ვიდიას მკერდქვეშ ისმის გულისცემა პატარა არსების, რომელზე ზრუნვისთვისაც მომავალი დედა იშვიათად იცლის თავისი პროფესიიდან გამომდინარე.
გარიჟრაჟზე გამვლელებს აოცებს მუმბაის ქუჩებში მოსეირნე ან დილის რეისის მომლოდინე ბოლივუდის ვარსკვლავი.
მიუხედავად ასეთი გრაფიკისა ვიდია მაინც არ წუწუნებს. თავისი წარსულის გათვალისწინება და განვლილი სიძნელების გახსენება არ აძლევს მსახიობს საშუალებას ვარსკვლავური მტვრით დაბრმავდეს.
ვიდია ბალანი დაიბადა 1978 წლის 1 იანვარს.
მისი კარიერა დაიწყო მუსიკალური კლიპებით, სარეკლამო რგოლებითა და საპნის ოპერებით.
მისი როგორც მსახიობის დებიუტი შედგა ბენგალურ ფილმში (2003) და მან კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოგვიანებით მისი დებიუტი ჰინდი კინოშიც შედგა. ეს იყო ფილმი, "parineeta" (2005), რის გამოც მან ქალის როლის საუკეთესო დებიუტისათვის ჯილდოც მიიღო.
Комментариев нет:
Отправить комментарий