სამირა რედის კარიერული წინსვლის ტემპი ბოლო წლებში ოდნავ შენელდა. ახლახან მან ნაგეშ კუკუნორის ფილმში მიიღო მონაწილეობა. ფილმის სათაურია "Yeh Honsla".
ფილმში მსახიობი განასახიერებს სოფლელ პერსონაჟს და იქნება მაკიაჟის გარეშე.
ფილმზე საუბრისას სამირა რედიმ თქვა, რომ ერთი სული აქვს როდის იხილავს ფილმს.
-იმ როლებში რაც კი მითამაშია, ნაგეშ კუკუნორის ფილმში ჩემი როლი არის საუკეთესო. ამ როლისათვის მაქსიმუმი გავიღე. მე ვთამაშობ რაჯესტანელ გოგოს, რომელიც ძალიან ძლიერი ხასიათისაა. მას სახელად ჰქვია რანი. ეს ფილმი არის მისი ისტორია.
მისი პერსონაჟის უბრალო გარეგნობის შესახებ მსახიობი ამბობს:
-ეს სიშიშვლეს ჰგავს, როდესაც ხასიათის გარდა არაფერი იარაღი არა გაქვს რითაც იმუშავებდი და ფოკუსირება ხდება სწორედ შენს ემოციებზე. მაკიაჟი გაცილებით აადვილებს თამაშს.
27 წლის სამირა რედის უკვე მოგებული აქვს მილიონობით ადამიანის გული თავისი შარმით. თუმცა ამ ფილმისათვის მან საგრძნობლად დაიკლო წონაში.
როგორც მსახიობმა განაცხადა ფილმს იღებდნენ სამი თვის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე მიმე სამუშაო გადაიტანა, რეჟისორი მას არ აძლევდა უფლებას ტელეფონიც კი რომ თან ჰქონოდა.
ვნახოთ როგორი იქნება სამირა რედის ახალი ნამუშევარი, სადაც იგი უმაკიაჟოდ წარსდგება მაყურებლის წინაშე.
Комментариев нет:
Отправить комментарий