მალე რეალობად იქცევა ვიშალ ბჰარდვაჯისა და აიშვარია რაის დიდი ხნის ჩანაფიქრი ფილმზე ერთად მუშაობის შესახებ. ჰიტების შემქმნელი რეჟისორი გასული წლის ბოლოსათვის შეუდგა ახალი პროექტის განხორციელებას აიშვარია რაისთან ერთად.
აიშვარიამ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
- მე და ვიშალს ერთად მუშაობა ჯერ კიდევ იმ დროიდან გვინდოდა როდესაც იგი მუსიკას ქმნიდა ფილმებისათვის. ჩვენ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ მე აუცილებლად ვითამაშებდი მისი რეჟისორობით გადაღებულ ფილმში.
ვიშალმა რეჟისორობა დაიწყო 2002 წელს მშვენიერი საბავშვო ფილმით, რომელსაც მოჰყვა კომერციულად და კრიტიკოსების მხრივ დადებითად შეფასებული ფილმები: "magbool" და "omkara", რითაც რეჟისორმა ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ბოლივუდში.
- ვიშალის ნამუშევრებით მოხიბლული ვარ - განაცხადა აიშვარიამ, - მან მითხრა რომ იმ შემთხვევაში ვიმუშავებდით ერთად თუ აბსოლიტურად შესაფერის პროექტს მოიპოვებდა. ეს სწორედ ის სცენარია, რომელზეც სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий