

თუმცა როდესაც მან შეიტყო რომ ფილმისათვის საჭირო იყო რომ მსახიობს თმა შეეჭრა, პრიანკამ სასტიკი უარი განაცხადა.
მაყურებელს კარგად ახსოვს რომ ფილმისათვის "Love Story 2050" პრიანკამ თმები შეიღება წითლად.
ამჯერად კი ანურაგ ბასუს დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მსახიობი კატეგორიულ უარზეა
გარდა ამისა, როგორც უკვე დავწერე კარან ჯოჰარის ფილმში "Agneepath" მთავარი როლი კარინა კაპურს უნდა შესრულებინა, თუმცა ამჯერად როლზე პრიანკა ჩოპრა დაამტკიცეს.
როგორც ამბობენ ეს სუზანა ქჰანის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რადგან მას არ სურს რიტიკი კარინა კაპურთან რომ მუშაობდეს.

იმედია სუზანას მათი მეგობრობის საწინააღმდეგო არაფერი ექნება.

ახლახან რეჟისორ აბჰიშეკ კაპურის დაბადების დღეზე როგორც თვითმხილველი ამბობს აქშაი კუმარის მეუღლე – ტვინკლი ქჰანა კუთხეში იჯდა ბობი დეოლის მეუღლესთან – ტანიასთან ერთად, მაშინ როცა სუზანა და გაური (შაჰრუჰისა და რიტიკის მეუღლე) საცეკვაო მოედანზე იყვნენ.
თუმცა სუზანამ შენიშნა თუ არა ტვინკლი, რომელთანაც ის წლებია მეგობრობს, მისკენ გაემართა სასწრაფოდ და წაიყვანა ის გაურის კამპანიაში.
როგორც თვითმხილველმა აღნიშნა სუზანას სურს მის რჩეულ მეგობრებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს და ეს შესაძლებელიც გახადა. თავიდან უხერხული სიჩუმე იყო შაჰრუჰისა და აქშაის მეუღლეებს შორის, მაგრამ საბოლოოდ ისინი ძალიან თბილად ურთიერთობდნენ.
თუმცა არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს მათ შორის დიდი მეგობრობის დასაწყისი იქნება. მათ მეუღლეებს შორის კონკურენცია იმის გარანტია რომ ეს არასდროს მოხდება.
გარდა ამისა მოდის ჟურნალები ხშირად ადარებენ მათ თავიანთ ფურცლებზე ერთმანეთს. ასე რომ იდუმალი შეჯიბრი მათ შორის ყოველთვის იქნება.
თუმცა მათ შეუძლიათ იყვნენ გულისხმიერები ერთმანეთის მიმართ და სხვათა დასანახად დაამტკიცონ თავიანთი დიდსულოვნება.
ცნობისათვის ამავე დაბადების დღეზე მათ გარდა იყვნენ დინო მორეა ნანდიტა მაჰტანისთან ერთად და არჯუნ რამპალი მეჰრ ჯესიასთან ერთად.

რამდენადაც ცნობილია ეს პროექტი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია მაგრამ ღირს კი მსახიობმა რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი სიცოცხლე?

ერთ–ერთი სიახლე არის ის რომ აბასისა და მუსტანის რეჟისორული დუეტის ახალ პროექტში რომელიც "Italian Job"–ის რიმეიქია, კატრინა კეიფის გამოსვლის შემდეგ მთავარი როლი სონაქშის შესთავაზეს.
ასევე ამ როლზე უარი თქვეს სონამ კაპურმა და დიპიკა პადუკონიმ.
თუ სონაქში დათანხმდება ამ როლზე ის ეკრანზე გამოჩნდება აბჰიშეკ ბაჩანთან, ნილ–ნიტინ მუკეშთან და ბობი დეოლთან ერთად.
სონაქში რომელიც მოიაზრება როგორც მომავალი ბოლივუდის ვარსკვლავი, უკვე მიწვეულია არბაზ ქჰანის მიერ შემდეგ მის ფილმში და ასევე კონტრაქტს აქვს ხელი მოწერილი კიდევ ერთ ფილმზე, რომელშიც ისევ სალმან ქჰანს გაუწევს პარტნიორობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий