მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უცხოური საიტებიდან თუ ინფორმაციის სხვა წყაროებიდან, მაგრამ ქართულ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია მსახიობის შესახებ თითქმის არ არსებობს არც პრესაში და არც ტელევიზიაში.
წიგნი - "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", რომლის ავტორიც ყველასათვის ცნობილი, ბ-ნი დათო ბეჟიტაშვილია, ქართულ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნია. აქამდე ბოლივუდის არცერთი მსახიობის შესახებ არ გამოცემულა მსგავსი წიგნი.
მასში თავმოყრილია უამრავი დეტალი მსახიობის პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოდ არის მოწოდებული, რომ დარწმუნებული ვარ წიგნს ნებისმიერი სიამოვნებით წაიკითხავს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის, ამ ლეგენდარული მსახიობის თაყვანისმცემელი.
როგორც თავად წიგნის ავტორი წერს შესავალში: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გახდებით ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ".
წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და ფასიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. იყიდება მხოლოდ მაღაზია "პლანეტა ბოლივუდში"

1 комментарий:
es cigni chems megobars aqvs. aucileblad cavikitxav...
Отправить комментарий