ჰოლი ეს არის პოპულარული ინდუისტური დღესასწაული, რომელსაც გაზაფხულისა და ფერების ფესტივალსაც უწოდებენ.
ჰოლის ფესტივალი გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში და ის ყოველთვის ემთხვევა გაზაფხულის პირველ თვეს, წელს ჰოლის ფესტივალი 17, 18 მარტს დაემთხვა.
ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ქუჩებში გამოდიან თეთრებში ჩაცმული ადამიანები და ერთმანეთს აყრიან ფერად ფხვნილებს ან გაფერადებულ წყალს ასხამენ. ინდუისტები თვლიან რომ რაც უფრო მეტი ფერითაა გათხუპნული ადამიანი და მისი სამოსი, მით უფრო მეტი კეთილი სურვილებია მისკენ მიმართული და მით მეტმა ადამიანმა უსურვა მას ბედნიერება.
ვისაც ორი სამი ინდური ფილმი მაინც უნახავს ალბათ ზოგადად წარმოდგენა აქვს ამ დღესასწაულზე, მსგავსი სცენები ძალიან ბევრ ფილმშია: ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს საცეკვაოდ, გაართობს მას, გადაიტანს მის ყურადღებას სხვა რამეზე და შემდეგ ფერადი ფხვნილებით შეუღებავს მას სახესა და ტანსაცმელს ან გადაასხამს შეღებილ წყალს. ქალი ცხადია განაწყენდება , შემდეგ მამაკაცი მას პატიებას სთხოვს. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ცეკვებისა და ჟესტების ენით ხდება. ქალი რათქმაუნდა აპატიებს და თავადაც შეასხამს ფერად წყალს ან შეაყრის ფხვნილს.
დღესასწაული ძალიან ფერადი და ლამაზი სანახაობაა ვიზუალურად და გამორჩეულია თავისი აღნიშვნის ფორმით. მაგალითად თუ სხვა დღესასწაულებზე ინდოელები, განსაკუთრებით ქალბატონები ცდილობენ ჩაიცვან ყველაზე ძვირფასი სამოსი და გაიკეთონ ძვირფასი სამკაულები, ჰოლის დღესასწაულზე ყველა ძალიან მოკრძალებულად და უბრალოდ იცმევს თეთრი ფერის სამოსს, რომელზეც ცხადია განსაკუთრებული ეფექტი აქვს ფერადი ფხვნილების კვალს. თუ მაგალითად ასეთივე გრანდიოზულ დღესასწაულზე, დივალიზე რაც შეიძლება მეტი ტკბილეული უნდა იყოს, ჰოლის დღესასწაულზე სვამენ სასმელს, რომლის შემადგენლობაშიც რძიანი პროდუქტები და მარიჰუანა შედის.
ჰოლის დღესასწაულს ასევე უწოდებენ თავისუფლების ფესტივალსაც რადგან ის არის ყოველგვარი სოციალური ნორმებისგან თავისუფალი დღესასწაული, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიისა თუ სქესისა, მიუხედავად იმისა რომ ინდუისტებისათვის ეს მეტად პრობლემატური თემაა.
ჰოლის დღესასწაული თბილისში
თბილისურ ჰოლის დღესასწაულს დიდი ხნის ტრადიცია არ აქვს, ის პირველად შარშან აღინიშნა ინდური ცეკვის ანსამბლ ლაკშმის მიერ შემოთავაზებული საკონცერტო პროგრამით და ფერების ფესტივალით.
ღონისძიების მასპინძელი შარშანაც და წელსაც გახლდათ კავკასიური სახლი.

თბილისური ჰოლის დღესასწაული რათქმაუნდა განსხვავდებოდა თავისი აღნიშვნის ფორმით და მასშტაბებით იმ გრანდიოზული ფესტივალისაგან რასაც ინდოეთში (და არა მარტო) ვხვდებით, თუმცა აღმოჩნდა რომ ინტერესი ამ ლამაზი სანახაობის მიმართ თბილისშიც დიდია.
მიუხედავად იმისა რომ გაზაფხულის პირველ თვეს ინდოეთისაგან განსხვავებით ჩვენთან საკმაოდ ცივი ამინდებია, ამას ხელი არ შეუშლია ღია ცის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის მხიარულად აღენიშნათ ჰოლის დღესასწაული.