ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 13 февраля 2010 г.

იშა დეოლი "Tell Me Oh Khuda" - ს დასრულებას ელოდება

დედასთან და დასთან ერთად

შესრულებული როლების სოლიდური რაოდენობის, ბრწყინვალე გარეგნობის, ცეკვის უნარისა და სრულყოფილი აღნაგობის მიუხედავად იშა დეოლმა ჯერ კიდევ ვერ მოძებნა საკუთარი ნიშა ბოლივუდში.
ეკრანზე იგი დიდი ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა დიდი პაუზაც გააკეთა. ახლა კი იშა დეოლი ბოლივუდის კარს თითქოსდა თავიდან შეაღებს დედამისის, ჰემა მალინის პროექტით, "Tell Me Oh Khuda". იშა აღფრთოვანებულია ამ პროექტით და მონაწილეობას მის განხორციელებაში პირველივე დღეებიდანვე იღებს.
-გრძელვადიანი შესვენების შემდეგ გადაღების თითოეული დღისაგან სიამოვნებას ვიღებ. ეს ფილმი ერთადერთია, რომელშიც მე არ მიხდება თამაში. მე მხოლოდ ჩემს თავს განვასახიერებ, რაც ერთგვარად თავისუფლებას მანიჭებს. ფილმი დღევანდელობას ეხება - ამბობს მსახიობი.
იშა ფილმის რეჟისორის, მაიურ პურის ჯერ კიდევ "ბაიკერების" გადაღებებიდან იცნობს და მის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია.
-მაიურთან ყველაფერი ძალიან მიადვილდება. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და შემოქმედებაშიც თანამოაზრეები ვართ - განაცხადა მსახიობმა.
დაველოდოთ ფილმს და დრო გვიჩვენებს შეძლებს თუ არა ეს ფილმი ეკრანზე ჩვეული მაგიის შექმნას და იშას კარიერაში დადებითი ძვრების განხორციელებას.



Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails