ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 15 июня 2010 г.

შილპა შეტი ეკრანებზე ბრუნდება


ბოლივუდის ვარსკვლავი შილპა შეტი ბოლოსდაბოლოს ისევ ბრუნდება ეკრანზე ორი

წლის შესვენების შემდეგ. როგორც ცნობილი გახდა ის ითამაშებს გონებრივად ჩამორჩენილი ქალის როლს პარტო გჰოშას ახალ ფილმში.
თავისი ბოლო ფილმის "Apne"-ს შემდეგ მსახიობი გადაიღეს ფილმში "Signature". როგორც აღვნიშნე რეჟისორი არის პარტო გჰოშა და ფილმი სავარაუდოდ მალე გამოვა ეკრანებზე.
აღსანიშნავია რომ ეს იქნება პირველი ფილმი მსახიობისა მას შემდეგ რაც ის გათხოვდა. როგორც არაერთხელ დავწერე, ის ცოლად გაჰყვა დიდ ბრიტანელ ბიზნესმენს - რაჯ კუნდრას.
ამ ორი წლის პაუზის განმავლობაში ასევე დაუმთავრებელია რეჟისორ ნირაჯ პატჰაკის ფილმი "The Man", რომელშიც შილპა სანი დეოლთან ერთად თამაშობს.
მსახიობი ცდილობს განაახლოს კავშირები ბოლივუდთან.
ახალი ფილმი "Ek Second: Jo Zindagi Badal De"რომელსაც წელიწადნახევარი იღებდნენ სავარაუდოდ აგვისტოში გამოვა. ფილმი შეფერხებული იქნა მწარმოებლებსა და ფინანსისტებს შორის უთანხმოების გამო.
ამჟამად ამ რეჟისორის კიდევ ერთი ახალი ფილმი, "Ek Second: Jo Zindagi Badal De" გამოდის რომლის შემდეგაც დაიგეგმება ამ ფილმის გამოსვლის თარიღი.
ფილმში შილპასთან ერთად თამაშობს იშა დეოლი. ხოლო მამაკაცის როლს (შილპას მეუღლეს) თამაშობს მილინდ სომანი.
მეუღლესთან ერთად
მილინდ სომანი და შილპა შეტი

понедельник, 14 июня 2010 г.

შაჰრუჰი შვილებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

შაჰრუჰი თავის შვილებთან არიანთან და სუჰანასთან ერთად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 11 ივნისს დაიწყო.
მსახიობმა განათავსა ინფორმაცია "Twitter"- ზე, რომ მიყავს შვილები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.
-ფეხბურთი უკეთესია ვიდრე სიმღერა წვიმის ქვეშ - წერს მსახიობი.
ფეხბურთს გაცილებით ღრმა და ემოციური კავშირი აქვს მსახიობთან, რადგან დედამისს ძალიან უყვარდა საფეხბურთო მატჩების ყურება მათთან ერთად.
-მე და დედაჩემს შეგვეძლო არ დაგვეძინა და გვეყურებინა მთელი ღამე ფეხბურთისათვის. მე და დედა ფანატები ვიყავით ფეხბურთის. არასოდეს არ ვტოვებ მატჩებს და ყოველთვის მოვიწყენ ხოლმე დედას გამო - წერს ბოლივუდის მეფე.

пятница, 11 июня 2010 г.

მალე, აიშვარიასა და აქშაის ახალი რომანტიული კომედია

Action Replay - ამ სახელწოდებით გამოვა მალე აიშვარია რაისა და აქშაი კუმარის ერთობლივი რომანტიული კომედია, რომლის რეჟისორიც ვიპულ შაჰია.
როგორც აქშაი აღნიშნავს ეს ფილმი მისი მეხუთე ნამუშევარია ამ რეჟისორთან.
მსახიობმა აღნიშნა რომ მას სურს ბევრი რამ მოუყვეს ფილმის შესახებ აუდიტორიას, მაგრამ რეჟისორს სურს ჯერ-ჯერობით ყველაფრის საიდუმლოდ დატოვება.
როგორც ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, აქშაიმ ბოლივუდის რამდენიმე მსახიობ ქალთან შექმნა საუკეთესო ეკრანული წყვილი, მაგრამ აიშვარიასა და მისი დუეტი განუმეორებელია.

четверг, 10 июня 2010 г.

კაჯოლმა გადაწყვიტა თავისი დის კარიერას მიხედოს

ბოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა კაჯოლმა ახალი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. მსახიობმა გადაწყვიტა, პირადად გააკონტროლოს თავისი დის, ტანიშას კარიერა.
ტანიშას დებიუტი ბოლივუდში დიდი ხნის წინ შედგა და იყო მოლოდინი რომ ისიც მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა.
ტანიშა დაიბადა 1978 წლის 1 იანვარს. მისი ცნობილი დის, კაჯოლის შესახებ თითქმის ყველამ ვიცით. შეგახსენებთ ასევე რომ მათი დედა ტანუჯა - წარსულში ცნობილი მსახიობია.
ტანიშას რამდენიმე ფილმში აქვს როლი შესრულებული. მათ შორისაა ფილმები: "მამის კვალზე" და "მამის კვალზე 2" (ავანტიკა), ასევე 2006 წელს გამოსულ ფილმში "ნილი და ნიკი" (ნიკი) და სხვ.
თუმცა არცერთი ფილმი მისი მონაწილეობით არ გამოდგა განსაკუთრებით წარმატებული. ამიტომაც მისი კარიერა შეფერხდა.
ახლა კი არის მოლოდინი, რომ მის კარიერაში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან კაჯოლმა გადაწყვიტა ასე ვთქვათ დამრიგებლის როლი ითამაშოს დის კარიერულ ცხოვრებაში.
თავის მხრივ ტანიშაც გახარებულია რომ ის გამოიყენებს ამ შანსს და ძალიან ბევრ რამეს ისწავლის დის გამოცდილებიდან.
იმედი მაქვს კაჯოლი შეძლებს ისეთივე წარმატებულად აქციოს დის კარიერა როგორიც საკუთარია.
ტანიშა დასთან და დედასთან ერთად


среда, 9 июня 2010 г.

ბოლივუდის რამდენიმე სამომავლო გეგმა

მოახერხებს თუ არა სანჯაი ლილა ბჰანსალი აიშვარია რაის, პრიტი ზინტასა და კარინა კაპურის ერთად შეკრებას ახალ პროექტში?

ცოტა ხნის წინ სანჯაი ლილა ბჰანსალიმ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გადაიღოს ფილმი სახელწოდებით "Heera Mandi", თუმცა მოგვიანებით მან დროებით გადადო ეს იდეა.
სულ ახლახან გახდა ცნობილი რომ სანჯაიმ გადაწყვიტა უახლოეს პერიოდში მიუბრუნდეს ამ პროექტს, რომელშიც მთავარ როლებში ბოლივუდის ნაღებს აიშვარია რაის, პრიტი ზინტას და კარინა კაპურს მიიწვევს.
ცნობილია ისიც რომ თავიდან მას სურდა ამ ფილმში რანი მუქერჯის, მადჰური დიქსიტის და სონამ კაპურის მოწვევა.
სანჯაი ამ ფილმზე დაიწყებს მუშაობას მაშინვე როგორც კი დაამთავრებს თავის ამბიციურ პროექტს ""Guzaarish", რომელშიც მთავარ როლებს აიშვარია რაი და რიტიკ როშანი ასრულებენ.
დაველოდოთ ახალ პროექტს. სამი მშვენიერი და ნიჭიერი მსახიობი ერთ პროექტში - უდაოდ, ფილმი ძალიან პერსპექტიულია.

დათანხმდებიან თუ არა აიშვარია რაი და შაჰრუჰ ქჰანი ერთად მუშაობაზე?

ბოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა წყვილმა შაჰრუჰ ქჰანმა და აიშვარია რაი-ბაჩანმა შესაძლოა ისევ იმუშაონ ერთად ახალ პროექტში.
ცნობილი გახდა რომ რეჟისორი ადიტია ჩოპრა გეგმავს მათ მოწვევას ახალ რომანტიულ ფილმში.
მათ ურთიერთობა კარგა ხნის წინ გაწყვიტეს, თუმცა გასულ წელს კარან ჯოჰარის დაბადების დღეზე ეს უთანხმოება გადალახეს. ადიტიამ ისარგებლა ამით და მოლაპარაკებები ჰქონდა ორივე მსახიობთან.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს მეშვეობით ცნობილი ხდება რომ ადიტიას რამდენიმე წელია აქვს სცენარი სპეციალურად აიშვარიასა და შაჰრუჰისათვის.
მთავარი იყო დაეთანხმებინა ისინი ერთად მუშაობაზე. ადიტიამ ორივე მსახიობს გააცნო ეს გეგმა და ისინი დადებითად შეხვდნენ ამას.
როდესაც აიშვარია და შაჰრუჰი ერთად მუშაობდნენ ისინი ნომერ პირველ წყვილად ითვლებოდნენ ბოლივუდში. თუ ადიტია ისევ მოახერხებს მათ დათანხმებას ეს იქნება დიდი წარმატების გარანტი მისი ახალი ფილმისათვის.
თუმცა სანამ ორივე მსახიობი დათანხმდება ეს საიდუმლოდ რჩება.
იმედს ვიტოვებ რომ გვექნება საშუალება ამ მშვენიერი წყვილის ისევ ერთად ხილვისა ეკრანზე ამდენი წლის პაუზის შემდეგ.

вторник, 8 июня 2010 г.

IIFA - ს ცერემონიალზე ბიპაშამ ჯონის არყოფნის გამო მოიწყინა

როგორც ცნობილია კოლომბოში IIFA - ს დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობაზე ბოლივუდის ვარსკვლავთა ერთმა ნაწილმა უარი თქვა. სწორედ ეს გახდა ბიპაშა ბასუს მოწყენის მიზეზი რადგან ჯონ აბრაჰამი არ იმყოფებოდა დაჯილდოების ცერემონიალზე.
როცა მსახიობს კითხეს როგორია მისი დამოკიდებულებვა იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ ბაჩანების ოჯახი არ ესწრებოდა ამ ცერემონიალს, ბიპაშამ უპასუხა რომ ის უფრო განიცდის და მოწყენილია თავისი მეგობრის ჯონ აბრაჰამის არყოფნის გამო.
-ის ერთადერთი ადამიანია ვისი არყოფნის გამოც ვარ მოწყენილი და არა უცხო ადამიანების გამო.
ცნობილია რომ მსახიობმა ახლახან დაასრულა მუშაობა ახალ პროექტზე "Lamhaa". მსახიობმა მონაწილეობა მიიღო "IIFA"- ს ცერემონიალის გალა კონცერტში.

вторник, 1 июня 2010 г.

პრიანკა ჩოპრა - 60 წლის ქალის როლს ითამაშებს

ტყუილად როდი უწოდებს პრიანკა ჩოპრა თავის როლს რეჟისორ ვიშალ ბჰარდვაჯის ფილმში, "Saat Khoon Maaf", ყველაზე რთულს თავის ნათამაშებ როლებს შორის.
გარდა იმისა რომ ფილმის გადაღებები ცივილიზაციისაგან შორს მიმდინარეობს, მეგობრებისა და ახლობლებისაგან სრულიად იზოლირებულად, ეს არ არის ყველაზე რთული დეტალი ბოლივუდის წამყვანი მსახიობისათვის. პრობლემა ისაა რომ მსახიობმა უნდა ითამაშოს 20 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალის როლი მიყოლებით. ამ დროის განმავლობაში ის კლავს შვიდ მეუღლეს.
პრიანკამ უკვე ითამაშა 12 განსხვავებული გოგონას როლი აშუტოშ გოვარიკარის ფილმში, "ვინ ხარ ზოდიაქოთი"? თუმცა ყველა მისი გმირი იყო ახალგაზრდა გოგონა.
ახალ ფილმში კი მსახიობს მოუწევს ჩაწვდეს ასაკოვანი ქალის ხასიათს და აჩვენოს ის მაყურებელს.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails