ამიშა პატელისა და მისი მეგობრის კანავ პურის ურთიერთობა, რომელიც სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა, დასრულდა რვა თვის წინ. ძირითადი მიზეზი მათი დაშორებისა იყო ის, რომ კანავს აღარ უნდოდა ლოდინი და სურდა დაქორწინება, ხოლო ამიშას სურდა კიდევ ერთი ცდა მის სამსახიობო კარიერაში და ქორწინება ეს ყველაზე ბოლო იყო რაც აზრად შეძლებოდა მოსვლოდა.
სარწმუნო წყარო წერს:
- თუმცა კანავი ამბობდა რომ ქორწინება არ შედიოდა მათ პრიორიტეტებში ამჟამად, სინამდვილეში მან შესთავაზა დაქორწინება ამიშას როცა ჩამოვიდა მის დაბადების დღეზე ინდოეთში გასული წლის ივნისში, მაგრამ უარი მიიღო.
მეორე მიზეზი იმისა რომ მსახიობს არ სურს დაქორწინება იყო ის, რომ ამიშამ სწორედ იმ პერიოდში აღადგინა ურთიერთობა ოჯახთან და ძმასთან, აშმიტთან.
ამიშა დიდი ხნის მანძილზე მარტოსულად გრძნობდა თავს ოჯახთან და რეჟისორ ვიკრამ ბჰატთან დაშორების შემდეგ და სწორედ ამ პერიოდში ან გამოიყენა კანავი, თუმცა ახლა როცა ოჯახი ისევ დაბრუნდა მის ცხოვრებაში და ვაკუუმი აღარ არსებობს, ამიშამ დეკემბერში ინდოეთში ისევ დაბრუნებულ კანავს, რომელმაც ისევ შესთავაზა დაქორწინება, უარი უთხრა იმ მიზეზით რომ ქორწინება ხელს შეუშლის მის პროფესიულ კარიერას და ამიტომ სჭირდება კიდევ დრო. უსიამოვნებებმა უარყოფითად იმოქმედა მათ ურთიერთობაზე და მათ გადაწყვიტეს დაშორება. თუმცა ამიშა სრულიად გადართულია თავის კარიერაზე ამჟამად.
Комментариев нет:
Отправить комментарий