ამ დღესთან დაკავშირებით ბოლივუდის ვარსკვლავებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი ვინ რას გულისხმობს სიტყვაში – "დამოუკიდებლობა".
პრიანკა ჩოპრა: "დამოუკიდებლობა" ჩემთვის იმის გაცნობიერებაა რომ შემიძლია ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში, ანუ მე შემიძლია თავისუფლად აზროვნება და იმის კეთება რაც მინდა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სიტყვების – "მე თავისუფალი ვარ" გაგება ღრმადა დაფარული თითოეულ ადამიანის ქვეცნობიერში. მე მსურს მოვუწოდო ყველა ქალს იმის გაცნობიერებისაკენ, რომ ისინი თავისუფალნი არიან არჩევანში და შეუძლიათ აკეთონ რაც სურთ. ოღონდ მათ უნდა გააცნობიერონ ის, რომ აუცილებელია იყვნენ თავდაჯერებულები და იპოვონ საკუთარ თავში ძალა გააკეთონ ის რისი გაკეთებაც სურთ.
ვიპულ შაჰი: "დამოუკიდებლობა" ჩემთვის ნიშნავს თავისუფლად იცხოვრო, თავისუფლად და გაბედულად გამოხატო საკუთარი აზრი. ებრძოლო ყველაფერს რაც ანგრევს ჩვენს საზოგადოებას.
ფარა ქჰანი: მე სიტყვა "დამოუკიდებლობის ქვეშ ვგულისხმობ იმას რომ მე შემიძლია ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა ეს, შემიძლია თავისუფლად გამოვხატო საკუთარი აზრი და არ მეშინოდეს რომ ვიღაცა ამიკრძალავს ამას.
იშა კოპიკარი: "დამოუკიდებლობა" ეს არის ის, რაც ასე გვსურს ყველას, თუმცა სინამდვილეში არც გვესმის ნამდვილი არსი ამ სიტყვისა. განდისა და ნერუს შემდეგ ჩვენ გვესმის მხოლოდ დაპირებები. მე მინდა გავაკეთო რაიმე ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით ინდოელი ქალებისათვის, მოვუწოდო მათ თავდაჯერებისაკენ...
ტრიშა კრიშნანი: ჩემთვის "დამოუკიდებლობა" ეს არის ვიცხოვრო თავისუფლად, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ყველას მხრიდან. "დამოუკიდებლობა" ეს არის შექმნა საკუთარი წესები და პრინციპები, რომლითაც იცხოვრებ. ფლობდე დამოუკიდებლობას – ნიშნავს გქონდეს საკუთარი თვალსაზრისი ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ირგვლივ ხდება.
დიპიკა პადუკონი: ჩვენ მნიშვნელოვნად წავედით წინ ბოლო 63 წლის მანძილზე. ეს ჩვენს პირადულ თავისუფლებასაც შეეხება. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ რომ მოგვეპოვებინა ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა. მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნით. მანოჯ ბაჯპაი: ჩემი აზრით დამოუკიდებლობა ეს არის აზრის თავისუფლება, მოქმედების თავისუფლება. შესაძლებლობა წავიდე იქ, სადაც მინდა და გავაკეთო ისე როგორც მინდა. ეს დიდი სიხარულია ჩვენი ხალხისათვის, ვხედავდეთ ჩვენს ქვეყანას ასეთს.
მუგდა გოდსე: "დამოუკიდებლობა" – ეს არის სიყვარული შენი ქვეყნისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий