წინასწარ ცხადია ძნელი სათქმელია როგორ მიიღებს მაყურებელი ახალ ფილმს, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად დიდია. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ თავად მსახიობისთვისაც ნამდვილად აუცილებელია ამ ფილმის წარმატება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სალმანი და ამირი უკვე კარიერის სულ სხვა ლიგაში გადავიდნენ, შაჰრუჰ კჰანს ამჯერად ესაჭიროება ფილმი, რომელიც მას ისევ აიყვანს წარმატების ისეთ პიკზე როგორიც ჰქონდა ფილმის "Dilwale Dulhania Le Jayenge"-ს დროს.
ასეთ შემთხვევაში კი მისი დახმარება სწორედ ბოლივუდური რომანტიკის მეფეს – იაშ ჩოპრას შეუძლია. 80 წლის რეჟისორი, რომელმაც ნახევარსაუკუნეზე მეტი გაატარა ჰინდი–კინოინდუსტრიაში ისევ ქმნის ახალ შედევრს და ცხადია მისთვისაც მნიშვნელოვანია ფილმის ბედი. ვფიქრობ შაჰრუჰ კჰანი ამჯერად რეჟისორის კარგი არჩევანია, რადგან ორივენი სწორედ რომ შეუდარებლები არიან რომანტიკის სფეროში.
უკვე გავრცელებული თრილერისა თუ სიმღერის სცენების მიხედვით მაყურებელი მსჯელობს, რომ ფილმი სავარაუდოდ ჰიტი გახდება, საუბრობენ ასევე იმაზეც რომ შესაძლოა თამამიც კი აღმოჩნდეს იმათთვის ვინც ფილმის ნახვას დივალის დღესასწაულზე ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან ერთად გეგმავს.
სიმღერების ავტორებად გვევლინებიან გულზარი (ლექსების ავტორი) და რაჰმანი (კომპოზიტორი).
გთავაზობთ კლიპს ფილმიდან
ვივეკ ობეროი ახალი ფილმის პრემიერაზე
ვივეკ ობეროიმ თავის ორსულ მეუღლესთან პრიანკა ალვასთან ერთად მივიდა თავისი ახალი ფილმის "Kismet Love Paisa Dilli"–ს პრემიერაზე და მთელი საღამოს განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ მოშორებია მეუღლეს.
ვივეკი და პრიანკა 2010 წელს დაქორწინდნენ და ახლა პირველი შვილის დაბადებას ელოდებიან. პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა ვივეკის დედა – იაშოდჰარა ობეროი.
რეჟისორ სანჯაი კჰანდურის ფილმში ვივეკი მალიკა შრავატისთან ერთად კოლეჯის სტუდენტს თამაშობს.
ამავე დღეს შედგა კიდევ ერთი ახალი ფილმის "English Vinglish" პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს შრიდევი თამაშობს.
პრითვირაჯს ბოლივუდის ყველა ვარსკვლავთან სურს თამაში
სამხრეთული კინოს ვარსკვლავი პრითვირაჯი, რომლის დებიუტიც ბოლივუდურ ფილმში "Aiyyaa" (რეჟისორი ანურაგა კაშიაპი) ახლახან შედგა, სურვილს გამოთქვამს ჰინდი კინოს ვარსკვლავებთან განაგრძოს მუშაობა.
–მე მსურს ბოლივუდის ყველა ვარსკვლავთან ვიმუშაო და ამ მხრივ მე ალბათ ვარ ეგოისტი მსახიობი, – ამბობს პრითვირაჯი.
მსახიობი ძალიან პოპულარულია სამხრეთში, მის კარიერაში ბევრი წარმატებული ფილმია და როგორც ჩანს ბოლივუდშიც იწყება მისი კარიერული აღამასვლა. ფილმ "Aiyyaa" პრემიერამდე ის უკვე მუშაობს კინოსტუდია Yash Raj Films –ის ერთ–ერთ ფილმზე "Aurangzeb", რომელშიც ასევე მონაწილეობენ არჯუნ კაპური და რიში კაპური.
– ჩემთვის დიდი პატივია ამ კინოსტუდიაში მუშაობა. ჩემი კარიერის მანძილზე მე პირველად გავიარე სინჯები ამ ფილმზე დასამტკიცებლად და როლი მივიღე არა ჩემი წარსული დამსახურების გამო, არამედ დამსახურებულად, შერჩევით,– ამბობს ის.
მსახიობი პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს მესამე ჰინდი ფილმში მონაწილეობაზე, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ფილმში
"Aiyyaa" მთავარ როლს პრითვირაჯთან ერთად რანი მუქერჯი თამაშობს.
ფილმი 12 ოქტომბერს გამოვიდა ეკრანებზე.
აკშაი კუმარსა და ტვინკლი კჰანას ქალიშვილი შეეძინათ
25 სექტემბერს ვარსკვლავურ წყვილს აკშაი კუმარსა და ტვინკლი კჰანას ქალიშვილი შეეძინათ.
აკშაიმ twitter - ზე თავისი სახლის ფოტო დადო წარწერით: არაფერია იმ გრძნობებზე მშვენიერი, რომელსაც განიცდი როცა ხელში შენი პატარა გიჭირავს. წყვილმა ქალიშვილს ნიტარა დაარქვა სახელად. ბავშვის სრული სახელია ნიტარა კჰანა ბჰატია (კჰანა ტვინკლის გვარია, ხოლო ბჰატია აკშაის, როგორც ვიცით მისი აკშაის სახელი და გვარია რაჯივ ჰარი ომ ბჰატია). სახელი ნიტარა სანსკრიტიდან თარგმანში "ნათელს" ნიშნავს.
წყვილს უკვე ჰყავთ ერთი ვაჟი– აარავი. როგორც აკშაიმ განუცხადა ჟურნალისტებს ახალშობილი ძალიან ჰგავს დედას და ბებიას. მსახიობმა ასევე მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს მისი ოჯახის მიმართ კეთილი სიტყვებისა და სურვილებისათვის.
ორსულობის დროს ტვინკლი ძალიან განიცდიდა მამის ავადმყოფობას და სიკვდილს, რამაც გავლენა იქონია მის სულიერ მდგომარეობაზე, თუმცა მშობიარობამ კარგად ჩაიარა და წყვილი აკშაის ახალი ფილმის "Oh My God" პრემიერისათვის ემზადება.
ამიტაბჰ ბაჩანი შეძრა ფილმის "English Vinglish" ნახვამ
ამიტაბჰ ბაჩანი შეძრა რეჟისორ გაური შინდეს ფილმის "English Vinglish" ნახვამ. ფილმში მთავარ როლებს შრიდევი, მეჰდი ნებოუ და პრია ანანდი თამაშობენ. თავად ამიტაბჰ ბაჩანს ფილმის ჰინდი ვერსიაში აქვს მცირედი როლი, სტუმრის სახით.
–სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ემოცია – თქვა მსახიობმა.
ფილმი აჩვენეს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის გალა პრემიერაზე.
ეს ფილმი აღსანიშნავია იმითაც რომ 15 წლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე დაბრუნდა შრიდევი.