ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 10 декабря 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

რანი მუქერჯი და ვიდია ბალანი – ფილმში "ვინ მოკლა ჯესიკა

ვინც მუდმივად ადევნებს თვალს საიტის სიახლეებს უკვე იცის რომ რანი მუქერჯისა და ვიდია ბალანის მონაწილეობით მალე გამოვა დეტექტიური ფილმი "ვინ მოკლა ჯესიკა".
ფილმისადმი დიდია მოლოდინი, განსაკუთრებით რანი მუქერჯის თაყვანისმცემლებისა, რომლებსაც თავიანთი კუმირი დიდი ხანია ეკრანზე არ უნახავთ. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია ფილმში მთავარი როლების შემსრულებელ ორ მსახიობს შორის არსებული უთანხმოების შესახებაც.
ეს ინფორმაცია ცალ–ცალკე ორივე მსახიობმა უარყო და ამის დადასტურება ისიც იყო რომ მსახიობები ერთმანეთს ფოტორეპორტიორებისა და კამერების წინ თბილად გადაეხვივნენ, ფოტოებიც გადაიღეს და ერთად იცეკვეს კიდეც.

ამ ფილმში რანი გვევლინება რეპორტიორის როლში, რომელიც დის სიკვდილის ამბავს იძიებს.
ამ ფილმის შემდეგ რანის სამომავლო გეგმები უკავშირდება რიმა კაგტის ფილმს, რომელშიც რანი მუქერჯისთან ერთად ამირ ქჰანი და კარინა კაპური ითამაშებენ.
რანი მუქერჯისა და ამირ ქჰანის ერთობლივი ფილმი გამოვიდა 1997 წელს. ეს იყო ფილმი "Ghulam".
13 წლიანი პაუზის შემდეგ რანი მოხარულია ამირთან მუშაობის პერსპექტივის.

–ეს ძალიან დიდი გრძნობაა. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. მე დარწმუნებული ვარ თუ ჩემი თამაში არ იქნება ისეთი, როგორსაც ის მოელის მე აუცილებლად მიმითითებს – ამბობს მსახიობი.

საიფი და კარინა კოცნის სცენებში აღარ გადაიღებენ

საიფ–ალი ქჰანმა და კრინა კაპურმა კარან ჯოჰარის შოუში განაცხადეს რომ ისინი მეტად აღარ გადაიღებენ კოცნის სცენებში. როგორც ცნობილია კარინა უკმაყოფილო იყო კოცნის სცენის გამო ფილმში "სიყვარული დღეს და გუშინ", საიფსა და დიპიკას შორის, ხოლო საიფმა თავის მხრივ უკმაყოფილება გამოთქვა კარინასა და აქშაის კოცნის სცენის გამო ფილმში "დაუჯერებელი სიყვარული". მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა სარწმუნო წყარო იუწყება, რომ კარინას მოუწევს დაფიქრდეს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან რიმა კაგტის ჯერ კიდევ უსათაურო ფილმი ამირ ქჰანთან ერთად, შეიცავს ასეთ სცენებს. გარდა ამისა შესაძლოა ამირიც უკმაყოფილო იყოს კარინას ამ განცხადებით, რადგან მას ალბათ ერჩივნა რომ ეს კარინას პირადად განეხილა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და არა ტელეეკრანიდან.

ფილმ–ს "Guzaarish" საავტორო უფლებების დარღვევაში ედება ბრალი

ეს უკვე ლამის ტენდენციად იქცა.
როგორც კი დაინიშნება მნიშვნელოვანი ფილმის პრემიერა მაშინვე წარმოიშობა პრობლემები.
სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმს "Guzaarish", რომელშიც მთავარ როლებს აიშვარია რაი და რიტიკ როშანი ასრულებენ, ბრალი დასდეს საავტორო უფლების დარღვევაში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. მწერალი დაიანანდ რაჯანი ბრალს სდებს ფილმის სცენარის ავტორს მისი ახალი რომანის სიუჟეტის მოპარვაში. მისი რწმუნებით ფილმის სიუჟეტი და მისი გმირები ჰგვანან მისი რომანის გმირებსა და ისტორიას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად ეს რომანი ჯერ არ გამოსულა. რაჯან დაიანდი იმუქრება აღძრას საქმე ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევისათვის.

"Tees Maar Khan" – "After The Fox"– ს რიმეიქი იქნება?

როგორც ირკვევა ფარა ქჰანის ფილმი "Tees Maar Khan" იქნება რიმეიქი ცნობილი იტალიური ფილმისა "After The Fox" ? ეს არის გასართობი ისტორია, ჭკვიან და ეშმაკ პატიმარზე რომელიც აწყობს ფილმის გადაღებებს იმისათვის რომ გამოუვიდეს ის "დიდი აფიორა" რაც ჩაიფიქრა. შესაძლოა ბოლივუდური ვარიანტი არ იყოს სრული ასლი, მაგრამ სიუჟეტის რამდენიმე ხაზი ზუსტად ემთხვევა იტალიური ფილმის სიუჟეტს.

четверг, 9 декабря 2010 г.

კარან ჯოჰარი: შაჰრუჰის შვილები ჩემი ნათლულებია

ბოლო ხანებში საიტებზე ხშირად ვხვდები კარან ჯოჰარისა და შაჰრუჰ ქჰანის ურთიერთობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს. შესაძლოა ჭორს, შესაძლოა მართალს, თუმცა გააზრებულად თავს ვიკავებ მათი თარგმნისაგან რადგან არ მინდა ე.წ "ყვითელი პრესის" მასალები მოგაწოდოთ.
ამჯერად
გთავაზობთ ინტერვიუს კარან ჯოჰართან –შესაძლოა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. 38 წლის ასაკში მე ისევ დედაზე ვარ დამოკიდებული ისევე როგორც მაშინ როცა პატარა ვიყავი.
არა ვარ აკურატული ელემენტარულად ჭამის დროსაც კი და მაქვს ცუდი ჩვევები. არ შემიძლია ასე ვთქვათ დროის განკარგვაც კი და მუდმივად მჭირდება დედის ზრუნვა.
ეს არის კარან ჯოჰარის, – ინდური კინოს ერთ–ერთი წამყვანი მწაროებლის რამდენიმე გულახდილი აღიარება.
მარტოხელა პროდიუსერი ასევე აღიარებს რომ არ ნანობს, აქამდე რომ არა ჰყავს საკუთარი შვილები. როგორც თავად ხსნის ამის მიზეზი არის შაჰრუჰის შვილები, რომლებიც მისი ნათლულებია.
–მე ისინი სიგიჟემდე მიყვარს და ისე ვარ მათ მიმართ როგორც საკუთარი შვილების მიმართ ვიქნებოდი.
ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ბიძაშვილების გოგონები. ე.ი. გამოდის, რომ მე ძალიან ბევრი შვილები მყავს.
კითხვაზე – რა აიძულებთ ბოლივუდის ყველაზე დიდ ვარსკვლავებს მის შოუში იყვნენ სრულიად გულახდილები ტელეეთერში და აღიარონ თავიანთი საიდუმლოები, კარანი ამ მოვლენას კომფორტით ხსნის და პასუხობს:
–შოუ მხოლოდ იმისთვისაა რომ თავისუფალი დრო კარგად გავატაროთ ახლობელ ადამიანებთან. კამერები ისე შემთხვევითაა, ამიტომაც არ არის არანაირი სტრატეგია და არანაირი სცენარი. უბრალოდ გულახდილი საუბარი ფინჯან ყავასთან. ასე რომ დიდი ფილოსოფიას არ უნდა ველოდოთ. მე უბრალოდ კარგად ვატარებ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიწვევ ყველას გახდეს ამ გადაცემის შემადგენელი ნაწილი – ამბობს კარანი.
ასევე საუბრობს იმის შესახებ რომ ფილმი "ჩემი სახელია ქჰანი" პირველი გლობალური ინდური ფილმი იყო. მას უზარმაზარი გამოძახილი ჰქონდა ბერლინის კინოფესტივალზე და მისი შემოსავლები საზღვარგარეთ ნამდვილად სოლიდურია. საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ ფილმი ჩინეთშიც გამოვიდა. კარანი ასევე მადლობას უხდის "Fox Picture"–ს დიდი მხარდაჭერისათვის.

вторник, 30 ноября 2010 г.

კაჯოლი და აჯაი დევგანი მულტიპლიკაციურ პროექტში

კაჯოლი და აჯაი დევგანი 50 კომპიუტერულ გმირთან ერთად გადაიღებენ პირველ ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში "Toonpur Ka Superhero".
ამ კინოლენტის შექმნა მათ გადაწყვიტეს თავიანთი გოგონას ნისის გამო.

აჯაი ეკრანზე გამოჩნდება ადიტიას, ხოლო კაჯოლი პრიიას როლში.
მათ ჰყავთ ორი შვილი.
ერთხელ როდესაც აჯაი ბრუნდება ტუნპურში და ხედავს რომ იქ ბოროტებაა გამეფებული, იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ის უმკლავდება ბოროტებას და ამყარებს კანონსა და წესრიგს ტუნპურში.

კაჯოლი თავის მეუღლესთან ერთად უკვე არის გადაღებული 5 ფილმში: "Hulchul", "Gundaraj", "Pyar To Hona Hi Tha", " Dil Kya Kare", "Raju Chacha", ასევე "U Me Aur Hum". ეს უკანასკნელი აჯაი დევგანის სარეჟისორო დებიუტია.
ფილმი "Toonpur Ka Superhero", იმითაც არის აღსანიშნავი რომ კაჯოლი პირველად გამოჩნდება ეკრანზე დედასთან, ტანუჯასთან ერთად.
ისინი შესაბამისად ითამაშებენ დედა–შვილის როლს.

пятница, 26 ноября 2010 г.

რაქჰი სავანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ნოემბერში, უტარ–პრადეშის შტატის პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მსახიობ რაქჰი სავანტის წინააღმდეგ.
რაქჰი სავანტი არის ცნობილი რეალითი–შოუს "Rakhi Ka Insaaf" –ის წამყვანი.

მას ბრალს სდებენ 24 წლის რაქშმან პრასადს სიკვდილში, რომელიც თავის ნათესავებთან და 16 წლის მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა ამ შოუში.
ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 306 მუხლით – თავის მოკვლისაკენ ბიძგი.
ლაკშმანის დედის განცხადებით რაქჰი სავანტმა თავის შოუში, მცდელობით – გადაეწყვიტა ლაკშმანისა და ვინიტას ოჯახური პრობლემები, რამდენჯერმე მას მხდალი და იმპოტენტი უწოდა. ამის შემდეგ კი ყველა მისკენ უთითებდა და დასცინოდა და შეურაცყოფდა.
ლაკშმანი ჩაიკეტა თავის თავში, გამოაცხადა შიმშილობა და საბოლოოდ გამოფიტვისგან გარდაიცვალა საავადმყოფოში. ლაკშმანი და ვინიტა 2010 წლის თებერვალში დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ გამონახეს რა საერთო ენა, ერთი თვის შემდეგ დაშორდნენ.
თავად რაქჰი სავანტმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

–მე ჩემს შოუში ძალით არავინ მომყავს. ყველა მოდის თავისი სურვილით, მიზიარებს თავის პრობლემებს და მთხოვს, ვიპოვოთ გამოსავალი სიტუაციიდან. კანონები მე არვიცი, ვიქცევი ისე როგორც მკარნახობს სინდისი.
შოუს სახელწოდება "Rakhi Ka Insaaf", ჰინდიდან რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს – რაქჰის მართლმსაჯულებას.

воскресенье, 21 ноября 2010 г.

ინდური დილა – საზოგადოება "ინდურ სახლში"

19 ნოემბერს, საზოგადოება "ინდური სახლის" სარეპეტიციო დარბაზში ნამდვილი ინდური განწყობა იგრძნობოდა.
აქ ყველაფერი იყო: სურნელოვანი ჩხირების სურნელი, ინდური მუსიკა, ცოცხალი ყვავილების გირლიანდები, ფერადი სანთლები, ინდური ტკბილეული, ყავა, ჩაი... და კიდევ გამოფენილი ინდური კოსტუმები თუ უამრავი სხვა სიმბოლიკა რაც ინდოეთისა და მისი კულტურის მოყვარულებს თავს ცოტა ხნით სასურველ და საყვარელ გარემოში აგრძნობინებდა.
აქ იყვნენ საზოგადოება "ინდური სახლის" როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები, ქართველებიც და ინდოელებიც.
მიზეზი ამ დილაადრიანი შეკრებისა იყო ის, რომ საზოგადოება "ინდური სახლი" ტელევიზიიდან ელოდებოდა სტუმრებს სიუჟეტის მოსამზადებლად.
საიტზე უკვე ავღნიშნე "ინდური სახლის" მცირე წარსულის შესახებ და დავწერე ისიც, რომ სულ რაღაც ერთი თვეა რაც "ინდურ სახლთან" თანამშრომლობს ქ–ნი თამარ კურდღელია.
შეიქმნა ინდური სიმღერისა და ცეკვის ჯგუფი, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ანსამბლი.

გოგონები შეისწავლიან როგორც ინდურ კლასიკურ ცეკვას, ასევე თანამედროვე ცეკვებსაც ბოლივუდური ფილმებიდან.
ქ–ნ თამრიკოს, რომელიც ძირითადად კლასიკურ ცეკვას შეასწავლის გვერდით უდგანან ძველი "სიტარას" მოცეკვავეები. (ინდური კინოს მოყვარულებს კარგად ახსოვს ეს ანსამბლი, რომელიც კ/თ "ახმეტელში" ფუნქციონირებდა).
ამჯერად ქ–ნი თამარის თხოვნით (თამარ კურდღელიას კონტრაქტი აქვს ტ/კ "რუსთავი 2"–თან), "ინდური სახლი" დაუკავშირდა ტ/კ "რუსთავი 2"–ს დილის გადაცემას და შესთავაზა ერთ–ერთ გადაცემაში გაჟღერებულიყო "ინდური სახლის" შესახებ.
სტუმრებს "ინდური სახლის" ხელმძღვანელი, ქ–ნი რუსუდან თოდაძე და თამარ კურდღელია შეხვდნენ ინდური სახლის სხვა მასპინძლებთან ერთად.
შესრულდა საცეკვაო ნომრები ძველი კლასიკისა თუ თანამედროვე ბოლივუდური ფილმებიდან, რამდენიმე სიმღერა ჩვენი საყვარელი ფილმებიდან.
იყო საუბარი ბოლივუდზე და ქართულ–ბოლივუდურ ურთიერთობებზე.
სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ყველა მსურველს მოუხატა ხელები ხნით – ულამაზესი ფიგურებით და სურვილი გამოთქვა თანამშრომლობა გააგრძელოს ინდურ სახლთან.
სხვადასხვა ინდური სამოსით რამდენიმეჯერ შეიმოსა მშვენიერი კორესპოდენტი– ანი გიუნტერი, რომელსაც შემდგომ, პირად საუბარში შევატყვე რომ ინდოეთის და ინდური ფილმების მიმართ გულგრილი ნამდვილად არ იყო.
სტუმრებს "ინდური სახლისაგან" სახსოვრად გადაეცათ "ინდური სახლის" მიერ გამოცემული ჟურნალები და სხვადასხვა სუვენიერები.
სიუჟეტი სავარაუდოდ 22 ნოემბერს ტ/კ "რუსთავი 2"–ის დილის ეთერში გავა სამ ნაწილად, ხუთწუთიან სიუჟეტებად და გასვლის შემდეგ საიტებზეც დაიდება, თუმცა მანამდე გთავაზობთ ინდურ სახლში გადაღებულ ფოტოებს.
ინდური დილა – "ინდურ სახლში"


ნახეთ სიუჟეტი
პირველი ჩართვა


მეორე ჩართვა



მესამე ჩართვა


კატრინა კეიფი ახალ ფილმში "Tees Maar Khan"

კატრინა კეიფმა გადაწყვიტა ყველა გააკვირვოს თავისი ნომრით "sheila ki jawani", ფილმში "tees maar khan", რომელშიც ის თამაშობს თავის საუკეთესო პარტნიორთან, აქშაი კუმართან ერთად.
ფილმი რომელიც შექმნილია ფარა ქჰანის მიერ, გულგრილს არავის დატოვებს.
ეს მისი მესამე ფილმია და ფილმის გამოსვლა ეკრანებზე დაგეგმილია 2010 წლის 24 დეკემბერს.

თუმცა ამჯერად საუბარი არა ფილმზე, არამედ სიმღერაზე – "sheila ki jawani", რომელსაც ასევე უწოდებენ "katrina ki jawani".
ფარა შეეცადა ეს ნომერი გაეხადა რაც შეძლება ცოცხალი და სექსუალური.
კატრინას თქმით ფარამ აიძულა ის ეკეთებინა ისეთი რამეები რაც ადრე არ უკეთებია და მსახიობს ეს მოეწონა.
ფარამ ეს ნომერი "twitter"- ის გვერდზე დადო და თავადაც განცვიფრდა იმდენი კომპლიმენტი მიიღო.
მას კოლეგებიც კი ურეკავდნენ და ულოცავდნენ ასეთ ქმნილებას.
საინტერესოა, ვნახოთ ეს მუსიკალური ნომერი ფილმიდან "tees maar khan".

суббота, 20 ноября 2010 г.

ზინათ ამანი 58 წლის გახდა

ზინათ ამანი – 70–ანი და 80–ანი წლების ერთ–ერთი ყველაზე მბრწყინავი ვარსკვლავი, ერთ–ერთი პირველთაგანი, ვინც დასავლური ტალღა შემოიტანა ჰინდი კინოში, 19 ნოემბერს 58 წლის გახდა.
კინოს სამყაროში მისი დამკვიდრება დევ ანანდის დამსახურებაა, რომელმაც ის მიიწვია ფილმში "Hare Rama Hare Krishna", თუმცა ზინათს ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება ამ სამყაროსთან, რადგან მამამისი ამანულა იყო ცნობილი კინოსცენარისტი.
მისი გმირები კინოში არ იყო ყველა ერთნაირად დადებითი და ისეთი როგორიც მიღებული იყო მაშინდელ ინდურ კინოში - მთავარი გმირი ქალი უნდა ყოფილიყო გამოკვეთილად იდეალური ქალის ნიმუში.
თავის დროზე მსახიობს მოუხდა ეთამაშა თითქმის ყველა ვარსკვლავის გვერდით. მათ შორის მანოჯ კუმარის, დევ ანანდის, სანჯივ კუმარის, რაჯეშ ქჰანას, დჰარმენდრას, ჯიტენდრას, შაში კაპურის და განსაკუთრებით ავღნიშნავ ამიტაბჰ ბაჩანის გვერდით. მათი წყვილი პირადად მე ძალიან მომწონდა ყოველთვის.
ბოლო წლებში მსახიობი ისევ გამოჩნდა სხვადსხვა შოუებსა თუ ბოლივუდურ თავყრილობებზე. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმშიც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი "dunno y na jaane kyun", რომელიც სულ მალე გამოვა ეკრანებზე და რომელიც ეხება საკმაოდ სკანდალურ თემას. ფილმში მოთხრობილია ორი გეის შესახებ.
გთავაზობთ ამ ფილმის სარეკლამო ვიდეოს და მსახიობის რამდენიმე ფოტოს, რომელიც სწორედ ამ ფილმის სარეკლამო ღონისძიებაზეა გადაღებული.



სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails