ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

სალმან ქჰანი - सलमान ख़ान

სალმან ქჰანი დაიბადა 1967 წლის 27 დეკემბერს.
მისი დებიუტი შედგა ფილმში, "Biwi Ho To Aisi"(1988).
წარმატება მოუტანა ბლოკბასტერმა "Maine Pyar Kiya"(1989), რისთვისაც მან მიიღო ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის. ეს ფილმი 1989 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო.
მისი შემდგომი ფილმების არასრული სიაა: "Saajan" (1991), "Hum Aapke Hain Kaun"(1994), "Karan Arjun" (1995), "Khamoshi: The Musical" (1996), "Biwi No.1" (1999).
1999 წელს მან ასევე მიიღო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო
შესრულებისათვის პრიზი, ფილმში, "Kuch Kuch Hota Hai"(1998).
ამის შემდგომი ფილმებია: "Hum Dil De Chuke Sanam" (1999)"Har Dil Jo Pyar Karega" და "Chori Chori Chupke Chupke" (2000), "Hum Tumhare Hain Sanam" (2002), "Tere Naam" (2003), "No Entry"(2005), "Salaam E Ishq" და "Partner" (2007) და "Wanted (2009).
ეს არის ფილმები რომელთა მეშვეობითაც სალმან ქჰანი ბოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა.
სალმან ქჰანი არის ცნობილი სცენარისტის სალიმ ქჰანისა და მისი პირველი მეუღლის, სალმა ქჰანის შვილი. თუმცა მას არასოდეს არ უსარგებლია ამით როგორც სჩვევიათ ხოლმე ბოლივუდში და ყველაფრის მიღწევას მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეცადა.
მამამისის მეორე მეუღლე, ჰელენი, ასევე ცნობილი ბოლივუდის მსახიობია.
ჰყავს ორი ძმა: არბაზი და სოჰაილი და ორი და : ალვირა და ალპიტა.
რამდენადაც სალმანი იყო უფროსი შვილი, იგი მოწმეა დედის დეპრესიებისა და მთელი რიგი პრობლემებისა ოჯახში. თუმცა დრო ყველა ჭრილობას აშუშებს.
სალმანი ძალიან კარგად ხატავს. მას ეს ნიჭი დედისაგან გამოჰყვა. სკოლის წლებში ის ასევე კარგად მღეროდა.
უამრავი გამოკითხვებით ის რამდენიმეჯერ, ინდოეთის ყველაზე სექსუალურ თუ ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარეს.
სალმან ქჰანმა მიიღო წინადადება მადამ ტიუსოს მუზეუმისაგან მისი ცვილის ფიგურის დამზადების და მუზეუმში განთავსების შესახებ.
2008 წლის 15 იანვარს მართლაც ის გახდა მეოთხე ინდოელი, ვისი ფიგურაც მუზეუმშია მოთავსებული.
2002 წლის 28 სექტემბერს ის დაპატიმრებული იყო საგზაო შემთხვევის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ადამიანი, თუმცა სალმანი გაამართლეს და გაათავისუფლეს.
2006 წლის 17 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს ნადირობის წესების დარღვევის გამო. მას 5 წლით პატიმრობა ემუქრებოდა თუმცა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მისი რომანი მის მსოფლიო, აიშვარია რაისთან საყოველთაო განსჯისა და მსჯელობის საგანი იყო ინდოეთში. მათი დაშორების შემდეგ აიშვარიას მშობლებმა საჩივარი შეიტანეს სასამართლოში სალმანის წინააღმდეგ, რამდენადაც აიშვარია აცხადებდა რომ სალმანი გასაქანს არ აძლევდა მას. გარდა აიშვარიასთან გახმაურებული რომანისა მას ჰქონდა ურთიერთობა სანგიტა ბიჯლანისთან, სომი ალისთან.
სულ ახლახანს სალმანი დაშორდა ასევე ცნობილ მსახიობს კატრინა კეიფს.
როგორც ამბობენ მას ამჟამად რომანი აქვს გერმანელ მოდელ კლაუდია სიესლასთან.
მიუხედავად უამრავი მითქმა - მოთქმისა, მას არასდროს დაუკარგავს თაყვანისმცემლების აურაცხელი რაოდენობა. თუმცა გარდა არასასურველი რეპუტაციისა მის შესახებ ბევრი კარგის გაგებაც შეიძლება. ის ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობებში. ხშირად სტუმრობს ავადმყოფ ბავშვთა სახლებს.
სულ ახლახან გამოვლინდა "google"-ს საძიებლის მიერ გამოვლენილი ყველაზე მოთხოვნადი ინდოელი ქალი და მამაკაცი. ყველაზე ხშირად მოძიებულ ინდოელ ქალად აღიარეს კატრინა კეიფი, თუმცა მას არც სალმან ქჰანი ჩამორჩა. ინდოელი მამაკაცებიდან ის ყველაზე მოთხოვნადია ამ საძიებელში.
მისი ერთ-ერთი ცნობილი დამახასიათებელი თვისებაა სხვადასხვა არომატიზირებული საპნების შეგროვება. მის სააბაზანოში არის კოლექცია სხვადსხვა სახის მცენარეული საპნებისა. ყველგან სადაც მას უწევს გამგზავრება, აუცილებლად იძენს ნატურალურ ხილსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულ საპნებს.

კლაუდია სიესლა

პრიანკა ჩოპრა

თხოვნით
დაიბადა 1982 წლის 18 ივლისს.
ჰყავს ერთი ძმა
მოფერებითი სახელი - მიმი
2000 წელს ის გახდა მის ინდოეთი და შემდგომ მის მსოფლიოს ტიტულიც მოიპოვა.
ამის შემდეგ მისი დებიუტი შედგა ტამილი ფილმში "Thamizhan".
ბოლივუდში მისი დებიუტი შედგა ფილმში "The Hero"(2002).
დღეისათვის მიღებული აქვს 11 ჯილდო.
-როცა მის მსოფლიო გავხდი, ვერ ვიჯერებდი რომ ეს ტიტული დავიმსახურე. მე მეძინა კარონასთან ერთად, რადგან მეშინოდა რომ ვინმე მომპარავდა...
რაღაც ერთ წუთში ჩემთვის მთელი სამყარო შეიცვალა. მე გამიმართლა, არვიცი ეს დავიმსახურე თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობ და ღმერთი ეხმარება მათ ვინც თავის თავს ეხმარება. როდესაც დედამ და ჩემმა ძმამ გაგზავნეს ჩემი ფოტო კონკურსზე, მე არც ვიცოდი ამის შესახებ. თუ ეს ბედი არ არის, მაშ რა არის? - ამბობს მსახიობი.
-გარეშე თვალი ვერ ხედავს იმ შრომას რაც დევს ფილმებში. მე არ ამიღია შვებულება ბოლო 4 წელია. არ მაშინებს 20 სამუშაო საათი დღეში.
კინოში შემთხვევით მოვხვდი. როდესაც წინადადება მივიღე, ვიფიქრე რომ ესეც მომესინჯა.
მე სრულიად ვემხრობი ქორწინების ინსტიტუტს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს მანამდე. ჯერჯერობით მე მინდა კონცენტრირებული ვიყო კარიერაზე.
2009 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმები: "What's Your Raashee?" და "Kaminay".
2010 წელს გამოდის მისი მონაწილეობით იაშრაჯფილმზის სტუდიაში გადაღებული ფილმი "Pyaar Impossible", სადაც ის უდეი ჩოპრასთან ერთად მონაწილეობს.
ამჟამად მსახიობი დაკავებულია რეჟისორ სიდჰარტ ანანდის ფილმში "Anjaana Anjaani", რომელშიც მას პარტნიორობას რანბირ კაპური და ზაიედ ქჰანი უწევენ.
პირად ცხოვრებაში მისთვის 2009 წელი ალბათ არც ისეთი წარმატებული იყო. მსახიობი დაშორდა შაჰიდ კაპურს, ასევე ცნობილ მსახიობს.

აქშაი ქჰანა - კლიპები ფილმებიდან

თხოვნით







დიპიკა პადუკონი

თხოვნით

საკმარისია მისი ერთხელ დანახვა რომ ადამიანი რწმუნდება, - ის შექმნილია დიდებისა და წარმატებებისათვის.
დიპიკა დაიბადა 1986 წლის 5 იანვარს, კოპენჰაგენში.
დიპიკა პადუკონი არის ცნობილი სპორტსმენის, ჩემპიონის, უჯალ და პრაკაშ პადუკონის შვილი.
ჰყავს ერთი და -ანიშა, რომელიც სპორტითაა გატაცებული.
საყვარელი მსახიობები: ჰემა მალინი, მადჰური დიქსიტი, შრიდევი, კაჯოლი, რანი მუქერჯი, ჯუჰი ჩალვა.
მსახიობი მამაკაცებიდან: შაჰრუჰ ქჰანი, ამირ ქჰანი, ჯონი დეპი, რიჩარდ გირი დაამიტაბჰ ბაჩანი.
ის არის მსახიობი და მოდელი, თუმცა მოდელობა თავიდან მისთვის ჰობი იყო მხოლოდ. მოგვიანებით დარწმუნდა რომ მას უნდოდა ეს გატაცება სერიოზულ საქმიანობად ექცია.
დიპიკა პადუკონი არაერთჯერადად გამოჩნდა სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში, იყო სხვადსხვა ბრენდების სახე, მათ შორის საიუვილერო ნაწარმის. ის ამშვენებდა ჰიმეშ რიშამიას კლიპს "Naam Hai Tera".
მიღებული აქვს "Fashion Awards"-ისა და "The India Zee F Awards"-ს ჯილდოები. მისი დებიუტი ფილმში შედგა 2006 წელს, ხოლო ბოლივუდში ის პირველად გადაიღეს ფარან ქჰანის ფილმში " Om Shanthi Om", მას პარტნიორობას უწევდა შაჰრუჰ ქჰანი. ფილმში მან ორმაგი როლი ითამაშა, თავიდან კინოვარსკვლავის, ხოლო შჶმდგომ ახალგაზრდა პროვინციელი გოგონასი და ჯილდოც მიიღო ქალის როლის საუკეთესო დებიუტისათვის. იყო ნომინირებული საუკეთესო ქალის როლზეც.
გარდა ამისა გადაღებულია ფილმებში: "Bachna Hai Haseeno" (2008)- რანბირ კაპურთან (2009)- საიფ-ალი ქჰანთან ერთად.
მსახიობი ახლახან დაშორდა ასევე ცნობილ მსახიობს რანბირ კაპურს, რომელსაც რამდენიმე წელი ხვდებოდა. მანამდე გახმაურებული იყო მისი რომანი ცნობილ კრიკეტისტთან და ასევე ბიზნესმენთან.

სამოდელო კარიერა





მონატრებული სახეები - დიმპლ კაპადია

თხოვნითქალიშვილებთან ერთადსაქორწინო ფოტოდიმპლ კაპადია დაიბადა 1957 წლის 8 ივნისს.
ის არის დედა ცნობილი მსახიობებისა: ტვინკლი ქჰანა და რინკი ქჰანა.
სიდედრი ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის, აქშაი კუმარის (ტვინკლის მეუღლე).
ჰყავს ერთი უმცროსი და.
დიმპლ კაპადია როგორც მსახიობი აღმოაჩინა ლეგენდარულმა შოუმენმა, რაჯ კაპურმა, რომელმაც დაამტკიცა როლზე თავის ვაჟთან, რიშისთან ერთად ფილმში "ბობი" (1973)
ამ ფილმმა ორივენი ვარსკვლავებად აქცია. დიმპლი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.
ფილმის "ბობი" გამოსვლიდან რაღაც ერთ წელიწადში, 1974 წელს პრესაში გამოჩნდა განცხადებები იმის შესახებ რომ დიმპლ კაპადია ცოლად გაჰყვა ცნობილ სუპერვარსკვლავს, მასზე 15 წლით უფროს, რაჯეშ ქჰანას.
გათხოვების შემდეგ ის კინოდან წავიდა.
1983 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი: ტვინკლი და რინკი. ორივე მსახიობია.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ დიმპლ კაპადიას საშუალება მიეცა ისევ დაბრუნებულიყო კინოში.
ის გადაღებულია 69 ფილმში.
2005 წელს ის ისევ გადაიღეს რიში კაპურთან ერთად ფილმში, "Pyaar Mein Twist ".
რაც შეეხება მის ახალ ფილმებს, ესენია 2009 წელს გამოსული ფილმები:
"Phir Kabhi" - მითჰუნ ჩაკრაბორტისთან ერთად და "Luck By Chance", ფარჰან აჰტართან ერთად.
2010 წელს უნდა ველოდოთ მისი მონაწილეობით კიდევ სამ ფილმს:
"Krantiveer - The Revolution", "Patiala House" და "Tum Milo Toh Sahi" სადაც ის ნანა პატიკართან ერთად ითამაშებს.
ფილმში აღწერილია სიყვარულის ისტორია რომელიც ასაკით განსხვავებულ ადამიანებს აკავშირებს. როგორც ფილმის დირექტორმა განაცხად ამ ფილმის შესახებ, ამბავი რომელიც გულიდან მოდის, უთუოდ დაიპყრობს მაყურებელთა გულებს. ნანა პატიკარისა და დიმპლ კაპადიას დუეტი კი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
კადრები ფილმიდან "ბობი"კადრი ახალი 2010 წლის ფილმიდან

შაჰრუჰ ქჰანი - მსახიობი, რომელმაც წითელ ხალიჩაზე ლეონარდო დიკაპრიოც კი დაჩრდილა

"ჩემი სახელია ქჰანი" - ბერლინის კინოფესტივალზე
კინოფესტივალის ყველაზე მკაცრ კინოკრიტიკოსებსაც კი მოუწიათ ეღიარებინათ რომ ქჰანი მხოლოდ მუმბაის ვარსკვლავი არ არის. კარან ჯოჰარია ახალი ფილმის "ჩემი სახელია ქჰანი", რომელშიც მთავარ როლებს ბოლივუდის ვარსკვლავები შაჰრუჰ ქჰანი და კაჯოლი თამაშობენ, ბილეთები ბერლინში, ონლაინ აუქციონზე თითო 1000 ევროდ გაიყიდა. ორგანიზატორები ამბობენ რომ ფესტივალის ისტორიაში მსგავსი არაფერი ახსოვთ. წითელ ხალიჩაზე ქჰანის გამოჩენამ თავად ლეონარდო დიკაპრიოც კი დაჩრდილა.
-არანაირი აგრესია, არანაირი პრობლემა. ამ ფილმით მინდა რომ ყველა გაერთოს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ხალხს მოსწყინდა პრობლემები. როცა პოლიტიკოსი გავხდები ბრძოლა მაშინაც მეყოფა. ახლა კი 44 წლის ვარ, კარგი აღნაგობის და რა გასაკვირია რომ მიხაროდეს ცხოვრება განაცხადა მსახიობმა.
ფილმი "ჩემი სახელია ქჰანი", ინდოელი მუსულმანის, რიზან ქჰანის ისტორიაა. ის აუტიზმის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული, ამიტომ საცხოვრებლად გადადის სანფრანსისკოში ძმასთან და რძალთან. იქ კი მანდირა უყვარდება. 2001 წლის 11 სექტემბრამდე ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს, შემდეგ კი ურთიერთობები იძაბება. ქჰანი საყვარელი ქალის დასაბრუნებლად ამერიკაში მოგზაურობს.
ვნახოთ ვიდეომასალა კარან ჯოჰარის, შაჰრუჰ ქჰანისა და კაჯოლის ბერლინში ვიზიტის შესახებ


კარინა კაპურისა და საიფის ურთიერთობა შეიძლება ითქვას რომ იდეალურია

კადრი წყვილის ერთობლივი ფილმიდან "მსხვერპლი"
2007 წლის 18 ოქტომბერს კარინა კაპური და საიფ-ალი ქჰანი პირველად გამოჩნდნენ ერთად საზოგადოების წინაშე მათი აშკარა, მაგრამ გაუცნობიერებელი რომანით. ეს იყო მუმბაიში დიზაინერ მანიშ მალჰოტრას გრანდიოზულ საფინალო ჩვენებაზე.
-დიახ, ჩვენ არ ვყვირით ამის შესახებ ხმამაღლა, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ და ბედნიერები ვართ!- განაცხადა საიფმა ამ ჩვენებაზე.
მათი რომანის პირველი ნიშნები გამოჩნდა ფილმ "tashan"- ის გადაღებებისას. შემდგომ ეს რომანი აშკარად სერიოზულ ხასიათს იღებდა და კარინამ უცერემონიოდ გაწყვიტა ურთიერთობა შაჰიდ კაპურთან. ეს მოხდა იმ პერიოდში როცა შაჰიდი კანადაში იმყოფებოდა გადაღებებზე. ფილმის "Jab we met" მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევარი აღმოჩნდა.
მოგვიანებით კარინამ როლიც კი ითხოვა საიფთან ერთად რეჟისორ შრირამ რაგავანის ფილმში, "Agent Vinod".
თუმცა ასეთი შესაძლებლობა მას მიეცა რენსილ დე სილვას თრილერში "მსხვერპლი".
ამ უნიკალურ ფილმში წყვილმა საუკეთესო დუეტი შეადგინა.
წყვილის რომანტიულ ურთიერთობას დღემდე არ დაუკარგავს ხიბლი.
მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთის დაბადების დღეებზე სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდნენ, საიფის დაბადების დღეზე კარინა მოულოდნელად ჩავიდა მუმბაიში, ხოლო საიფი შრინაგარში გადაფრინდა კარინასათვის დაბადების დღის მისალოცად, სადაც კარინა გადაღებებზე იმყოფებოდა.
ისინი ყველგან ერთად ჩნდებიან და საიფი კარინას სამუშაოსთან დაკავშირებითაც გამოთქვამს თავის აზრს.
საიფი პარიზშიც ახლდა კარინას "გლობალის" ფოტოსესიაზე. იგი უყურებდა და ტკბებოდა მისით, მუშაობის დროს.
კარინასთან ერთად იყო ამერიკაშიც ფილმ "არაჩვეულებრივი სიყვარული" - ს გადაღებებისას და როგორც ამბობენ უკმაყოფილო დარჩა კარინასადა და სილვესტერ სტალონეს დამეგობრებით.
კარინა ერთადერთია, ვისაც აქვს პრივილეგია საიფის ყოფილ ქალებს შორის, ჩავიდეს მის მშობლიურ სახლში, მის მშობლებთან.
კარინამ მასპინძლობა გაუწია დელიში ჩამოსულ საიფის მშობლებს და ლონდონშიც თავის მხრივ თავისი ვრცელი ოჯახის წინაშე, შამი კაპურის ჩათვლით, წარადგინა საიფი. მათ არჩევანი მოუწონეს.
მათ უყვართ ერთმანეთისათვის საჩუქრების გაკეთება. ამბობენ რომ საიფი იმდენ ბრილიანტის სამკაულს ჩუქნის კარინას, რომ მან აღარც კი იცის რომელი ატაროს.
კარინაც ხშირად უკეთებს საიფსა და მის შვილებს, იბრაჰიმსა და სარას საჩუქრებს. ბავშვებს რამდენადაც ჩანს ძალიან მოსწონთ კარინა.
შვილები საიფის სანახავად ყოველ კვირას მოდიან და კარინა ტოვებს ხოლმე ამ დროს მათ მარტო რომ საიფმა მთელი დრო მათ დაუთმოს, ხვდება რაროგორ სჭირდებათ ბავშვებს მამა.
ყოველივე ამიტ ხელს უწყობს ბავშვებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლახანს პრესაში დაიწერა რომ წყვილმა 6 თებერვალს, ჩუმად იქორწინა საიფის რეზიდენციაში და საიფმა კარინას მანქანა აჩუქა. თითქოს ამ ქორწინებას ისინი არამარტო საზოგადოების, არამედ ოჯახების წინაშეც მალავენ.
წყვილი ცუდ ხასიათზე დააყენა ამ ჭორმა.
კარინა აცხადებს რომ არავითარ ჭორებს არ ანიჭებს მნიშვნელობას და რომ 5 წლის შემდეგ აპირებენ დაქორწინებას.
წყვილის იდეალური ურთიერთობა გვაძლევს იმის იმედს რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება.
ჩვენ კი ვნახოთ ამ წყვილის მიერ განსახიერებული ეკრანული წყვილი ფილმში "მსხვერპლი", კ/თ საქართველო"-ში 28 თებერვალს, კვირას, 12 სთ-ზე.

წყვილი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას


საიფი პირველ მეუღლესთან, ცნობილ მსახიობ ამრიტა სინგჰთან და შვილებთან ერთად

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails