ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 10 февраля 2010 г.

ანუშკა შარმათი მხოლოდ იაშ რაჯ ფილმზია დაინტერესებული

თუმცა ანუშკა შარმას დებიუტი შედგა ისეთ ჰიტში როგორიცაა ფილმი, "rab ne bana di jodi", ჯერჯერობით მისით იაშ რაჯ ფილმზის გარდა სხვა კინოკომპანია არ დაინტერესებულა. მისი მეორე ფილმიც ამავე კინოკომპანიის მიერაა წარმოებული, სადაც მას უწევს პარტნიორობას შაჰიდ კაპური.
ამჟამად კინოკომპანიამ ანუშკა შარმასთან და დებიუტანტ რანვირ სინგჰთან ერთად ხელი მოაწერა მესამე პროექტს. ფილმის პროდიუსერი იქნება ადიტია ჩოპრა, რეჟისორი დებიუტანტი მანიშ ჩოპრა, რომელიც მანამდე თანარეჟისორი იყო ამ სტუდიაში გადაღებული ფილმების უმრავლესობის.
პროექტი ჯერჯერობით უსათაუროა და აგებულია შრუტისა და ბიტოს (ანუშკა შარმა და რანვირ სინგჰი) მეგობრობაზე. მათ ახლახან დაამთავრეს დელის უნივერსიტეტი. ფილმი შეეხება იმას თუ რა განსაცდელი ელის მათ ურთიერთობას და რას სთავაზობს მათ დელის ბრწყინვალე ცხოვრების გულუხვი სამყარო.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails