ამირ ქჰანი მამასთან ერთად
2 თებერვალს, დილით გულის შეტევით გარდაიცვალა კინოპროდიუსერი ტაჰირ ჰუსეინი, ცნობილი ვარსკვლავის, ამირ ქჰანის მამა.
ტაჰირ ჰუსეინს გარდა ამირისა კიდევ ერთი შვილი, ფაისალი და ორი ქალიშვილი ჰყავს.
ამირის ძმაც მსახიობია, იგი ათამდე ფილმშია გადაღებული.
ასევე ათამდე ფილმის პროდიუსერია თავად ტაჰირ ჰუსეინიც. ამირი და მისი მეუღლე კირანი, აშშ-ში იყვნენ ფესტივალზე, ხოლო შვილიშვილი იმრან ქჰანი, (ამირის ძმისშვილი) ახალ ზელანდიაში გადაღებებზე. ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ ინდოეთში დაკრძალვის ცერემონიალზე.
3 თებერვალს ცნობილი მსახიობი იმრან ჰაშმი მამა გახდა. იმრანმა და მისმა მეუღლემ პირველ შვილს აიანი ( Ayaan) დაარქვეს. სწორედ ამ დღეს დაამთავრა იმრანმა თავის ახალ ფილმზე, " Once Upon a Time in Mumbai" მუშაობა.
იმრან ჰაშმი და მისი მეუღლე პარვინ შაჰანი
Комментариев нет:
Отправить комментарий