არ გამოტოვოთ ფილმის თბილისური პრემიერა
ის რომ კარამ ჯოჰარის ნებისმიერ პროექტს რეკლამა არ ჭირდება ინდური კინოს მოყვარულებმა უკვე იციან. ამჯერად მისი ახალი პროექტის რეჟისორზე, რენსილ დე სილვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ვთქვა რომ მისი სახით ბოლივუდის ცნობილი რეჟისორების რიცხვს კიდევ ერთი ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. აქამდე ის ცნობილი იყო როგორც სცენარის ავტორი ფილმისა, "გაზაფხულის ფერები".
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ისეთ თემებზე როგორებიცაა ტერორიზმი და ისლამი.
ფილმი იწყება როგორც სიყვარულის ისტორია, თუმცა მას შემდეგ რაც სიუჟეტში ვითარდება ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობა, სიყვარული გადადის მეორე ხაზზე და წინ წამოიწევს მძაფრი სიუჟეტი, რომელსაც რენსილ დე სილვა, კარან ჯოჰართან თანაავტორობით ყოველ ახალ ნაბიჯზე საინტერესოს ხდის.
ავანტიკას (კარინა კაპური), რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის შეუყვარდება კოლეგა იშან ქჰანი (საიფ-ალი ქჰანი). წყვილი დაქორწინდება და ერთად გაემგზავრება ამერიკაში სადაც ავანტიკას სამუშაო ელოდება. ახალ სამეზობლოში ავანტიკა გაიცნობს ახალგაზრდა ქალს, სალმას, რომელიც მას ეუბნება რომ საფრთხეშია და დახმარებას სთხოვს. თვალის დევნებისას ავანტიკა შემთხვევით გახდება მოწმე ტერორისტული აქტის მზადებისა, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილეც მისი მეუღლე აღმჩნდება და მალევე მიხვდება რომ ის მხოლოდ პაიკია უზარმაზარ თამაშში.
ავანტიკა დახმარებას სთხოვს ნაცნობ ტელეჟურნალისტს, რიაზს (ვივეკ ობეროი), რომელიც თავის მხრივ უპირისპირდება ტერორისტებს რათა სური იძიოს საყვარელი ქალის სიკვდილისათვის.
შესანიშნავი მსახიობების კრებული: საიფ-ალი ქჰანი, რომელიც თავშეკავებული და დამაჯერებელია ფილმში.
კარინა კაპური, რომელიც ნამდვილად ბრწყინავს როგორც გარეგნობით ასევე როლის ღრმა გააზრებით. საოცრად იდუმალია მათი ურთიერთობა ფილმში, რომელსაც რამდენიმე თამამი სცენაც ემატება, თუმცა არა გადამეტებული.
ვივეკ ობეროი, რომელიც ლიბერალი მუსლიმის გაწონასწორებულ სახეს ქმნის, თამაშის გულწრფელი და დამაჯერებელი მანერით ახერხებს მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას.
ფილმი შესაძლოა რაღაც ნიუანსებით მიამსგავსოთ ამავე ფაქტებზე აგებულ "ნიუ-იორკს". ვივეკ ობეროის გმირი, ნილ-ნიტინ მუკეშის გმირს, ადამიანს რომელიც ცდილობს შეიჭრას ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში. თუმცა მათი მამოძრავებელი მიზანი და ძალა ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვაა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ფილმი არ ემხრობა არცერთ მხარეს და უჭირავს ნეიტრალური პოზიცია, ავითარებს რა იმ აზრს რომ მუსულმანური ქვეყნებიც და აშშ-ც ერთნაირად არიან პასუხისმგებელი ამ ფაქტზე.
ფილმში ბევრი ძალიან საინტერესო სცენაა, მათ შორის ერთ-ერთი არის ვივეკის გმირისა და ამერიკელი სტუდენტის საუბრის სცენა, სადაც ვივეკის გმირის იდეოლოგია ღრმა და უნივერსალურია და მასში კარგად ჩანს აშშ-ს ნაკლოვანებები.
ფილმი განსხვავდება ჩვეულებრივი ჰოლივუდური თრილერებისაგან, მასში ყველაფერია, რასაც მსგავსი ჰოლივუდური ფილმები სთავაზობენ მაყურებელს, თუმცა დამატებულია უფრო მეტი დრამატიზმი და ინდური ფილმებისათვის დამახასიათებელი სულისშემძვრელი სცენები.
და თუ მაინც ეს ნაცნობ ისტორიად მოგეჩვენებათ, მაშინ ის ახლებურად და კარგადაა მოყოლილი.
რენსილ დე სილვამ გაბედული რეჟისორული დებიუტი გააკეთა ამ ფილმით.
შესაძლოა ფილმის ნახვის შემდეგ იყოს აზრთა სხვადასხვაობა, შესაძლოა დაეთანხმო ან არ დაეთანხმო მას ბევრ რაიმეში, შესაძლოა იკამათო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფილმი ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ მოგაქცევთ.
და ბოლოს ნამდვილი შექება "dharma production" - ს და კარან ჯოჰარს, ფილმისათვის რომელიც სრულიად განსხვავდება მათი წინა ნამუშევრებისაგან.
1 комментарий:
es pilmi dalian magaria.
Отправить комментарий