ბოლივუდის ინდუსტრია სინამდვილეში წარმოადგენს ათობით ერთმანეთს შორის კონკურენტულ კინოკომპანიას. ზოგიერთი მათგანი წელიწადში 5-10 დაბალი ხარისხის ფილმს უშვებს. ზოგიერთები 5 წელიწადში ერთხელ უშვებენ ძვირადღირებულ ფილმებს ბოლივუდის მეგავარსკვლავების მონაწილეობით. ეს ორი უკიდურესი შემთხვევაა. დანარჩენი კინოსტუდიები საშუალოს წარმოადგენენ ამათ შორის და ერთი ფილმის გამოშვებას დაახლოებით ერთ წელს ანდომებენ. ამჯერად იაშ და კარან ჯოჰარების რეჟისორულ დინასტიაზე და მათ კინოკომპანია "დჰარმა პროდაქშენზე" შევჩერდეთ. სწორედ მათი დამსახურებაა რომ ბოლივუდური ფილმები მსოფლიო კინოგაქირავებაში მოხვდა.
მათ ფილმებს სამშობლოში მოპოვებული აქვთ აბსოლიტურად ყველა პრესტიჟული ჯილდო თითქმის ყველა ნომინაციაში.
"დჰარმა პროდაქშენის" სათავეში იდგა იაშ ჯოჰარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მისი კინოკარიერა დაიწყო 1952 წელს, როცა ის მიიღეს ასისტენტად იმ დროისათვის ლიდერ კინოკომპანია "Ajanta arts"-ში. მუშაობდა სუნილ დატთან, დევ ანანდთან.
1976 წელს იაშმა მოაგროვა საჭირო ფინანსები და გახსნა საკუთარი კინოსტუდია, რომელმაც შექმნა იმ დროისათვის ცნობილი ფილმი "Agneepath", ამიტაბჰ ბაჩანის და მითჰუნ ჩაკრაბორტის მონაწილეობით და "Duplikate", შაჰრუჰის მონაწილეობით. იაშ ჯოჰარის რეპუტაცია იმდენად მაღალი იყო, რომ როცა ჰოლივუდში ეძებდნენ ინდოელ პარტნიორს "ჯუნგლების წიგნის" გადაღებისათვის, არჩევანი "დჰარმა პროდაქშენზე" შეჩერდა. ამერიკელებმა მკვეთრად შეცვალა ჯოჰარების კინოდინასტიის გეგმები.
90-ან წლებში წინა პლანზე გამოდის იაშის ვაჟი, კარანი. მან ბევრი რამ ისწავლა ამერიკელებისგან. გაემგზავრა ჰოლივუდში, დაამთავრა რეჟისორული კურსები და დაბრუნდა ამბიციური გეგმებით გადაეღო ინდური ფილმები საექსპორტოდ. 25 წლის ასაკში კარანი თავისი მეგობრების, შაჰრუჰის, რანის და კაჯოლის მხარდაჭერით წერს სცენარს და იღებს ფილმს "Kuch kuch hota hai".
ფილმს გრანდიოზული წარმატება ჰქონდა ინდოეთში და იქცა პირველ მერცხლად საზღვარგარეთულ გაქირავებაში.
შემდეგ პროექტში "Kabhi khushi kabhie gham", ამ სახელებს მიემატა რიტიკ როშანი, ჯაია და ამიტაბჰ ბაჩანი. ფილმში მოქმედებების ნახევარი ხდება უკვე ლონდონში. ფილმმა გაამართლა. კანში მსოფლიო პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, ხოლო გაქირავებისა და სატელევიზიო ჩვენებებისათვის ფილმი შეისყიდა ათობით ქვეყანამ.
შემდეგი სურათი "Kal ho naa ho" მთლიანად ამერიკაში, ნიუ იორკშია გადაღებული. საინტერესო ისაა რომ ამერიკელები იაფად რომ გადაიღონ ფილმი აღმოსავლეთს სტუმრობენ, ხოლო ინდოელები არ იშურებენ სახსრებს რომ ფილმი პრესტიჟულ ადგილებში გადაიღონ.
ამჯერად კარანმა რეჟისორული მმართველობა გადასცა თავის მეგობარს ნიქჰილ ადვანის, ხოლო თითონ პროდიუსერული საკითხები დაიტოვა.
გარდა ამისა კარანისა და შაჰრუჰის ერთობლივი პროდიუსერობით გამოვიდა ახალი ფილმი "Kaal". ამ ფილმში წინა ნამუშევრებისაგან განსხვავებით გადაიღეს ახალი ვარსკვლავები: ვივეკ ობეროი, შაჰიდ კაპური, ჯონ აბრაჰამი, აჯაი დევგანი, ლარა დატა, იშა დეოლი...
ცნობილია რომ შაჰრუჰმა დაპირდა კარანს ყველა მის პროექტში მიეღო მონაწილეობა, ამიტომ ამ ფილმში შეიტანეს საცეკვაო ნომერი შაჰრუჰის მონაწილეობით.
ამ კინოკომპანიის ფილმების ჩამოთვლა საკმარისია იმისათვის რომ მასზე წარმოდგენა შეგვექმნას, ესენია: "Kabhi alvida naa kehna", "Dostana"...
2009 წელს გამოვა "kurbaan", და "wake up sid", ხოლო 2010 წელს "My name is khane", რომელშიც ყველასათვის საყვარელი წყვილი შაჰრუჰ ქჰანი და კაჯოლი მონაწილეობს.
"დჰარმა პროდაქშენის" წარმატებების საწინდარი უნდა ვეძებოთ იმ შინაურულ და მეგობრულ ატმოსფეროში, რომელიც მეფობს გადასაღებ მოედანზე,
იმ შემოქმედებით აზარტში და საქმისადმი სიყვარულში რომელსაც ისინი დებენ პროექტებში. მაყურებელი კი ამას გრძნობს და იგივეთი პასუხობს.
შაჰრუჰი და კაჯოლი ახალ ფილმში "ჩემი სახელია ქჰანი"
1 комментарий:
dzalian mikvars es rejisori, magaria, induri filmebi shevalaaaa
Отправить комментарий