მას შემდეგ, რაც კინოთეატრი "ახმეტელი" დაიხურა და ინდური ფილმები დიდი ეკრანიდან გაქრა, ინდური კინოს მოყვარულთა უზარმაზარი არმია DVD დისკებზე მოწოდებული ფილმების იმედად დავრჩით.
ალბათ ამიტომაც, ჩვენთვის შეიძლება ითქვას, ერთადერთ, საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი", რომელიც უკვე კარგა ხანია გულთბილად მასპინძლობს ინდური კინოს მოყვარულთ და დისკების შინ მიტანაზეც იღებს შეკვეთებს.
მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია ინდური კინემატოგრაფის ძველი თუ ახალი კინოშედევრების, შოუ-კონცერტების და აგრეთვე აუდიო დისკების.
გარდა ამისა შეგიძლიათ შეიძინოთ ჟურნალები და პირველი ქართული წიგნი ბოლივუდის ლეგენდის შესახებ -
"ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი".
ამ წიგნს ბლოგზე ცალკე სტატია მიეძღვნება.
თითქმის ყოველ კვირას ხდება მაღაზიის ახალი ფილმებით შევსება.
ლამაზი ინტერიერი, სასიამოვნო ინდური მუსიკა და ინდურ კინოზე შეყვარებულ ადამიანებთან შეხვედრა... დარწმუნებული ვარ თუ კი ერთხელ მაინც ეწვევით მაღაზიას, ის თქვენთვის საყვარელ ადგილად გადაიქცევა.
მათ, ვინც ჯერ არ სწვევია მაღაზიას მივაწვდი მის კოორდინატებს.
მაღაზია მდებარეობს ქეთევან წამებულის 46 / ბ, მეტრო 300 არაგველის გვერდით.
ტ: 309 022
Комментариев нет:
Отправить комментарий