ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 14 мая 2010 г.

კანგანა რანაუტი რეჟისორ ანურაგ ბასუს ბედნიერი თილისმაა

ფილმის პრომო - კანგანა რანაუტი იმის გამო რომ კანგანა რანაუტი არ ესწრებოდა ფილმის "ქაღალდის გველი"-ს სარეკლამო ღონისძიებებს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა ბოლივუდში. თუმცა როგორც რეჟისორი ანურაგ ბასუ განმარტავს კანგანა რანაუტი ფილმში მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმარია. მთელი წლის განმავლობაში იყო ცნობილი რომ ფილმში რიტიკ როშანისა და ბარბარა მორის გვერდით კანგანა რანაუტიც თამაშობდა და ყველა დარწმუნებული იყო რომ მისი როლი არსებითი და მნიშვნელოვანი იქნებოდა.
თუმცა როგორც რეჟისორი აცხადებს კანგანა, რომელიც მის ადრინდელ ფილმებში, "განგსტერი სიყვარულის ისტორია" და "ცხოვრება მეტროს სტილში" თამაშობს, მის ბედნიერ თილისმად იქცა და ამიტომაც მოიწვია ახალ ფილმშიც.
-მოდით ნუ შევქმნით ამ ყველაფრისაგან პრობლემას. კანგანამ თავიდანვე იცოდა რომ მას პატარა როლი ჰქონდა ფილმში, მაგრამ მაინც მოისურვა მონაწილეობა. ის კმაყოფილია თავისი როლით - განაცხადა რეჟისორმა.
კანგანას სახელი ფილმის ტიტრებში მითითებული იქნება როგორც სპეციალურად მოწვეული სტუმარი.
-კანგანა ჩემი "ბედნიერი თილისმაა" და მე მომწონს როცა ის ჩემი ფილმების ნაწილია. როცა ის ჩემს ფილმებში შემოდის ყოველთვის ამატებს რაღაცას "თავისას". ამიტომ მე ბედნიერი ვარ რომ ის ამ ახალი ფილმის ნაწილიცაა. კანგანა ცნობილი მსახიობია და თუ ის გამოჩნდებოდა ფილმის სარეკლამო ღონისძიებებში რიტიკთან და ბარბარასთან ერთად ყველას შეექმნებოდა არასწორი წარმოდგენა რომ ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი. ფაქტი კი ის არის რომ ფილმში სასიყვარულო სამკუთხედი არ არის - ასე განმარტა რეჟისორმა.
კადრი ფილმიდან

არჯუნ რამპალის ახალი სახე ფილმისათვის "Ra.One"

არჯუნ რამპალმა შეიჭრა თავისი განუყრელი გრძელი თმა, რომელსაც სიამაყით ატარებდა მუდამ ფილმისათვის "Ra.One", რომელშიც ის ბოროტმოქმედის როლს თამაშობს. ფილმის პროდიუსერი როგორც უკვე ვიცით შაჰრუჰ ქჰანია.
არჯუნს ფილმისათვის თმის გადაპარსვა მოუხდა და გარდა ამისა კისერზე ის დროებით ტატუს ატარებს.
როგორც დაახლოებული პირი გვიამბობს, სტილისტი დაახლოებით ერთი საათი მუშაობდა არჯუნის ახალ გარეგნობაზე.
თავად არჯუნს სთხოვეს არ გაეკეთებინა აფიშირება თავისი გარეგნობისა, ამიტომ ფილმ "Raajneeti"" - ს პრესკონფერენციაზე ის ქუდით მივიდა.
მსახიობმა დაადასტურა რომ მას ახალ ფილმში სრულიად განსხვავებული სახე აქვს თუმცა ამაზე ვერ ისაუბრებს რადგან ეს კონფიდენციალურია.

'Aarakshan' - პრაკაშ ჯჰას კიდევ ერთი პოლიტიკური პროექტი

თუმცა ფილმი "Raajneeti" ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ნიჭიერი კინოპროდიუსერი პრაკაშ ჯჰა არ აპირებს უსაქმოდ ყოფნას. მას უკვე დაგეგმილი აქვს შემდეგი პროექტი კატრინა კეიფთან და ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად. ფილმი 'Aarakshan' ისევ პოლიტიკურ თემაზე იქნება და კატრინა ითამაშებს ამიტაბჰ ბაჩანის გმირის ქალიშვილის როლს.

среда, 12 мая 2010 г.

საიფ-ალი ქჰანი და ამრიტა სინგჰი - ყოფილი ბოლივუდური ოჯახი

საიფ-ალი ქჰანი - დაიბადა 1970 წლის 16 აგვისტოს
რელიგია - ისლამი
პროფესია - მსახიობი
მამა - ნავაბ ალი ქჰან პატაუდი, ინდოეთის კრიკეტის გუნდის კაპიტანი
დედა - შარმილა თაგორი (აიეშა სულთანა), ცნობილი მსახიობი, ამჟამად ხელმძღვანელობს ინდოეთის კინოცენზურის ორგანიზაციას
დები - სოჰა ალი ქჰანი (მსახიობი) და საბა ალი ქჰანი
შვილები: სარა და იბრაგიმ ალი ქჰანი
მისი კინოდებიუტი შედგა 1993 წელს.
ამრიტა სინგჰი - დაიბადა 1958 წლის 9 თებერვალს
ისინი დაქორწინდნენ 1991 წელს, როცა საიფი მხოლოდ 21 წლის იყო, ამრიტა კი 12 წლით უფროსი იყო მასზე.
წყვილი 2004 წელს გაიყარა.
საიფმა განქორწინების პირობის თანახმად მას გადაუხადა 50 მლნ რუპია.
ასევე მას ევალება, სანამ იბრაჰიმი 18 წლის გახდება 100 000 რუპიის გადახდა თვეში.
რა გახდა თითქოსდა ერთი შეხედვით მყარი ოჯახის დანგრევის მიზეზი, ბოლომდე მაინც უცნობი დარჩა.
2001 წლის აგვისტოში, ერთ-ერთ ინტერვიუში საიფ ალი ქჰანი ამბობს, რომ ძალიან გახარებულია მეორე შვილის დაბადებით.
-მე ძალიან მომწონს ხმაური, რომელსაც ბავშვები წარმოქმნიან. მე მიყვარს დიდი ოჯახები და მინდა კიდევ მეტი შვილი, შესაძლოა კიდევ ორი. მაშინ ჩვენ შეგვეძლება დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხებზე. ამჯერად ამრიტას არ შეუძლია ჩემი იდეის განხორციელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისიც დამეთანხმება.
-როგორი ქმარი გამოდგა საიფ ალი ქჰანი?
-ცოტა ზარმაცი, თუმცა შესაძლოა უარესიც ყოფილიყო. ჩემთვის მთავარია ამრიტა იყოს ბედნიერი. საერთოდ ოჯახი ჩემთვის ძალინ მნიშვნელოვანია და მე ყველაფერს ვაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული.
-რა აქვს ამრიტას ისეთი, რაც არა აქვს სხვა ქალებს?
-სითბო თვალებში როცა მე მხედავს. ამრიტას თვალები ენთება როცა მე შემოვდივარ. აი, ეს არის ის, რაც არის ამრიტას თვალებში და არა აქვს სხვა ქალებს.
ეს იყო ოჯახი, რომელშიც ქალი ყველაფერს აკეთებდა ქმრის დასახმარებლად, მისი კარიერული წინსვლისათვის. როდესაც საიფს შესთავაზეს როლი სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში "დევდასი", (შემდგომ ეს როლი ჯეკი შროფმა ითამაშა). ამრიტამ მოითხოვა გაეზარდათ ქმრისთვის ჰონორარი. თუმცა საიფმა ეს როლი დაკარგა.
ხშირად იყო ჭორები მის სასიყვარულო რომანებზე პარტნიორებთან, მათ შორის აღსანიშნავია პრიტი ზინტა. ეს იყო ფილმის "დადგება კი ხვალინდელი დღე" გადაღებებისას. თუმცა ქორწინება მაინც ურყევი იყო. ალბათ ამიტომაც იყო რომ შემდგომ მის განქორწინებას დიდი ხმაური მოჰყვა.
მსახიობის ცხოვრებაში გამოჩნდა როზა, რომელმაც სრულიად შეცვალა მსახიობის პირადი ცხოვრება. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. იმასაც ამბობდნენ რომ განქორწინების შემდეგ საიფის მშობლები ამრიტას სახლიდან აგდებდნენ, რადგან თვლიდნენ მათი შვილი შეცდა არჩევანში. წყვილი გაიყარა და დაიწყო მკითხაობა: რა იყო ასეთი განსაკუთრებული როზაში, რომ ასეთი მყარი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა?
ამაოდ ელოდნენ რომ საიფი დაადასტურებდა ამრიტასთან გაყრის ფაქტს. ის მხოლოდ ამბობდა რომ უთანხმოების გამო დაშორდნენ და რომ ამრიტა და ბავშვები მისთვის ისევ მნიშვნელოვანი იყო. ამას ამბობდა მიუხედავად ჭორებისა რომ მან უძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მიატოვა ისინი. რომ გაყინა ყველა ანგარიში და ამრიტას სახელზე დატოვა მხოლოდ მცირე თანხა. ის არ საუბრობდა ასევე სხვა ქალის არსებობაზე მის ცხოვრებაში, თუმცა თანდათან ყველაფერი ნათელი გახდა.
პარალელურად ამრიტა ისევ ცდილობს ბოლივუდში დაბრუნებას.
მოგვიანებით კი საიფ-ალი ქჰანი ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს:
-საწყენია, ჯერ უმტკიცებ საყვარელ ადამიანს რომ ყველაფერი ასე იქნება მუდამ, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი იცვლება. მე არც საუბარი მინდა იმაზე რაც გავაკეთე და არც დამალვა. ქორწინება ეს ძალიან პირადულია და არ შემიძლია ამაზე ბევრი ვისაუბრო ამრიტასთან ვიცხოვრე 13 წელი. მე მას დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი შვილების დედაა, კარგი მსახიობია და ამჟამად აკეთებს იმ საქმეს რაც მოსწონს. მიხარია რომ ჩვენ დავშორდით, მაგრამ დავრჩით მეგობრებად. ჩვენი შეხედულებები ცხოვრებაზე მკვეთრად განსხვავდებოდა და ჩვენ ვერ შევძელით ერთად ცხოვრება.

понедельник, 10 мая 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

"ვერ ვიტან სიყვარულის ისტორიებს", - კარან ჯოჰარის ახალი ფილმი იმრან ქჰანის მონაწილეობით. "Ravaan" - მანი რატნამის ფილმი აიშვარია რაისა და აბიშეკ ბაჩანის მონაწილეობით.

"ქაღალდის გველი" - ს ორი განსხვავებული ვერსია

ეს არის რიტიკისა და ბარბარას სეზონი.
წამყვანი ჟურნალების გარეკანზე მათი ფოტოები დომინირებს.
ფილმი "ქაღალდის გველი" წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფილმია.
მიუხედავად იმისა რომ ფილმის ჰინდი ვერსია სავსებით ჯდება ინდური ფილმის ჩარჩოებში, მისი ინგლისური ვერსია სრულიად საწინააღმდეგოა, რადგან მასში არის კოცნის სცენა ნახევრადშიშველ ბარბარა მორისა და რიტიკ როშანს შორის.
როგორც რაკეშ როშანი ამბობს, კოცნის სცენები ორივე ვერსიაში არის მაგრამ შიშველ სცენებს რაც შეეხება ის ამბობს, რომ არ აკეთებს ასეთ ფილმებს. ინდური ვერსიისაგან განსხვავებით ინგლისურ ვერსიაში ხუთივე სიმღერა ამოღებულია და ფილმის ხანგრძლივობა 90 წთ-დეა დაყვანილი.

воскресенье, 9 мая 2010 г.

ჯია ქჰანს ორ ჰოლივუდურ პროექტში გადაიღებენ

მისი დებიუტი შედგა არც მეტი და არც ნაკლები, ისეთ მეგავარსკვლავთან როგორიცაა ამიტაბჰ ბაჩანი. ჯია ქჰანი მაშინ საკმაოდ გაბედულ როლზე დათანხმდა. ეს იყო ახალგაზრდა, მაცდუნებელი ქალიშვილი, ფილმში "Nishabd". ამას მოჰყვა მეორე ფილმი ასევე ცნობილ ვარსკვლავთან, ამირ ქჰანთან, ფილმში "Ghajini". ახლა კი ის ისევ მნიშვნელოვან როლშია ვარსკვლავურ პროექტში "Houseful".
-ეს იყო გასაოცარი. ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა ამ ფილმის შემდეგ. ხალხმა დადებითად შეაფასა სიმღერა ჩემი მონაწილეობით. მე ვხედავდი ხალხს კინოში, რომლებიც იცინოდნენ ხუმრობებზე და სტვენდნენ სიმღერებზე.
ჯია ქჰანის კარიერა აშკარად წინ მიდის და ამის მაგალითი არა მარტო ფილმი "Houseful" -ია, რომელიც უკვე ჰიტად იქცა, არამედ ის ფაქტიც რომ მსახიობმა ხელი მოაწერა ორ კონტრაქტს ჰოლივუდურ პროექტში მონაწილეობაზე.
მსახიობი არ აცხადებს ამ ფილმების შესახებ დეტალებს, მხოლოდ ის განაცხადა რომ ერთ-ერთი მათგანი ინგლისური კლასიკური დიეტის ადაპტაციაა.

კადრი ჯია ქჰანის სადებიუტო ფილმიდან: "Nishabd"

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails