ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 16 февраля 2010 г.

აქშაი ქჰანა

თხოვნითაქშაი ქჰანა არის წარსულში ცნობილი მსახიობის, ვინოდ ქჰანას უმცროსი ვაჟი.
ის დაიბადა 1975 წლის 28 მარტს, ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატი.
მისი უფროსი ძმა - რაჰულ ქჰანაც მსახიობია.
მას ასევე ჰყავს ნახევარი და-ძმა მამამისის მეორე ქორწინებიდან.
მის ძირითად ინტერესს წარმოადგენს ჰინდი კინო (ბოლივუდი).
მისი საუკეთესო მეგობრები ბოლივუდიდან ანილ კაპური, საიფ-ალი ქჰანი, ამირ ქჰანი და ბავშვობის მეგობარი - ტარა შარმა.
მისი დებიუტი შედგა 22 წლის ასაკში, 1997 წელს. მისმა საოცრად დადებითმა ღიმილმა და აურამ კარგად იმოქმედა მაყურებელზე.
შემდეგი ფილმი იყო, " Border" (1997), რომლისთვისაც მან Filmfare Best Debut Award-ს მიიღო.
ამის შემდგომმა ფილმმა სადაც ის მადჰური დიქსიტთან და სანჯაი კაპურთან ერთად მონაწილეობდა, მას წარმატება ვერ მოუტანა.
წარმატებული აღმოჩნდა ფილმები: "Taal", "Dil Chahta Hai" და "Humraaz".
შემდეგი ფილმები იყო, Hungama (2003) და Hulchul (2004), მეორე ფილმმა დიდი შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს.
Shaadi Se Pehle (2006) და Aap Ki Khatir (2006), ეს ყველასათვის საყვარელი ფილმებია თუმცა დიდად შემოსავლიანი არ ყოფილა.
ამავე წელს "China Town 36" წარმატებული გამოდგა.
"Salaam-e-Ishq", " Naqaab", " Gandhi, My Father" - მისი შემდეგი ფილმებია, მათ შორის ბოლო კრიტიკების მიერ მის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული.
2008 წელს მან კიდევ ერთი უარყოფითი როლი შეასრულა ფილმში, "Race".

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails