ბოლივუდის მეფე შაჰრუჰ ქჰანი ბოლო ხანებში სიახლეებში ჩნდება ძირითადად თავისი დაძაბული ურთიერთობის გამო ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. როგორც ცნობილია შაჰრუჰმა მხარი დაუჭირა პაკისტანის კრიკეტის გუნდს. შაჰრუჰი არის მფლობელი კალკუტის კრიკეტის გუნდისა და მისი განცხადებაც გაკეთდა პაკისტანის გუნდის ინდოეთის პრემიერ ლიგიდან გარიცხვის საწინააღმდეგოდ. შჰრუჰის განცხადება არ აწყობს ერთ-ერთ პარტიას. მათ განაცხადეს რომ თუ შაჰრუჰი არ მოიბოდიშებს თავისი განცხადების გამო, შესაძლოა მუმბაიში არ შედგეს მისი მომავალი დიდი პროექტის "ჩემი სახელია ქჰანი"-ს პრემიერები.
შაჰრუჰმა განაცხადა რომ პროტესტი არის მისი კომენტარების მიმართ და რომ სხვა, კარან ჯოჰარი და დანარჩენები არაფერ შუაშია.
ამის საპასუხოდ პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა:
-ეს არ იყო შაჰრუჰი, ეს იყო ქჰანი რომელიც მასში ლაპარაკობს!"- რაც მსახიობის მუსულმანურ სარწმუნოებაზე ნამიოკს მიანიშნებდა.
ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც შაჰრუჰმა განაცხადა რომ მყარად დგას თავის აზრზე, მის ბლოგზე წერილების მთელი ნაკადი გამოქვეყნდა მათი საყვარელი მსახიობის მხარდასაჭერად. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
რიტეშ დეშმუქჰი:
-მე მქვია დეშმუქჰი და მე მხარს ვუჭერ პროექტს, "მე მქვია ქჰანი". მასში ბევრმა ადამინმა ჩადო თავისი სული, გული, შრომა, ფული და წლები. არ არის საჭირო მუქარა ფილმის პრემიერისადმი, იმისათვის რომ გამოხატო შენი თვალსაზრისი.
პრიტი ზინტა:
-მე ძალიან მიყვარს კარან ჯოჰარიც და შაჰრუჰ ქჰანიც... ორივე ძვირფასია ჩემთვის და მე დავიცავ მათ თუ ვინმე დაწერს მათ შესახებ რაიმე სისულელეს. შაჰრუჰი ყველაზე თანამედროვე და ყველაზე სამართლიანი ადამიანია მათ შორის ვისაც ვიცნობ და არასამართლიანია ფილმს დაემუქრო საკუთარი თვალსაზრისის გამო.
ჯენელია დე სუზა:
-ცუდია რომ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ გვქონდეს თუ არა ჩვენი აზრი... და უნდა ვიყოთ ფრთხილად მისი გამოთქმისას. ფილმი, "ჩემი სახელია ქჰანი", იმსახურებს იმას რომ ის ყველგან აჩვენონ და ყველამ ნახოს.
ფარჰან აჰტარი:
-არავის და არაფერს არა აქვს უფლება შეუშალოს ხელი ფილმის პრემიერას. ყოველთვის შაჰრუჰთან და კარანთან!
არჯუნ რამპალი:
- ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი "მოხულიგნო" ადამიანი შემხვედრია, მაგრამ თავისი ადგილი მიმიჩენია მისთვის. "შივ სენას პარტიის ზოგიერთი წევრიც ასეთია და ელოდება როდის გამოჩნდება ვინმე ვინც თავის ადგილს მიუჩენს.
მე სხვას არც ველოდი შაჰრუჰისგან და ვამაყობ მისით და მისი პოზიციით. ჩვენ ყველანი მათთან ვართ და არ ვაპირებთ შევურიგდეთ ამას.
3 комментария:
როდის მორჩება ინდოეთში რელიგიური ნიშნით დევნა! ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტია, მაგრამ ეს პრობლემა მთელს მსოფლიოში დგას ! არ უნდა განარჩიო ადამიანი ამ კრიტერიუმით! მიუხედავად რელიგიისა და ეროვნებისა ჩვენ ხომ ყველა ერთნი ვართ! მივესალმები მსახიობებს ვინც დაიცვა შაჰრუკჰი!
მეგი ბენია
I tеnd not to wrіte a gгeat deal of
responѕes, but i diԁ some searchіng and
wound uρ heгe "ბოლივუდი შაჰრუჰის დასაცავად".
And I actuаlly do haѵe 2 questiοnѕ fοr you if уou
tend not to mind. Could it be ϳust me or ԁоes it loοk like ѕome of the
comments apрear like theу аre written by brain dead folks?
:-Ρ Anԁ, if уou are writing on
addіtiοnal ѕites, I'd like to keep up with anything new you have to post. Would you make a list of the complete urls of all your community sites like your twitter feed, Facebook page or linkedin profile?
Here is my web blog; devis
I have been surfіng οnline more than
3 hοurs todаy, yet I neνer found any interestіng article lіke yours.
It's pretty worth enough for me. In my view, if all site owners and bloggers made good content as you did, the internet will be a lot more useful than ever before.
my blog post ... pas cher
Отправить комментарий