ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 4 октября 2009 г.

ჩვენი საყვარელი მსახიობების შესახებ

ზინათ ამანი
დაიბადა 1951 წლის 19 ნოემბერს, გერმანიაში. დედა ინდუსი, მამა მუსულმანი, ცნობილი სცენარისტი. მშობლები გაიყარნენ როცა ზინათი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ხოლო 13 წლისა იყო როცა მამა გარდაიცვალა.
ზინათმა ბომბეიში დაამთავრა სკოლა და სწავლა გააგრძელა კალიფორნიაში.
სამშობლოში დაბრუნებული მუშაობდა სამოდელო ბიზნესში.
სილამაზის კონკურსში "მის ინდოეთი" აიღო მესამე ადგილი, ხოლო "მის აზიაში" - პირველი ადგილი.
პირველად გამოჩნდა ეკრანზე 1970 წელს ფილმში "The Evil Within".


თუმცა თავის ნამდვილ დებიუტად თვლის ფილმებს: "Hungama" და "Hulchul"
ცნობილი კი ის გახადა დევ ანანდის ფილმმა:
"Hare Rama, Hare Krishna" (1971), სადაც ის დევ ანანდთან და მუმთაზთან ერთად გადაიღეს.
ამ როლით ზინათი აღიარეს წლის საუკეთესო მსახიობად, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის.
თავის ავტობიოგრაფიაში დევ ანანდი წერდა: თავის დროზე, მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ზინათზე და მინდოდა მეთქვა მისთვის ამის შესახებ ერთ-ერთ წვეულებაზე. თითქოს ჯიბრზე, იქ აღმოჩნდა ნასვამი რაჯ კაპური, რამაც შეცვალა დევ ანანდის გადაწყვეტილება. მისთვის ეს იყო გულში ჩაცემული დანა. ის მაშინვე მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა ლამაზმანის გულის მონადირებას.
ზინათ ამანმა შეცვალა ინდოელი ქალის სახე ეკრანზე.
1980 წელს ზინათი ცოლად გაჰყვა სანჯაი ქჰანას, რომელიც 10 წლით პატარა იყო მასზე და ერთი წლის შემდეგ გაშორდა.

( სანჯაი ქჰანა არის მამა ზაიედ და სუზანა ქჰანებისა, მეორე ქორწინებაში)
1985 წელს ზინათი ცოლად გაჰყვა მსახიობ მაზჰარ ქჰანს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჰყავს ორი შვილი.
ამჟამად რაჯეშ ქჰანასთან ერთად გადაიღო ფილმში: "Kaash Mere Hote" და რაჯ ბაბართან ერთად ფილმში: "Dil To Diwana Hai".

2 комментария:

rumirumi71 комментирует...

ზინათ ამანზე ბავშვობაში ვაფრენდი :) მართალია ჰემა მალინიზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ზინათს სულ სხვა ეშხი და მომხიბლაობა ჰქონდა, უარყოფითი გმიერების როლებშიც კი, ულამაზესი ქალი იყო და დასამახსოვრებელ როლებს ქმნიდა, ცეკვაც გადასარევად შეეძლო, მოკლედ მასზეც შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებული ვიყავი :)
ნინო ცალკე მადლობა ვიდეო–მუსიკალური კოლექციისთვის, ვაფასებს შენს გემოვნებას ინდურ სიმღერებში :):):)

Unknown комментирует...

ეჰ, სოსო მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რომ ოდესმე ისეთ ლამაზს გამღვიძებოდა როგორიც ზინათ ამანი იყო, მაგრამ ასეთი ოცნებები არ ხდება ხოლმე...
რაც შეეხება სიმღერებს, მეც ძირითადად უფრო მელოდიური სიმღერები მომწონს...
ნელ-ნელა შევავსებ

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails