ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 22 июля 2010 г.

სონამი: მსურს ისეთი სხეული მქონდეს როგორიც დიპიკა პადუკონის

სონამ კაპურს, რომელიც ყოველთვის აცხადებდა რომ თუ არა მსახიობი, მაშინ აუცილებლად მოდელი გახდებოდა, სურს ისეთივე სხეული ჰქონდეს, როგორიც დიპიკა პადუკონის.
–დიპიკას ძალიან ლამაზი სხეულის ფორმები აქვს და მე ვისურვებდი ისეთივე სხეულს როგორიც მას აქვს – განაცხადა მსახიობმა პრესკონფერენციაზე სადაც ის მსახიობ იმრან ქჰანთან და მათი ერთობლივი ახალი ფილმის "I Hate Love Stories"–ს რეჟისორთან, პუნიტ მალჰოტრასთან ერთად იყო.
სონამმა ასევე უარყო ჭორები მასსა და დიპიკას შორის "ცივი ომი" არსებობის შესახებ. თითქოს მასსა და დიპიკას ყოფილ შეყვარებულს, – რანბირ კაპურს შორის ფილმ "Saawariya" –ს გადაღებებისას რომანი იყო.
– მე არ ვიცნობ დიპიკას ახლოს და ვერ ვხვდები როგორ უნდა გვქონდეს ცუდი ურთიერთობა. რანბირსა და ჩემს შორის კი არაფერი ყოფილა – განმარტა მსახიობმა.
სონამმა ასევე უარყო ბოლოს გავრცელებული ჭორიც, თითქოს მან უარი განაცხადა რეჟისორ რაჰულ დჰოლაკიას ფილმში "Desi Boys", დიპიკასთან ერთად მუშაობაზე. ამ ფილმში ჯონ აბრაჰამი და აქშაი კუმარიც მონაწილეობენ.
–დიპიკას როლი მანამდე შემომთავაზეს მე. მე მსურდა ამ ფილმში თამაში, მაგრამ დაკავებული ვიყავი სხვა ფილმებით: "Mausam" და "thank you".
ახლა როლი დიპიკას მისცეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ის შესანიშნავად გაართმევს თავს სამუშაოს – განაცხადა სონამმა.
აქვე გთავაზობთ სონამისა და იმრან ქჰანის რამდენიმე ფოტოს, რომლებიც მე ძალიან მომწონს

понедельник, 19 июля 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

პირველ რიგში, 18 ივლისს (1982 წლის 18 ივლისი), დაბადების დღე აღნიშნა ბოლივუდის ვარსკვლავმა პრიანკა ჩოპრამ.
როგორც წინასწარ იყო ცნობილი ის აპირებდა დაბადების დღის აღნიშვნას ბანგკოკში რამდენიმე მეგობართან ერთად.

თუმცა არის კიდევ ერთი სიახლე მის შესახებ.
რეალითი შოუს
"Khatron Ke Khiladi", რომელში პრიანკა ჩოპრა მონაწილეობს, გადაღებები უნდა დაიწყოს ბრაზილიაში.
შოუში პრიანკასთან ერთად მონაწილეობას იღებს ათი მამაკაცი, რომლებიც სასიკვდილო ტრიუკებს შეასრულებენ. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გამოჩნდა ინტერნეტში.
თავისი ახალი ფილმისათვის "
Bodyguard" ატულ აგნიხოტრი ატარებს ქასტინგს. როგორც ცნობილი გახდა მთავარ მამაკაცის როლზე მან მიიწვია სალმან ქჰანი, ხოლო ქალის როლზე კატრინა კეიფი, რომელსაც პარტნიორობა უნდა გაეწია სალმანისათვის. ცხადია მას გათვლილი ჰქონდა გაქირავებაში როგორი წარმატებული იქნებოდა ფილმი ამ წყვილის მონაწილეობით. ამასთან ალბათ იმედიც ჰქონდა რომ სალმანი მოუწონებდა კანდიდატურას. მან განიხილა კიდეც ეს როლი კატრინასთან და ის არ იყო წინააღმდეგი.
თუმცა როცა ატულ აგნიხოტრიმ სალმანს გააცნო თავისი ჩანაფიქრი, ის დიდი ენთუზიაზმით ნამდვილად არ შეხვდა ამას. პირიქით მან ურჩია აგნიხოტრის ამ როლისათვის დიპიკა პადუკონი და დაასაბუთა რომ ისინი გაცილებით ახალი და უკეთესი წყვილი იქნებიან. კარინა კაპური გამუდმებით ცდილობს თავისი გადატვირთული გრაფიკიდან თავისუფალი დროს გამონახვას.
მაროკოდან დაბრუნებულმა დაამთავრა რა გადაღება ეპიზოდებისა "ყავა კარანთან" კაჯოლთან და კარან ჯოჰართან ერთად, კარინა მაშინვე ლონდონში გაემგზავრა, რათა დაასრულოს გადაღებები ფილმში
"RА.One".
მსახიობს თითქმის არ რჩება თავისუფალი დრო არაფრისათვის გარდა გადაღებებისა. თუმცა იმედია გამონაკლისი იქნება 16 აგვისტოს, საიფის დაბადების დღეს. როგორც ცნობილია წყვილი გეგმავს რომ ეს დღე ერთად გაატარონ.
კიდევ ერთი ბოლივუდის ვარსკვლავი გაეშურა ლონდონში გადაღებებზე ფილმისათვის "RА.One".
ოჯახთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ შაჰრუჰ ქჰანი სწრაფადვე გაფრინდა ლონდონში გადაღებების დასასრულებლად. თუმცა როგორც წყარო იუწყება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და დატვირთული სამუშაო გრაფიკი აისახა ქჰანის ჯანმრთლობაზე. ის ცუდად გრძნობს თავს ლონდონში. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა ის მაინც აგრძელებს მუშაობას პროექტზე და ასრულებს ტრიუკებს ფილმისათვის.
შაჰრუჰი შვილებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში

ახალი ფილმების შესახებ

რეჟისორ რაჰულ დჰოლაკის ფილმი "lamhaa", რომელშიც ბიპაშა ბასუ, სანჯაი დატი და კუნალ კაპური მონაწილეობენ აიკრძალა აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნების კინოგაქირავებაში.
ამის მიზეზი კი ალბათ ფილმის თემაში უნდა ვეძებოთ. იგი კაშმირში ტერორიზმის წინაღმდეგ გამოდის.
თავიდან ფილმის გამოსვლა აიკრძალა მხოლოდ კაშმირში, შემდეგ კი ახლო აღმოავლეთმა აკრძალა თავის ქვეყნებში.

როგორც იქნა როშანების გასახარად დიპიკა პადუკონიმ მიიღო წინადადება შეასრულოს მთავარი, რიტიკის გმირის შეყვარებულის როლი ფილმში "krish 2".
ის შეცვლის პრიანკა ჩოპრას რომელიც ფილმის პირველ ნაწილში მონაწილეობდა.
რაკეშ როშანის აშკარა ფავორიტი ფილმში მოსაწვევ მსახიობთა შორის პირველივე დღეებიდანვე იყო დიპიკა. ისიც დაიწერა რომ ფილმში "ქაღალდის გველი" თავიდან საუბარი იყო სწორედ დიპიკა პადუკონიზე, თუმცა მსახიობმა დიდი დატვირთვის გამო ვერ მიიღო წინადადება. გარდა ამისა ითქვა რომ ის არ იყო მზად ზოგიერთი სცენების შესასრულებლად ფილმში. ამიტომაც მოგვიანებით როშანებმა მექსიკელი მსახიობი ბარბარა მორი შეარჩიეს.
დღესდღეობით კი დიპიკა მზადაა მიიღოს მონაწილეობა როშანების ახალ პროექტში "krish 2".

მითჰუნ ჩაკრაბორტი – სიმღერის კლიპები

ნინის თხოვნით







среда, 7 июля 2010 г.

მსახიობი არშად ვარსი და მისი მეუღლე შერიგდნენ

ოჯახური უთანხმოებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არშად ვარსი თავის მეუღლეს მარია გორეტის შეურიგდა.
ისინი ამის შესახებ გამოაცხადებენ საცეკვაო რეალითი შოუზე – "Zara Nach Ke Dikha", სადაც წყვილი ერთად გამოვა.
ამჟამად ისინი შოუსათვის საცეკვაო ნომრის რეპეტიციას გადიან და ძალიან ბედნიერადაც გამოიყურებიან. შოუზე კი აპირებენ გამოაცხადონ რომ იწყებენ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან.
კონფლიქტი არშადსა და მარიას შორის დაიწყო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა არშადის ურთიერთობის შესახებ დია მირზასთან. თუმცა ამჟამად კონფლიქტი ამოწურულია.
–მე და მარია ვემზადებით დიდი შოუსათვის და ეს ძალიან მძიმე შრომაა. მას შემდეგ რაც მე დავიწყე კინოში გადაღება და მარია ჩვენი შვილებით დაკავდა ჩვენ არ გვიცეკვია ერთად მაყურებლის წინაშე – განაცხადა მსახიობმა.
დაადასტურა რა უთანხმოება მეუღლესთან, დაამატა:
–კი, გვქონდა უთანხმოება და კამათი, მაგრამ რომელ წყვილს არა აქვს ის? ჩვენ ამჟამად ძალიან ბედნიერები ვართ და ეს მთავარია!

понедельник, 5 июля 2010 г.

გაიცანით ბოლივუდის მოყვარული ქართველი ხელოვანები

მომღერალი – თიკა ჯაბანაშვილი

ვისაც ახსოვს კინოთეატრ "ახმეტელში" ანსამბლ "სიტარას" გამოსვლები სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კინოჩვენებების დროს, უნდა ახსოვდეს ქართველი მომღერალი გოგონა – თიკა ჯაბანაშვილი და
მის მიერ შესრულებული სიმღერები ინდური ფილმებიდან.
ამჟამად თიკა მომღერალია და სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებს. ვისაც მისი შემოქმედება აინტერესებს შეუძლია you-tube - ს საიტზე mis tika – ს სახელით მოიძიოს მისი სიმღერის კლიპები.
აქ კი გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ მის მიერ შესრულებული ორი ინდური სიმღერის სლაიდს, ფილმებიდან: "პატარძალი და ცრურწმენა" და "ჩემი მეგობრის ქორწილი".





კიდევ ერთი ქალბატონის ნამუშევრები მინდა გაგაცნოთ.
ეს არის მხატვარი მანანა წოდოლიშვილი, რომლის ნამუშევრების გამოფენა ბოლოს ოქტომბერში
შედგა კ/თ საქართველოში, ინდური ფილმის პრემიერის დროს.
გთავაზობთ სოსო ხაჩიძის მიერ კინოთეატრში გადაღებულ ფოტოებს

воскресенье, 4 июля 2010 г.

სანჯაი ლილა ბჰანსალიმ კარინა აიშვარია რაით შეცვალა

კარინა კაპური უკვე ემზადებოდა სანჯაი ლილა ბჰანსალის ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
ცნობილია რომ სანჯაი ლილა ბჰანსალიმ, რომელიც ამჯობინებს აიშვარიასთან მუშაობას, ის მიიწვია ახალ პროექტში. თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რომ რეჟისორი დაუბრუნდა ისევ ძველ არჩევანს – აიშვარია რაი ბაჩანს.
ერთის მხრივ ბჰანსალი ცდილობს იყოს პროფესიონალური და ამით იყო გამოწვეული რომ მან ახალ პროექტში კარინა მიიწვია, თუმცა უდაოა რომ ფილმ "raavan" - ის ფიასკომ აიძულა ბჰანსალი სერიოზულად დაფიქრებულიყო საბოლოო გადაწყვეტილებაზე. საიდუმლო წყარო აცხადებს, რომ რეჟისორმა იცოდა რამხელა იმედებს ამყარებდა აიშვარია ფილმების "raavan" და "guzaarish" – ის წარმატებაზე, რათა მიეღწია კარიერაში ახალი სიმაღლეებისათვის. მაგრამ რადგან ფილმი ჩავარდა კომერციული თვალსაზრისით, ბჰანსალიმ ჩათვალა რომ ამ ეტაპზე კარინას აყვანა როლზე ღალატის ტოლფასი იქნებოდა აიშვარიას მიმართ. ამიტომაც მან ისევ აიშვარია აირჩია.
გარდა ამისა რაჯკუმარ სანტოშის, ფილმის "Ajab prem ki ghazab kahani" -ს წარმატების შემდეგ ყველაფერი მზადა აქვს ახალი პროექტის "Ladies and gentlemen" – ს გადაღებების დასაწყებად. ფილმს დაამშვენებს ვარსკვლავური წყვილი – აბჰიშეკ და აიშვარია ბაჩანები. ასე რომ მიუხედავად ფილმ "Raavan"–ს წარუმატებლობისა აიშვარიას წინ საინტერესო პროექტები ელოდება.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails