ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 24 февраля 2010 г.

ზინატ ამანი, შაბანა აზმი და სიმი გარევალი - პიკანტური თემების შესახებ

1983 წლის ინტერვიუ
ბოლივუდის სამი ყველაზე გაბედული, ნათელი და გულახდილი ვარსკვლავი ისაუბრებს მაშინდელი საზოგადოებისათვის ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა ნარკოტიკები, ღალატი, სექსი და სხვა.
ღალატი
შაბანა აზმი:
-ადამიანმა რომელიც თავად არასოდეს შეჯახებია ამ თემას არ შეიძლება განსაჯოს ეს საკითხი. რატომ უყვარდებათ ადამიანებს და შემდეგ კი არღვევენ ამ ჩარჩოებს, ყველაზე კარგად ამ შეკითხვას უპასუხებს "ის სამი" ადამიანი ვინც ასე მოიქცა. პირადად მე ვთვლი რომ სიყვარულში არის კანონები. არ აქვს არავის უფლება თქვას რომ ეს არ არის სწორი და ასე არ შეიძლება. შეიძლება შეეცადო არ დაუშვა რაღაცეები, მაგრამ არ უნდა განსაჯო პოზიციიდან: ეს სწორია, ეს არასწორია! სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა რომ შენ აღარა ხარ თავის მფლობელი, შენ მასში იძირები.
როცა ვსაუბრობთ ცოლ-ქმრულ ერთგულებაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვისი თვალსაზრისით შეხედავ ამას. თუ ცოლის მხრიდან რათქმაუნდა არასასიამოვნოა რომ ვიღაც ქალი იყო შენს მეუღლესთან. თუ იმ ქალის თვალსაზრისით, მაშინ რამდენად არასასიამოვნოა რომ მამაკაცი რომელიც უყვარს დაქორწინებულია. არსებობს კი რაიმე გარანტიები პირადულ ურთიერთობებში? რა აზრი აქვს იდარდო რომ შენი რჩეული ცოლიანია, თუ მისი საქორწინო კავშირი ვერ უზრუნველყოფს მის მეუღლეს გარანტიებით? რა არის მაშინ ქორწინება?
ერთ-ერთ ფილმში მე ვთამაშობ ქალს, რომელმაც ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს იმიტომ რომ სხვა ქალს უნდა მის ქმარზე დაქორწინება.
გასაოცრად ჟღერს ჩემი გმირის იმ მომენტში ნათქვამი სიტყვები:
-საბრალო კავიტა (ასე ჰქვია იმ ქალს), მას ერთი სული აქვს დაგიკავშირდეს საქორწინო კავშირით, რომელიც ირღვევა ერთი კალმის მოსმით. ამ ფრაზამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდულება მოახდინა.
სიმი გარევალი
-მე მქონდა შემთხვევა როცა გატაცებული ვიყავი ცოლიანი მამაკაცებით და ცოლიანი მამაკაცებიც იყვნენ გატაცებული ჩემით. მაგრამ არის ჩემში რაღაც დამცველი მექანიზმი რომელიც მიცავს ასეთი ისტორიებისაგან. რადგან მე ვიცი რომ ასეთი ურთიერთობები განწირულია. არანაირი ბედნიერება მათ არ მოაქვთ. იმისათვის რომ მამაკაცთან საწოლი გავიყო, ის უნდა მიყვარდეს. ეს კი ნიშნავს დავინტერესდე ყველაფრით რითაც ის ცხოვრობს. ასე რომ ჩემს ცხოვრებაში ცოლ-ქმრულ ღალატში მონაწილეობა მხოლოდ სიამოვნებისათვის ან უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნებისათვის ნამდვილად არ ღირს.
ზინათ ამანი
-ინდოეთში ცოლქმრული ღალატი საერთო გასაჭირია. ამას უამრავი მიზეზი აქვს. მე პირადად ასეთი სახის ურთიერთობებს ვთვლი დაუშვებლად. ამის დაჟინება ამბობენ რომ არ შეიძლება. ეს შეიძლება აღმოჩნდეს შენზე ძლიერი. თუ ასე ვმსჯელობთ, ასეთ შეთხვევაში ის შესაძლოა იმ მამაკაცებზე ძლიერიც აღმოჩნდა ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ და იმ ქალებზეც ვისთანაც მათ აქვთ ურთიერთობა. ეს ყველაფერი არაეთიკურია.
სექსი
შაბანა აზმი:
ქვეყანაში სადაც ქალიშვილები ასე ვთქვათ გაჰყავთ საქორწინო ბაზარზე და ქალიშვილობა არის მთავარი მოთხოვნა, სექსი, რათქმაუნდა განწირულია იყოს ტაბუდადებული თემა. მამაკაცებს აქვს უფლება ჰქონდეთ ქორწინებამდე კავშირები მაგრამ ღმერთმა დაიფაროს შეეჩეხონ ქალიშვილს, რომელმაც დაკარგა ქალიშვილობა ქორწინებამდე, მნიშვნელობა არა აქვს როგორ და რა ვითარებაში. სამწუხაროა რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები მიმართავენ თვითმკვლელობას ან პროსტიტუციას იმიტომ რომ ვერ პოულობენ ადგილს საზოგადოებაში. ჩემი აზრით დროა გადაიხედოს ეს შეხედულებები. მე არ ვთვლი რომ სექსი ეს სვეტური საუბრების საგანია, ისევე როგორც არ ვთვლი რომ ის მხოლოდ ბინძური ანეგდოტების თემაა. ეს კონკრეტული ქალისა და მამაკაცის ძალიან პირადული თემაა. სექსი და აღვირახსნილობა ერთიდაიგივე არ არის. აღვირახსნილობა ეს არის ღირსებათა და ფასეულობების დაკარგვა. ეს კი აუცილებლად დატოვებს ამ ადამიანში ღრმა ფსიქიკურ და ემოციურ შრამს. ერთისათვის სექსი ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნა, როგორც შიმშილი და წყურვილი, მეორესათვის შედეგი აღმოცენებული გრძნობების, ამიტომ ორივე თვალსაზრისს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება.
სიმი გარევალი:
მე ასე ვიტყვი, ისაუბრო ამ თემაზე ნიშნავს შეიჭრა პირად ცხოვრებაში. ადამიანებს ბევრი აქვთ ინტიმური თემები, რომლებზეც არ საუბრობენ სხვათა გასაგონად. მე აბსოლიტურად ვეთანხმები იმ ადამიანების თვალსაზრისს, ვინც თვლის ინდოეთს ორმაგი სტანდარტების ქვეყნად. ამჟამად ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვართ, გარიგებით ქორწინებიდან ნელ-ნელა გადავდივართ სიყვარულით ქორწინებაზე. გარიგებით ქორწინებისას ქალიშვილისაგან მოითხოვენ არათუ იყოს უმწიკვლო, არამედ საერთოდ არ იცნობდეს გარე სამყაროს. შესაძლოა შემდეგი თაობა თავისუფალი იყოს ამ ცრურწმენებისაგან.
სექსი ეს არის ძალიან ინტიმური განცდა, რომელიც წარმოიშვება ორი ადამიანის ემოციური კავშირით. ჩემი აზრი ამ საკითხზე ასეთია, რომ ჯერ უნდა წარმოიშვას გრძნობა რომ შემდეგ სექსი იქცეს ამ გრძნობის და ურთიერთობის გამოხატულებად და განხორციელებად.
ზინათ ამანი:
-ქვეყანაში, რომლის მოსახლეობამაც მიაღწია 900 მლნ ადამიანს უცნაურია რომ სექსი ტაბუდადებული თემაა. უცნაურია რადგან ინდოეთი ინახავს ამდენ მშვენიერ ნიმუშს სკულპტურული, ფერწერული თუ ლიტერატურული ნამუშევრისა, რომლებიც შეიქმნა ათასობით წლის წინ და რომლებშიც გადმოცემულია სექსის სილამაზე და ის მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც მას უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. მაგ: ხაჯურაოს ტაძარი, რომელიც თარიღდება მე-10, მე-11 საუკუნეებით ჩვენს ერამდე, კამასუტრა რომლის წყაროებიც კიდევ უფრო ძველია. შესაძლოა ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის მას ცხოველური ინსტიქტების დაკმაყოფილებად, მაგრამ ჩემი აზრით სექსი განუყოფელია გრძნობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ნაწილს. ის მშვენიერია და სუფთაა ადამიანური ურთიერთობების ჩარჩოში.
პაემანი ერთი ღამით
შაბანა აზმი:
-თუ მამაკაცისათვის ნორმალურია, ჰქონდეს წამიერი ურთიერთობა და დაივიწყოს მაშინვე, ქალისთვისაც უნდა იყოს ეს ნორმალური. თუ მამაკაცისათვისაა მიღებული უყურებდეს სექსს, როგორც ბიოლოგიურ მოთხოვნას მაშინ ეს ქალისთვისაც უნდა იყოს მიღებული.
თუმცა ერთჯერადი პაემანი ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია. ეს არის რაღაც... ცხოველური.
სიმი გარევალი:
-ჩემი აზრით ეს უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი რომელიც მიდის ერთი ღამის პაემანზე უნდა იყოს უკიდურეს მდგომარეობაში. როგორ, გაატარო ღამე უცნობთან? საერთოდ როგორ უნდა მიუახლოვდე მას? ეს ალბათ საერთოდ არ უნდა იყო გონზე და ვერ გრძნობდე ვერაფერს რომ ასე დახვიდე შენი ცხოველური ინსტიქტების დონეზე. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ორივე გრძნობს სიყალბეს. რა რჩებათ აქედან არ მესმის. ღმერთო ჩემო მე 6 თვე მაინც მჭირდება რომ ელემენტარულად მოვეშვა ამა თუ იმ ადამიანის თანდასწრებით. ასეთი საკითხისათვის კი პირველივე ნახვისთანავე მზად იყო? არ მესმის.
ზინათ ამანი:
-გეთანხმები, სასაცილოა. როცა იცი რომ არაფერი აქედან არ გამოვა, რად გინდა ასეთ მამაკაცთან ერთჯერადი პაემანი?
პორნოფილმები
შაბანა აზმი:
- მე ისინი არასოდეს მინახავს იმიტომ რომ შესაძლებლობა არ მქონია. უბრალოდ საინტერესოა ცნობისმოყვარეობის დონეზე. მაგრამ წარმოუდგენელია რომ მან ჩემზე რაიმე სახის შთაბეჭდილება მოახდინოს მხატვრული თვალსაზრისით. მე შევეცადე წამეკითხა პორნოლიტერატურა. ის არ გიტოვებს არანაირი წარმოსახვის შანსს, ამიტომაც არანაირად არ ზემოქმედებს მკითხველზე.
სიმი გარევალი:
-მე მარტომ ვნახე ადრე და საშინელება იყო. ლონდონში კი ვნახე ეროტიკული ფილმი და სანახაობა გაცილებით ლამაზი იყო. არ მესმის როგორ უყურებენ ასეთ ფილმებს. მე ერთხელ "ვნახე" და ჩემი ცნობისმოყვარეობა სამუდამოდ დაკმაყოფილდა. ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს ადამიანებს, ის ხელმძღვანელობს ჩვენს სწრაფვას შევიცნოთ სამყარო. ვნახე, არ მომეწონა და ყოველშემთხვევაში უკვე ვიცი რომ არ მომწონს.
ზინათ ამანი:
-მე ვთვლი რომ თუ ვინმეს მოსწონს ამის ნახვა ეს მათი საქმეა. მე მაგალითად დასანახად არ მინდა. თუ არ ვცდები ამას უყურებენ რათა აღეძრათ სურვილები. მე კი ერთხელ ვნახე და დიდხანს ფიქრიც კი აღარ მინდოდა სექსზე.
ნარკოტიკები
შაბანა აზმი:
-ერთხელ გავსინჯე "მცენარე" და უნდა გითხრათ რომ მშვენივრად გავატარე დრო. შთაბეჭდილებები იყო არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ამ დროს შენი ყველა გრძნობა გამახვილებულია. ნარკოტიკი კი ეს სრულიად სხვა თემაა. ალკოჰოლური თრობისგან ის განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. ჩემი კარიერის დასაწყისში მე ვურთიერთობდი ახალგაზრდებთან რომლებიც დილიდან საღამომდე იყვნენ ნარკოტიკზე. მიკვირს რომ მეც არ მოვსინჯე. დანახვაც კი მაშინებდა. თუმცა ვერავის ვუსაყვედურებ იმას თუ რატომ არის ნარკომანი, ასეთებს სჯობს დავეხმაროთ.
სიმი გარევალი:
- პირველ რიგში რომ იცოდეთ ვერ ვიტან ალკოჰოლს და უფრო მეტად ალკოჰოლიკებს. ჩემი გაგებით კი ნარკომანი კიდევ უფრო დაბალ საფეხურზეა ვიდრე ალკოჰოლიკი. ეს არის პიროვნული სისუსტის ნიშანი და მე არა მაქვს საქმე ასეთ ადამიანებთან. ერთხელ ძალიან ახლო წრეში ვიჯექით. ერთმა მოსწია და შემომთავაზა გამესინჯა. დამაინტერესა თუმცა შემდეგ ისეთი საშინელება იყო, თვალს ვერ ვახელდი. როგორ შეიძლება ეწეოდე როცა ქუთუთოებიც კი მძიმდება. მე ეს სასტიკად არ მომეწონა. მე მეზიზღება როცა ვუყურებ ადამიანს რომელსაც არ შეუძლია თავის ხელში აყვანა.
ზინათ ამანი:
-წესიერ ადამიანთა შორის ნარკომანები ითვლებიან განდევნილებად. ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს. აყენებენ ზიანს თავის თავს, ოჯახს და საერთოდ საზოგადოებას. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდით ადამიანი მიჰყავს პირადულ ცვლილებებთან და შესაძლოა სასიკვდილო შედეგამდეც მიიყვანოს. ყველაფერი იმით იწყება რომ ადამიანს სურს წარმატებულ და სასურველ მდგომარეობას, ეიფორიას მიაღწიოს ხელოვნური გზით და თანდათან მისი ცხოვრება მიდის უკან. ზოგჯერ საერთოდ დანაშაულებრივ გზას ადგება რომ შეინარჩუნოს თავისი დამოკიდებულება ნარკოტიკზე და საერთოდ საშიში ხდება საზოგადოებისთვის. ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი რასაც ადამიანი ვერ გადალახავს, საჭიროა მხოლოდ მხარდაჭერა.
კარიერა საწოლის ხარჯზე
შაბანა აზმი:
-ამას ყოველთვის აბრალებენ კინოს ხალხს, თუმცა ყველგან ასე ხდება. რა არა ვარ მართალი?
რათქმაუნდა ამას არა აქვს გამართლება. მე ვთვლი რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს შიში იმისა რომ ესა თუ ის პროდიუსერი დღეს იქნება თუ მორიგ შემთხვევაში ამას შემოგვთავაზებს. ასეთი არასასიამოვნო სიტუაციები უნდა გადაწყდეს ღირსეულად. უნდა შეგეძლოს თქვა:
-მე მზად ვარ უარი ვთქვა ამ როლზე, მაგრამ თქვენს თამაშს არ ვითამაშებ. არა მგონია პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ ისევ და ისევ განმეორდეს. უნდა აღვნიშნო რომ 8 წლის მანძილზე რაც აქ ვარ, არასოდეს აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. ალბათ იმიტომაც რომ მამაჩემი საპატიო წევრად ითვლება კინოსამყაროში. თუმცა პირად დამსახურებასაც ვხედავ ამაში.
სიმი გარევალი:
- არ შეიძლება უარყოფა ასეთი შემთხვევების ნებისმიერ პროფესიაში სადაც არის ფული და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. მაგრამ ჩვენს საქმეში მინდა რომ ასეთი ადამიანები ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის და ამაში პრესა უნდა დაგვეხმაროს. თუ ამაზე ქალი მიდის შეგნებულდ და ის მზადაა გადაიხადოს ასეთი საფასური, მაშინ ეს მისი ნებაა. შემიძლია გითხრათ აბსოლიტური პირდაპირობით რომ ჩვენს პროფესიულ ფენაში არავის "შევუწუხებივარ" თუ მე ეს არ მინდოდა. ასე რომ ეს დამოკიდებულიცაა იმაზე, როგორი ადამიანი ხარ თავად. თუ შენ მზადა ხარ გადაიხადო ასეთი საფასური წარმატებისათვის მაშინ რათქმაუნდა ადამიანები ისარგებლებენ ამით. მე მაგალითად ჩამოვართმევდი მუშაობის უფლებას პროდიუსერს თუ მეცოდინებოდა რომ როლზე მხოლოდ იმიტომ ავყავარ რომ ჩემთან რაიმე ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას:
- ამაზე საუბარიც არ შეიძლება!
ადამიანი უნდა ცხოვრობდეს საკუთარი სინდისის სამყაროში. მე ბევრი რამ მინახავს და ჩემი რჩევაა გოგონებისადმი ასეთ სიტუაციაში, - უარი თქვან როლზე. თუ შენ გიწერია გახდე მსახიობი ან ვარსკვლავი, შენ გახდები. არა იმიტომ რომ შენ გამოიჩინე "კეთილგანწყობა" ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პიროვნების მიმართ.
გადასაღებ მოედანზე მე ვხედავ ახალი თაობის "ბარტყები" როგორ ირევიან ირგვლივ, რეჟისორი კი აცდევინებს მათ მანამ სანამ არ ამოეწურებათ მოთმინება. გგონიათ ვერ ვხვდები რა დგას ამის უკან? მოდის პრემიერის დღე და მე ვხედავ ერთ-ერთ მათგანს ფილმში. მე უკვე ვიცი საიდან გაჩნდა ის შფილმში და რა საფასური გადაიხადა მან ამისათვის. ჩემს თვალში ის კარგავს პატივისცემას და ასევე სხვათა თვალშიც. როგორ გგონიათ თავად არ დაკარგავს საკუთარი თავისადმი პატივისცემას? არ ღირს ეს ყველაფერი ამად.
ზინათ ამანი:
-ძნელი სათქმელია ამ შემთხვევაში ვინ ვის იყენებს. პროდიუსერი, რომელიც სარგებლობს სიტუაციით თუ ის გოგონა, რომელსაც ისე ძალიან უნდა როლი რომ აცდუნებს პროდიუსერს. ნებისმიერმა კარგმა მსახიობმა, რომელიც ღირსეულია თავისი წოდების უნდა იმუშაოს კამერის წინ და არა მის მეორე მხარეს.

სიმი გარევალი

აბანა აზმი

ზინათ ამანი

1 комментарий:

Анонимный комментирует...

magari qalbatonebi!
koveltvis tanamedroveebi ikvnen!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails