ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 13 октября 2009 г.

ამიტაბჰ ბაჩანი 67




1942 წლის 11 ოქტომბერი, ალაჰაბადი, ინდოეთი...
დიახ, სწორედ 67 წლის წინ ამ დღეს, ცნობილი ინდოელი პოეტის, ჰარივანშ რაი ბაჩანის ოჯახში დაიბადა ამჟამად უკვე ბოლივუდის ლეგენდად წოდებული, ამიტაბჰ ბაჩანი.


ზოდიაქოს ნიშანი - სასწორი
მოფერებითი სახელი - ამიტ

რა მოსწონს თავის თავში - სიმაღლე და გარეგნობა
ენები - ჰინდი, ინგლისური და ცოტა პენჯაბური ჰინდი
საყვარელი სუნამო - ხშირად ცვლის
საყვარელი დასასვენებელი ადგილი - ურჩევნია იქ დასვენება, სადაც არავინ იცნობს
საყვარელი საჭმელი - ინდური ვეგეტარიანული საჭმელი
საყვარელი საიტები - ბევრს არ "მოგზაურობს" საიტებზე, იყენებს "Yahoo"-ს ელექტრონული ფოსტისათვის.
ეკრანებზე გამოჩნდა 40 წლის წინ, თუმცა მისი პირველი ფილმი: ”Saat Hindustani”, რომელიც 1969 წელს გამოვიდა არ იყო წარმატებული.
პოპულარობა მსახიობთან თანდათან 1973 წლიდან მოვიდა.
თავისი კარიერის მანძილზე ამიტაბჰ ბაჩანმა უამრავი როლი შეასრულა და თითოეულ ფილმს მისი მონაწილეობით დიდი წარმატება აქვს ნებისმიერი ასაკის მაყურებელთა შორის.
მალე გამოვა ეკრანებზე ზღაპარი ალადინი, სადაც ბაჩანი ზღაპრული ჯინის როლს თამაშობს. აგრეთვე დასასრულს უახლოვდება მუშაობა ფილმზე: "Paa", რომელშიც მსახიობი თავის შვილთან ერთად მონაწილეობს და აბიშეკის შვილის როლს ითამაშებს.
წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს თავის შემოქმედებით გზაზე

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails