ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 27 октября 2009 г.

აქშაი კუმარი


ნამდვილი სახელი და გვარი:
რაჯივ ჰარი ომ ბჰატია.
დაიბადა 1967 წლის 9 სექტემბერს.
ის იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის ვისი ფილმებიც ყოველთვის ლიდერობენ გაქირავებაში. ის შესანიშნავად ერთვება მსახიობთა ნებისმიერ ანსამბლში და პარტნიორებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
მაყურებლისათვის ის ინდოელი "ჯეკი ჩაინიც" არის და "დონ ჟუანიც" ერთ სახეში.
ნებისმიერ ამპლუაში იქნება ეს პოლიციელი თუ როკ-მუსიკოსი ის შესანიშნავად ახერხებს თავის გამოვლენას.
დიდების მწვერვალისაკენ მიმავალი გზა არც ისე ადვილი იყო ღარიბ ოჯახში დაბადებული ბიჭისათვის. მამა დილით მიდიოდა სამსახურში და საღამოს დაბრუნებული თუ იტყოდა რომ დღეს მიდიოდნენ კინოში, მაშინ მთელი ოჯახი ბედნიერი იყო.
სწავლაზე მეტად ყოველთვის სპორტი იტაცებდა.
მერვე კლასში იყო, მამა სკოლაში რომ დაიბარეს მისი საქციელის გამო. შინ დაბრუნებული მამა საშინლად უყვიროდა ვაჟს, "ბოლოსდაბოლოს ვინ გინდა გამოხვიდე ცხოვრებაში?"
მამასთან შესაპასუხებლად რაჯივმა მაშინ განაცხადა, რომ წავიდოდა სახლიდან და გახდებოდა მსახიობი.
14 წლის მოზარდს მაშინ ვერც წარმოედგინა რომ დააპროგრამა თავისი ბედი.
სკოლის დამთავრებისთანავე ოჯახის ნებართვის გარეშე ის მიდის რამდენიმე წლით ბანგკოკში, რომ სრულყოს აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნება. ამავდროულად მუშაობს მიმტანად ჩინურ რესტორანში, რომ შეძლოს სწავლის საფასურის გადახდა. ის სწავლობს ორთაბრძოლების რამდენიმე სახეს და
"შავი ქამრით " ბრუნდება ინდოეთში.
მოგვიანებით ის გზავნის თავის მონაცემებს ყველა საკასტინგო სააგენტოში და ერთ თვეში იღებს რამდენიმე წინადადებას პროდიუსერებისგან.
პირველი ფილმები იმდენად იყო დატვირთული "ტრიუკებით" რომელსაც მსახიობი თავად ასრულებდა, რომ მოგეთხოვა მისგან დრამატული როლების შესრულება ეს სასაცილო იყო.
შოუ ბიზნესის დაუწერელი კანონების მოხედვით მსახიობმა აიღო ფსევდონიმი, თუმცა არავინ იცის რატომ აირჩია გასული საუკუნის პოეტის, აქშაი კუმარის სახელი. შესაძლოა ეს დამთხვევა იყოს.
რაჯივ ჰარი ომ ბჰატიამ დაიწყო კინოცხოვრება ახალი სახელით - აქშაი კუმარი.
1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა ბოევიკი: "khiladi", რომელსაც დიდი წარმატება მოჰყვა. ამის შემდეგ მოკლე პერიოდში გამოდის ფილმების მთელი რიგი მისი მონაწილეობით, სადაც ის ითვლება საუკეთესო კასკადიორად, თუმცა მაყურებელს ესეც მობეზრდა და მისი ფილმები სულ უფრო ნაკლებად იყიდება.
არ შველის არც სკანდალური რომანები ისეთ მსახიობებთან როგორებიცაა:
შილპა შეტი, მაჰიმა ჩოუდჰარი, პუჯა ბჰატი, აიეშა ჯულკა, რექჰა, რავინა ტანდონთან ის დაინიშნა კიდეც.
მისი რომანი ტვინკლი ქჰანასთანაც სწორედ ასევე აღიქმებოდა, რომ ცოტა ხნით გაერთობოდა ახალ პარტნიორთან და გადაერთვებოდა სხვაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა.
აქშაიმ და ტვინკლიმ საქვეყნოდ გამოაცხადეს ქორწილის შესახებ, მაგრამ ქორწინების ცერემონიალიდან შოუ არ გაუკეთებიათ.
2001 წლის 17 იანვარს ისინი დაქორწინდნენ დილით, დიზაინერების აბუ ჯანის და სანდიპა ქჰოსლას მაღაზიაში, ჯუჰუში, სადაც მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.
დაქორწინება და მამობა კარგად აისახა აქშაის კარიერაზე, მას უკვე სხვა ხასიათის როლებს სთავაზობენ და წარმატებებიც აღარ აყოვნებს. მისი ბოლო ფილმები კარგად იქნა მიღებული მაყურებლისა და კრიტიკების მიერ და 2002 წელს ფილმში "Ajnabee", შესრულებული უარყოფითი როლისათვის პრემიაც მიიღო.
ამის შემდეგ მას მარცხი არ განუცდია.
მსახიობმა თავი მოსინჯა დისტრიბიუტორ-გამქირავებლის როლშიც.
ფილმი "Waqt", რომელშიც მსახიობი თავის პირად დამოკიდებულებას თამაშობს მამასთან, ფინანსური მიზეზების გამო მთელი წელი ვერ გამოვიდა ეკრანზე. აქშაიმ შეიძინა გაქირავების უფლება მუმბაის ტერიტორიაზე.
2005 წლის რეკორდსმენი გახდა შემოსავლის მხრივ.
მსახიობი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails