსკვლავებს. საუბარია პროდიუსერ მაიკლ შეინის, მარკ კანტონისა და ენტონი რომანოს პროექტზე. ეს იქნება რომანტიკული თრილერი, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით სადაც შაინის უნდა ეთამაშა მთავარი როლი. საინტერესოა ის ფაქტიც რომ უნდა ეთამაშა ამერიკელის როლში.
მაიკლ შეინი მას უნივერსალურ მსახიობად ხედავს:
-შაინი მომხიბვლელია, მას უნივერსალური გარეგნობა აქვს და ქარიზმატულია. ის ეკრანზე მე პოლ ჰიუმენს მაგონებს.
მომავალი ფილმის რეჟისორი, ჯეიმს ორდონეზიც ასევე შაინის მსახიობური ნამუშევრების შთაბეჭდილებების ქვეშაა. მან ის პირველად ნახა ფილმში, "განგსტერი სიყვარულის ისტორია".
თუმცა სამწუხაროა რომ მსახიობს არ დასცალდა წარმატებული პროექტის განხორციელება. 2009 წლის ივნისში მსახიობი დაპატიმრებული იქნა თავისი 18 წლის მსახურის გაუპატიურების ბრალდებით.
გოგონას ბრალდებით ეს მოხდა დღისით, როცა ის მარტო დარჩა ბინაში მსახიობის პირისპირ. მას მსახიობის ბინაში მუშაობა თვენახევრის დაწყებული ჰქონდა. გოგონა სოფლიდან ჩამოდიოდა ყოველდღე მატარებლით და უმზადებდა მას სადილს და სხვადასხვა დავალებებსაც ასრულებდა სხვა, ორ მსახურ ქალთან ერთად ცვლაში. როგორც "მსხვერპლი" აღნიშნავს იმ დღეს მსახიობმა ისარგებლა იმით რომ მეუღლე და ბავშვი შინ არ იყო და როცა უარი მიიღო ძალა გამოიყენა. თან დაემუქრა რომ თუ გააგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას სცემდა სასიკვდილოდ. მომხდარის შესახებ გოგონამ უთხრა თავის ნათესავებს და მათ ურჩიეს მიემართა პოლიციისათვის.
ბოლივუდის წრეებში შაინი ცნობილია როგორც გამოუცნობი და არაკონტაქტური პიროვნება. თუმცა მეგობრები და ნათესავები დარწმუნებულები არიან რომ შაინი არ არის დამნაშავე და ეს საშინელი ბრალდება პროვოცირებულია არაკეთილისმოსურნეების მიერ.
იმ დღეს როცა მსახიობი დააპატიმრეს მისი მეუღლე, ანუპამა რომელიც მასთან 10 წელია ცხოვრობს ჩამოფრინდა მუმბაიში მეუღლის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა რომ პრესა ბევრს წერდა მეუღლეებს შორის უთანხმოებაზე, ანუპამამ, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს და საქმიან ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, ამ ბრალდებას "შეკვეთილი" უწოდა. მას გაეცინა პოლიციის განცხადებაზე, რომ მსახიობმა თავად აღიარა ბრალდება.
- მე ჩემი მეუღლის მხარეს ვარ და ვიცი რომ ის შესანიშნავი ადამიანი და მამაა. ეს ყველაფერი ტყუილია. არავის არ აძლევენ მისი ნახვის საშუალებას არც ოჯახის წევრებს და არც იურისტებს. შაინიმ უთხრა თავის ადვოკატს რომ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და რასაც ისმენთ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ბინძური ტყუილია.
მსახიობის მეუღლემ არ დაასახელა რომელმა მათგანმა აიყვანა მსახურად ბრალმდებელი გოგონა. მან ისიც აღნიშნა რომ მსახიობს არასამართლიანად დებენ ბრალს მედიდურობაში.
- მას არ შეუძლია თავის მოჩვენება , ის თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. მამამისი ამჟამად ჩემთანაა და ჩვენ ერთად დავუჭერთ მხარს შაინის. ჩემი მეუღლე ოქროს გულის ადამიანია და ის ჩვენთვის ძვირფასია.
მსახიობის მეუღლემ განაცხადა რომ სურს გადასცეს მეუღლეს რომ უყვარს და რაც არ უნდა მოხდეს დადგება მის გვერდით.
მსახიობის პრესმდივანიც დარწმუნებულია რომ იგი უდანაშაულოა.
-ნუ ვუწოდებთ მას დამნაშავეს მანამ, სანამ არ დაამტკიცებენ რომ ის დამნაშავეა. უნდა გავერკვეთ რა მოხდა. მე ოთხი წელია ვიცნობ შაინის. ის ძალიან კარგი ადამიანია. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ დავეხმარო მას.
სამედიცინო გამოკვლევამ დაამტკიცა რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. შაინის მეზობელი ამბობს, რომ დაინახა როგორ დაუსხლტა შაინის ბინიდან მსახური გოგონა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ სტრესულ მდგომარეობაში იყო.
თითონ შაინი პოლიციელის თქმით პირველ დღეებში დარდობდა, არ ჭამდა და თითქმის არ ეძინა.
მსახიობის ტანსაცმლიდან აღებულმა დნმ-ის ანალიზმაც აჩვენა რომ მათ შორის ნამდვილად იყო ფიზიკური სიახლოვე. ამასთან გოგონას ასაკი 17 - სა და 18 წელს შორისაა, ეს კი კანონით ნიშნავს რომ გოგონა არასრულწლოვანია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს.
ამასთან გავრცელდა ჭორი თითქოს მსახიობი ადრეც იყო ბრალდებული გაუპატიურებაში და ეს იყო ფილმის, "Har pall" გადაღებისას. თუმცა რეჟისორმა ჯანუ ბარუამ უარყო ეს ჭორები.
-ეს უბრალოდ არაკეთილისმოსურნეთა მოგონილია, მაშინ როცა მას მძიმე დრო უდგას. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მე მასზე ბევრი ცუდი გამეგო სანამ მასთან ვიმუშავებდი და როცა მასთან კონტრაქტს ვაწერდი ხელს ცოტა ვნერვიუობდი. გადაღებებზე კი მე ვნახე უნაკლო პროფესიონალი. რეჟისორს არ უარყვია რომ გადაღებების დროს პერიოდულად მას პრობლემები ჰქონდა პრიტი ზინტასთან.
-მსახიობები თავისებურად ტემპერამენტიანი ხალხია, მათ ხშირად ეცვლებათ განწყობა, მე ამას მიჩვეული ვარ - ამბობს რეჟისორი.
საქმის პირველ მოსმენაზე მსახიობი სასამართლოს შენობაში შავი ცხვირსახოცით სახედაფარული შევიდა. მან განაცხადა რომ რომ ჰქონდა ურთიერთობა გოგონასთან ოღონდ მისი თანხმობით.
-ეს კარგად მოფიქრებული საქმეა, რომლის მიზანიც ჩემი რეპუტაციის შელახვა და ჩემგან დიდი ფულის მიღებაა. გაუპატიურებისა და მსხვერპლის ისტორია მეტად საეჭვოა რამდენადაც მის სხეულზე არ არსებობს არანაირი დაზიანება და ძალადობის კვალი - ეს სიტყვები მსახიობმა ჩაწერა თავის, გამოსასყიდის საფუძველზე გათავისუფლებისათვის შედგენილ თხოვნაში.
სასამართლომ მაშინ უარი უთხრა განთავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ ეს გაართულებს გამოძიების პროცესს რადგან შესაძლოა მან მოისყიდოს მოწმეები ან შეაშინოს მსხვერპლი. შაინის მოტივი, რომ ის მსახიობია და მისი დაპატიმრებით ზარალდება ის ფილმებიც, რომლებშიც ამჟამადაა დაკავებული უყურადღებოდ დარჩა.
მსხვერპლის მხარეს დადგა ქალთა ეროვნული კომიტეტიც.
კრიმინალური ქრონიკის რეპორტიორმა, ჟურნალისტმა ფლინ რემედიოსმა სერიოზული გამოძიების შემდეგ განაცხადა რომ აჰუჯა, მსხვერპლია და არა მოძალადე. მან "არენაზე გამოიყვანა" აქამდე უცნობი მესამე პირი ამ საქმეში, მოსამსახურე გოგონას მეგობარი ვაჟი, რომელიც გატაცებულია აზარტული თამაშებით, მოიხმარს ნარკოტიკებს და ზოგჯერ ქურდობს კიდეც. ფლინი ამტკიცებს რომ შაინი აფერისტების ჯგუფის მიერ კუთხეში მიყენებული მსხვერპლია. შესაძლოა მეგობარმა ვაჟმა გამოიყენა გოგონა რომ დიდი თანხა მიეღოთ მსახიობისგან.
-ეს უბრალოდ თეორიაა. მე არ მინდა გავლენა მოვახდინო საქმის მსვლელობაზე, ჩავერიო ან ხელი შევუშალო მას. მაგრამ როგორც ჟურნალისტმა მინდა წარვადგინო ფაქტები. შესაძლოა რომ გოგონამ თავად "აცდუნა" შაინი, შემდგომ კი სისუსტის მომენტში შესაძლოა მან მართლაც თავად გადადგა ნაბიჯი მასთან დასაახლოებლად.
მე არ ვამბობ რომ მათ შორის ურთიერთობა ნებით თუ მის გარეშე არ ყოფილა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პოლიციამაც და ჟურნალისტებმა მხედველობაში არ მიიღეს. ეს არის "მსხვერპლის" ნარკომანი და აზარტული მეგობრის არსებობა ამ საქმეში. არსებობს ანონიმური ჩვენებები რომ პოლიციაში მიყვანისას შაინი განუწყვეტლივ იმეორებდა რომ მას მოუწყვეს. შესაძლოა ჩვენებაც ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის და შიშის გამოც მისცა. ასეთი შემთხვევები ხომ ხშირია. მითუმეტეს პოლიციაში მიცემული ჩვენება არ ითვლება დამამტკიცებელ საბუთად სასამართლოში და ის შეუძლიათ უარყონ.
შაინიმ ციხეში გაიცნო ავტორიტეტი აბუ სალემი, რომელსაც ნანახი ჰქონდა მისი ფილმი, "განგსტერი სიყვარულის ისტორია". მან თავისი "მფარველობის ქვეშ აიყვანა მსახიობი.
თავის მხრივ ბოლივუდმაც გამოხატა მხარდაჭერა მსახიობის მიმართ. რეჟისორებმა, მსახიობებმა და პროდიუსერებმა, მათ შორის შაინის მეგობარმა, რეჟისორმა ანურაგ ბასუმ ეჭვი გამოთქვეს ამ ბრალდების სიმართლეში.
იმ პერიოდში როცა სასამართლო სხდომები გადაიდო ჟურნალისტ ფლინ რემედიოსს სატელეფონო ზარებით დაემუქრნენ და დაპირდნენ რომ გადაუმტვრევდნენ ძვლებს თუ არ შეწყვეტდა შაინის მხარდაჭერას. იყო სიკვდილით მუქარაც. გარდა ამისა ხსენებული მსხვერპლის მეგობარი საერთოდ გაქრა მუმბაიდან, ხოლო ტელეფონი გამორთული აქვს.
ახლახან გახდა ცნობილი რომ მსახიობი გაათავისუფლეს გამოსასყიდის, 50 000 რუპიას საფუძველზე. თუმცა ის ვერ იცხოვრებს მუმბაიში და ხშირად უნდა "დაფიქსირდეს" მახლობელ პოლიციის განყოფილებაში. მუმბაიში კი მხოლოდ სასამართლოს მოწვევების შემთხვევაში უნდა ჩავიდეს.
ძიებაში გამოჩნდა ისიც რომ იმ დღეს "მსხვერპლმა" ათჯერ დარეკა მსახიობის მობილურზე.
ვნახოთ რა მოხდება შემდგომ. შეძლებს თუ არა მსახიობი დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. წინაღმდეგ შემთხვევაში მას როგორც მინიმუმი 7 წლით პატიმრობა ემუქრება.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails