ფილმის სცენარი დაწერილია რეჟისორ რაჯკუმარ სანტოშისთან ერთად და რეჟისორი არ მიილტვის რეალიზმისაკენ. ფილმში არნახულ სილამაზეს თვალს ვერ მოსწყვეტთ. ეს არის მხიარული და ხელოვნური სამყარო, რომელშიც პრემი (რანბირ კაპური) ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. პრემმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ "ბედნიერთა კლუბი", რითაც ისინი ცდილობდნენ მარტივად გადაეწყვიტათ თავიანთი სასიყვარულო პრობლემები ან მარტივად გაეტარებინათ დრო.
ქალაქში ჩამოდის ჯენი, ობოლი ქალიშვილი, რომელსაც გამზრდელები აიძულებენ დაქორწინებას ადამიანზე მხოლოდ იმიტომ რომ ის მდიდარია. პრემი და ჯენი დამეგობრდებიან და პრემი მას დაპირდება რომ ამოუდგება მხარში... პრემს შეუყვარდება ქალიშვილი თუმცა ხვდება რომ ჯენის სხვა შეუყვარდება. პრემი გადაწყვეტს თავისი სიყვარული მსხვერპლად მიიტანოს...
იუმორი, კომპოზიტორ პრიტამის კარგი მუსიკა და ძალიან კარგი წყვილი რანბირ კაპურისა და კატრინა კეიფის სახით. ფილმში აგრეთვე მონაწილეობს უფენ პატელი, სასიყვარულო სამკუთხედის მესამე კუთხე.
ის რომ რანბირ კაპურს დიდი მომავალი აქვს ამ ფილმმა ნამდვილად დაამტკიცა - დაიწერა პრესაში.
გარდა ამისა კატრინამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან ერთად ეკრანზე.
ფილმი ნამდვილად გპირდებათ სასიამოვნო დროის გატარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий