ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 15 октября 2009 г.

შაჰრუჰი

"ერთადერთი რაც მახსოვს მშობლების მონათხრობიდან, ჩემი ბავშვობის შესახებ, ის არის რომ თურმე დავიბადე ყელზე ჭიპლარშემოხვეული. მედდას უთქვამს რომ ეს კარგი ნიშანია და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი ბავშვი"
პირად ცხოვრებაში შაჰრუჰისათვის მაგალითს მამა, მოჰამედ ქჰანი წარმოადგენს. როგორც შაჰრუჰი გვიამბობს, მან თავისით მიაღწია ყველაფერს, ის იყო ძალიან განათლებული, იცოდა 6 ენა, იყო პატიოსანი ყველასთან მიმართებაში და გააჩნდა საუკეთესო იუმორის გრძნობა. ბავშვების აღზრდისას არასოდეს არ უყვიროდა მათ და არ სჯიდა. აძლევდა ნებას მოქცეულიყვნენ სურვილისამებრ, თვლიდა რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის შეცდომებზე და დამოუკიდებლად აგოს პასუხი თავის საქციელზე.
მისი ბავშვობისდროინდელი ფავორიტები იყვნენ: სოკრატესი, პელე, მარადონა და მათეუსი.
საყვარელი საგანი იყო ინგლისური, ცუდად გამოსდიოდა ჰინდი და მათემატიკა. თუმცა ჰინდისთან დაკავშირებული პრობლემები დედამ გადაუჭრა. "მან დამპირდა რომ თუ ყველა ჰინდის დავალებას შევასრულებდი, ის წამიყვანდა კინოში, ჰინდი ფილმზე. მეც მთელი ღამეები ვიზუთხავდი ჰინდის და მანაც შეასრულა დაპირება. მანამდე მე არ ვყოფილვარ კინოში. "
ამ შემთხვევის წყალობით შაჰრუჰი გაიტაცა ინდურმა კინომ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიბაძვის ობიექტად მან აირჩია მუმთაზი. მას მოსწონდა მისი პლასტიკა, მისი ენერგეტიკა, როგორ ცეკვავდა...
19 წლის ასაკში მის ცხოვრებაში გამოჩნდა გაური. ის იყო პირველი გოგონა, რომელიც საცეკვაოდ მივიწვიე. მე განსაკუთრებით ვეჭვიანობდი მასზე, არ მომწონდა როცა გაშლილი თმით დადიოდა, ან სეირნობდა სანაპიროზე და სხვა მამაკაცები უყურებდნენ. მე ვცდილობდი მის გაკონტროლებას და ერთხელაც ის წავიდა სანაპიროზე ისე რომ ჩემთვის არ უთქვამს. მე დახმარება ვთხოვე მეგობრებს და ჩვენ წავედით მის საძებნელად, მთელი სანაპირო მოვიარეთ და მაინც ვიპოვეთ. ის წყალში იდგა და ისეთი მშვენიერი იყო...
ჩვენ ვისაუბრეთ და მოვეხვიეთ ერთმანეთს... ამის შემდეგ არც დავშორებულვართ..."
მსახიობი იხსენებს თუ როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან:
ის იყო რომანტიული, ხოლო გაური პრაგმატული და თავშეკავებული. შაჰრუჰი მზად იყო ქუჩაში ეცეკვა მისთვის და ერთხელ გააკეთა კიდეც ეს,
"ერთ-ერთი კამათის შემდეგ გაურიმ მითხრა რომ აღარ უნდოდა ჩემი დანახვა. მეორე დღეს როდესაც მე ვთხოვე ჩემთან ერთად წამოსვლა, მან არც გამიღიმა. სასოწარკვეთილმა მე გადავხტი გზაჯვარედინზე და დავიწყე ცეკვა. ვუთხარი რომ არ გავჩერდებოდი მანამ სანამ არ დამთანხმდებოდა. ირგვლივ უამრავი მანქანა გაჩერდა. ეს სცენა ფილმის სცენას ჰგავდა... ბოლოს მე გავიმარჯვე, რადგან გაურის არ შეეძლო ამ სცენის ატანა ქუჩაში..."
დიდი ხნის მანძილზე ისინი ხვდებოდნენ ჩუმად, რადგან გაურის მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ სხვა რელიგიის ვაჟისა, რომელიც ცდილობდა თავისი ძალების კინოში მოსინჯვას.
თუმცა მათ შეძლეს ყველაფერი გადაეტანათ და ყველანი დაერწმუნებინათ.
1991 წლის 25 ოქტომბერს ისინი დაქორწინდნენ. "მე გავიღვიძე დილით გაურისთან ერთად... არსად არ ვიყავი წასასვლელი და არც არავისგან დასამალი... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტთაგანი ჩემს ცხოვრებაში" - იხსენებს შაჰრუჰი.
ახლა მათ ჰყავთ ორი მშვენიერი შვილი, ვაჟი - არიანი და გოგონა - სუჰანა.
თავისი კარიერა შაჰრუჰმა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას დაიწყო, ეს იყო სატელევიზიო სერიალები. პირველი დებიუტი დიდ კინოში იყო 1991 წელს შედგა.
დღეისათვის ის მსოფლიო მაშტაბის მსახიობია. მისი ცვილის ფიგურა დგას მადამ ტიუსოს მუზეუმში, მისადმი მიძღვნილია ათობით წიგნი და ასობით საიტი ინტერნეტში. ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა ეს 90-ანი წლების დასაწყისში, როცა შაჰრუჰი ჩამოვიდა ბომბეიში ერთადერთი ოცნებით, გამხდარიყო მსახიობი. მას არ ჰყავდა მდიდარი ნათესავები, აუცილებელი კავშირები და არ გააჩნდა ის, რის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ინდური კინოს ვარსკვლავი, გარეგნობის და ცეკვის ნიჭის გარეშე.
მაგრამ გამოვიდა თუ არა შაჰრუჰის მონაწილეობით ფილმები, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა.
ის იღებს ჯილდოებს ერთი-მეორის მიყოლებით:
1992 წ - საუკეთესო დებიუტისათვის, ფილმში: "შეშლილი სიყვარული";
1993 წ - საუკეთესო მსახიობი ფილმისათვის, "სიკვდილთან თამაში" და კრიტიკოსების აზრით საუკეთესო მსახიობი ფილმისათვის, "სიყვარულის სეზონი" 1994 წ - საუკეთესო უარყოფითი როლისათვის ფილმში, - "კაპრიზი"
1995 წ - წლის საუკეთესო მსახიობი ფილმისათვის "მოუტაცებელი საპატარძლო"
ასეთი რამ არ მომხდარა, ახალბედა მსახიობმა ჩამოიტოვა წამყვანი მსახიობები და ამის მიზეზი შაჰრუჰის გასაოცარი შრომისმოყვარეობა იყო.
არიან მსახიობები რომლებიც მუდმივად თამაშობენ ან შეყვარებულ გმირს, ან უარყოფით გმირს. შაჰრუჰს არ ეშინია გადავიდეს ერთი სახის გმირიდან მეორეზე. ის იყო გმირიც, წარუმატებელიც, უბრალო ადამიანიც, იმპერატორიც, მართალიც და არამართალიც...
ამჟამად დიდია მოლოდინი ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორის, კარან ჯოჰარის ფილმისადმი, "ჩემი სახელია ქჰანი", რომელიც ტერორიზმის თემას შეეხება და სადაც შაჰრუჰი გამოჩნდება თავის საყვარელ პარტნიორთან კაჯოლთან ერთად, რომელთანაც მას არ უთამაშია 2000 წლის შემდეგ.

6 комментариев:

Анонимный комментирует...

ეს კაცი ჩემი ცხოვრებააა ხალხოოოო...
უმაგრესია და ვერავინ სეედრებააააააააა

Анонимный комментирует...

შაჰრუკჰ მაგარია! I LOVE HE!

Анонимный комментирует...

საერთოდაც ძალიან სიმპათიური იყო როგორც კარიერის დასაწყისში აგრეთვე დღესაც! და თუ შეიზლება რომ არ იყოს ასეთი განცხადებები ! სხვაგან ბიოგრაფიაში არსად არ წერია ასეთი რამ!

Анонимный комментирует...

Rato?mshvenieri aghnagobaa aqvs chems SRK-s. :D martla dzaan mikvars,umagresi kacia,kvelaperi gamoudis. diana

მაყვალა ღვინაშვილი комментирует...

თავის დროზე ინდური კინოს სახე, ვფიქრობ, რაჯ კაპური იყო; მან ბავშვობაში ინდოეთიც შეგვაყვარა. ახლა, დღევანდელი ინდური კინოს სახე ბაჩანი და "შაჰრუჰია". მისი ხელოვნება მსოფლიოს ხალხს ეკუთვნის. პოლიტიკური პარტიები თავის დროს მოჭამენ; ხელოვნება "შაჰრუჰის" სახით დარჩება მსოფლიო კინოში. მას იქეთ მოუბოდიშონ...

maki комментирует...

is kvela pilmshi sauketesot tamashobs. magari msaxiobia

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails