ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 9 августа 2011 г.

ბოლივუდური სიახლეები

ჯონ აბრაჰამი ახალ პროექტში – "I, Me Ishaan"

ბიპაშა ბასუსთან განშორების შემდეგ ჯონ აბრაჰამმა უამრავი წინადადება მიიღო სხვადასხვა პროექტებზე. ეს არის ნიშიკანტ კამატას ფილმი "Force", როჰიტ დჰავანის "Desi Boyz", სადჯიდ კჰანის "Housefull 2" და კიდევ ერთი პროექტი – "I, Me Ishaan".
ისევე როგორც ფილმი "Desi Boyz" არის რეჟისორ როჰიტ დჰავანის სარეჟისორო დებიუტი, ეს ახალი პროექტიც, "I, Me Ishaan" იქნება რეჟისორ კაპილ შარმას სარეჟისორო დებიუტი. ის ადრე მუშაობდა ასისტენტად რეჟისორ გოლგი ბეჰლასთან.
ფილმში "I, Me Ishaan" ჯონ აბრაჰამთან ერთად ითამაშებს ჩიტრანგადა სინგჰი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა ფილმში "Desi Boyz". ამ ფილმში ასევე ითამაშებენ პრაჩი დესაი და რაიმა სენი.

ბიპაშა ბასუ და პრიანკა ჩოპრა ერთად ახალ კლიპში

როგორი იქნება ეფექტი როცა ბოლივუდის ორი მშვენიერი ვარსკვლავი ერთად გამოჩნდება ვიდეოკლიპში? პრიანკა ჩოპრა და ბიპაშა ბასუ მალე წარსდგებიან ჩვენს წინაშე განეშ გჰენჯის ახალ კლიპში.
სიმღერის კლიპს ოთხი დღის განმავლობაში იღებდნენ მუმბაიში, სტუდიაში. საცეკვაო ნომერი, რომელიც ბოლივუდის მსახიობებმა შეასრულეს თავად განეშმა დადგა. მასვე ეკუთვნის კოსტიუმებიც.
მსახიობებზე საუბრისას განეში ამბობს: ორივე მსახიობი, ბიპაშაცა და პრიანკაც განასახიერებენ ყველა იმ ფასეულობას რის შესახებაც მე ამ სიმღერაში ვმღერი.
თითოეულ მათგანთან მე გავატარე ერთი დღე მხოლოდ, თუმცა გადაღებები ადვილად ჩატარდა.
სიმღერის სტილისა და სახის შესახებ, განეშმა დაამატა: ბიპაშას თქვენ ნახავთ ბოშურ სამოსში. მას ძალიან მოეწონა და შეუყვარდა სიმღერა და მოისურვა კლიპში ისეთი სახით წარმოჩენილიყო, რაც განსხვავებული იქნებოდა მისი ადრინდელი ეკრანული სახეებისგან.
პრიანკა შავ ფერებში იქნება ჩაცმული და მისი გარეგნობაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

ლარა დატა ორსულადაა

ხანგრძლივი ვარაუდების შემდეგ დადგა დრო გაქარწყლდეს ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი, ლარა დატა ნამდვილად ორსულადაა.ეს ინფორმაცია არა მხოლოდ დაადასტურა თავად მსახიობმა, არამედ გაუზიარა კიდეც თავისი სიხარული მკითველს ერთ–ერთ ინტერვიუში, სადაც მან და მისმა მეუღლემ, ცნობილმა ტენისისტმა მაჰეშ ბჰუპატიმ ბოლოსდაბოლოს დაადასტურეს რომ ისინი შვილს ელოდებიან.
კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს სასიხარულო სიახლე მისი კარიერის დასასრულს ამავდროულად, ლარამ განაცხადა, რომ არასოდეს დაემშვიდობება იმას, რისგანაც იღებს ნამდვილ სიამოვნებას.
ამჯერად მსახიობი მეუღლესთან ერთად მოუთმენლად ელოდება მათი ცხოვრების ყველაზე საოცარ მომენტს – პატარას დაბადებას.

სალმანისა და კატრინას ახალი ერთობლივი პროექტები

კატრინა კეიფს და სალმან კჰანს არასოდეს განუსახიერებია ეკრანზე შეყვარებული წყვილი.
ამჯერად კი, "იაშრაჯფილმსის" ახალი პროექტში "Ek Tha Tiger" გადაღებაზე თანხმობის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დათანხმდნენ "დჰარმაპრადაქშენის" კიდევ ერთ ერთობლივ პროექტს, რომლის რეჟისორიც რენსილ დე სილვა იქნება.
იმედია ამჯერად მაინც კარან ჯოჰარისა და კატრინას თანამშრომლობა შედგება.
როგორც გვახსოვს კატრინა უნდა გადაეღოთ ფილმ "dostana"-ს გაგრძელებაში აბიშეკთან და ჯონთან ერთად, თუმცა ეს პროექტი ძალიან გაჭიანურდა.ახლახან კი კატრინას ისევ შესთავაზეს "დჰარმაპრადაქშენის" კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობა, რომლის რეჟისორიც ანუ მუქერჯი იყო, მაგრამ კატრინამ ვერ გამონახა თავისუფალი დრო თავის გრაფიკში. ამიტომაც უარის თქმა მოუხდა.
ორი უშედეგო ცდის შემდეგ, გადაეღო კატრინა თავის პროექტში, კარანმა გადაწყვიტა ის სალმანთან ერთად მოეწვია რენსილ დე სილვას ახალ ფილმში.
თავად მსახიობს დიდი სურვილი აქვს კარანთან მუშაობის.
–არა აქვს მნიშვნელობა როდის მოხდება ეს, მთავარია კარანი კარგი მეგობარია და მის კომპანიას მე სიამოვნებით ვიზიარებ ყოველთვის, –განაცხადა მსახიობმა.

ვიდია ბალანი ახალ პროექტში – "Dirty Picture"

ვიდია ბალანი იძულებულია სიგარეტის მოწევა დაიწყოს, რომ მის ახალ ფილმში "Dirty Picture" ეს რეალისტურად გამოიყურებოდეს.
მსახიობს გადაღებები ექნება ჰაიდარაბადში და ფილმში არის სცენები, სადაც მისი გმირი ეწევა. მსახიობს აქამდე არასოდეს მოუწევია და რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევის შემდეგ ის ცუდად გახდა, რის გამოც გადაღებების დროებით შეწყვეტა მოუხდათ. ნიკოტინისაგან მოწამვლის გავლის შემდეგ ვიდიამ განაახლა გადაღებები. ფილმის რეჟისორი არის მილან ლუთჰარიამ რამდენიმე დუბლის შემდეგ მოიწონა გადაღებული მასალა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მსახიობს უკვე ათამდე ღერი სიგარეტი ჰქონდა მოწეული.
ფილმი "Dirty Picture" წლის ყველაზე საინტერესო ფილმად ითვლება. ფილმი დაფუძნებულია სამხრეთელი მსახიობის სილკ სმიტჰას ცხოვრებაზე, რომელიც მილიონთა კუმირი იყო, მაგრამ გარდაიცვალა მარტოობასა და ტრაგიკულ გარემოებაში.
ვიდია ბალანი სწორედ სმილკ სიტჰას თამაშობს და კიდევ უფრო მეტად ცდილობს თავისი პერსონაჟის სახის გაფართოებას. მსახიობი არა მხოლოდ კოსტიუმებით ცდილობს შეიცვალოს თავისი იმიჯი, არამედ ყველაფერს აკეთებს რომ შეითავსოს პერსონაჟის ხასიათი.
რეჟისორს სურს, რომ ფილმში ყველაფერი გამოიყურებოდეს რეალისტურად, ამიტომაც იყო რომ ვიდია ბალანმა სიგარეტის მოწევაც დაიწყო.

Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails