11-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში, ყოველწლიური, რიგით მეცხრე ინდური კინოს ფესტივალი გაიმართება (Mahindra Indo - American Arts Council (MIAAC) Film Festival).
ფესტივალში მონაწილეობისათვის აშშ-ში მიწვეულები არიან: ნასირუდინ შაჰი, შარმილა თაგორი, ფარჰან აჰტარი, მანიშა კოირალა, რაჰულ ბოსე, შაბანა აზმი, ჯავედ აჰტარი, შიიამ ბენეგალა და ბევრი სხვა ცნობილი სახე.
ფესტივალის პროგრამაში 47 ინდური ფილმია ჩართული, მათ შორის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.
ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება კინოკომედია: «Today`s Special», რომელიც ნიუ-იორკშია გადაღებული. ეს არის შეფ-მზარეულ სამირის ისტორია, რომელიც ოცნებობს გახდეს იმ რესტორნის მფლობელი სადაც მუშაობს. სამირის როლში თავად რეჟისორი ასიფ მანდვია დაკავებული. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება ფილმი: «Antaheen - The Endless Wait», შარმილა თაგორის და აპარნა სენის მონაწილეობით. მაყურებელი ნახავს აგრეთვე შიიამ ბენეგალას, ანურაგ კაშიაპის და სანტოშ სივანის ახალ ფილმებს.
1 комментарий:
http://lumerkoz.edu real beauty page http://riderx.info/members/Buy-Hydrocodone.aspx affiliate http://rc8forum.com/members/Buy-Zithromax.aspx infection http://www.ecometro.com/Community/members/Buy-Hydroxyzine.aspx bells http://rc8forum.com/members/Buy-Zofran.aspx exclusivist http://www.ecometro.com/Community/members/Buy-Bactrim.aspx eelink
Отправить комментарий