ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 30 августа 2013 г.

მეჰენდი და ინდოელი ქალბატონების სამკაულები


ძალიან დიდია ინტერესი იმ სამკაულების მიმართ რომელსაც ინდოელი ქალბატონები ატარებენ. გთავაზობთ მცირე განმარტებებს იმ ძირითადი აღკაზმულობის შესახებ რომელსაც ხშირად ვხედავთ ინდოელი ქალის სხეულზე ფილმებსა თუ ფოტოებზე. სტატია მთლიანად ეყრდნობა ინტერნეტში მოპოვებულ მასალებს.
 ინდოელი ქალის სრულ მორთულობას შრინგარი ჰქვია. იგი სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ლაკშმის უკავშირდება. ინდოელი ქალი ლამაზად მიიჩნევა, თუ მას სილამაზის შემდეგი სიმბოლოები ამშვენებს:
  ტილაკა – ეს არის ინდუისტური ნიშანი, რომელსაც შუბლზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე ატარებენ. ინდოეთში ტილაკას, სხვადასხვა ჩვეულებების მიხედვით, ან ყოველდღიურად ან მხოლოდ რელიგიურ მოვლენებზე იყენებენ. ტილაკა გამოხატავს მესამე თვალს, გონების თვალს.
  არის კიდევ დეკორატიული ხალი – ბინდი, რომელსაც შუბზე "მესამე თვალის" ადგილზე იკეთებენ.
  გათხოვილი ქალი ვარცხნილობის განაყოფს წითელი ფხვნილით იღებავს. პირველად მას ქორწილის დღეს იკეთებენ.
 სამკაული ტიკა, რომელსაც გათხოვილი ქალები ვარცხნილობის განაყოფში იკეთებენ. მისი დაბოლოება შუბლის ცენტრში უნდა მოექცეს. ტიკა იმის სიმბოლოა, რომ ქალმა ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვას.
  ასევე ქალისათვის აუცილებელია თვალის გარშემო შავი ფანქრით შესრულებული კონტური, რომელსაც კოლი ჰქვია.
  ერთ-ერთი საინტერესო სამკაულია ცხვირის საყურე, რომელიც დეფლორაციის ს
მბოლოა. ალბათ გვახსოვს უამრავ ფილმშია გამოყენებული კადრები როდესაც ქორწინების პირველ ღამეს მამაკაცი პირველად ცხვირის სამკაულს ხსნის მეუღლეს.
 ინდოელ ქალს ყელი მძივით (ჰაარა) უნდა ჰქონდეს დაფარული. მიაჩნიათ, რომ სამკაულს სიყვარულის შენარჩუნება, წარმატების მოტანა და ავი თვალისგან დაცვა შეუძლია.
  საკმაოდ დიდი ზომის საყურეს ატარებენ ინდოელი ქალბატონები, რომელსაც კარნ პხული ჰქვია. ქალისთვის საყურეს ბედნიერება მოაქვს. რაც უფრო ძვირფასი საყურე უკეთია ქალს, თვლიან რომ მით უფრო ბედნიერია. ზოგჯერ საყურე იმდენად მძიმეა, რომ მას სარჭებით თმაზე იმაგრებენ. 




 ქორწილის წინადღეს პატარძალს ხელ-ფეხს ინით უხატავენ, ამას მეჰნდი ქვია. ამბობენ რაც უფრო დიდხანს ძლებს ინის ნახატი, მით მყარი იქნება ცოლ-ქმრის სიყვარული. მეჰენდის დღესასწაულებზეც იკეთებენ.
  გათხოვილი ქალი საზოგადოებაში სამაჯურების გარეშე არასდროს ჩნდება. მას ყოველ ხელზე 8, 12 ან 24 სამაჯური უნდა ეკეთოს. სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა ორნამენტებითა და ძვირფასი თვლებით დამშვენებული სამაჯური მკლავზე. მას ბააჯიუბანდი ჰქვია.
 ცერა თითზე ინდოელმა ქალმა სარკიანი ბეჭედი უნდა ატაროს, დანარჩენ თითებზე
ოქროს ბეჭდები უნდა ეკეთოს, ერთმანეთთან და  სამაჯურებთან ძეწკვით მიმაგრებული.
  ინდოელები თვლიან რომ თმა სიცოცხლის ენერგიის სიმბოლოა. ინდოელი ქალი გრძელ ნაწნავს ატარებს.
 ინდოელი ქალის სამოსი არის სარი, რომელზეც კამარბანდი - სარის დასამაგრებელი ქამარი უკეთიათ. გათხოვილი ქალი მასზე გასაღებების აცმას იმაგრებს. ასეთ აცმას დედამთილი რძალს გადასცემს, ამით მიანიშნებს, რომ ოჯახის საქმეებს მას გადააბარებს.
 ინდოელი ქალები ფეხის სამაჯურზე ზოგჯერ ზანზალაკებს იმაგრებენ. ფეხსამკაული შესაძლოა, ფეხის თითებზე წამოცმულ ბეჭდებზე იყოს დამაგრებული.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails