კარან ჯოჰარის ახალი ფილმი: “Джихад / Kurbaan", ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდებიან. საიფ-ალი ქჰანი ამ ფილმში ტერორისტის როლს თამაშობს.
მისი გმირი ისე იქცევა როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, თავაზიანია, მზრუნველი, მშვენივრად ჩაცმული და გამოიყურება როგორც კოლეჯის პროფესორი.
სწორედ ეს არის ყველაზე საშინელი...
როლისათვის მზადებისას საიფმა ბევრი რამ წაიკითხა ისლამზე და აღიარებს რომ, ამან ახლებური გაგება მისცა მას რელიგიის.
კარინა კაპური ფილმში თამაშობს მთავარი გმირის ცოლის როლს.
ფილმში ასევე მონაწილეობს ვივეკ ობეროი.
მეორეხარისხოვან როლებში დაკავებულები არიან: დია მირზა, სუნილ შეტი,
ომ პური, კირონ ქჰერი.
ფილმი გაქირავებაში გამოვა ნოემბრის ბოლოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий