ოთხშაბათს, 18 ივლისს, მუმბაიში საკუთარ რეზიდენციაში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდური კინოს ვარსკვლავი რაჯეშ კჰანა.
მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა, ცოტა ხნის წინ ის გამოწერეს საავდმყოფოდან. მსახიობი გარდაიცვალა ღვიძლის ინფექციით, ბოლო დღეების განმავლობაში ის საერთოდ ვერ იღებდა მყარ საკვებს.
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა აპრილის თვიდან და ის რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, თუმცა ბილო ხანებში მსახიობმა შესძლო და მედიის წარმომადგენლებთან და თაყვანისმცემლებთან შესახვედრად გამოვიდა.
რაჯეშ ქჰანას დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1966 წელს სურათში "Aakhri Khat", პოპულარობა კი მსახიობს მოუტნა ფილმმა "Aradhana", რომელიც 1969 წელს გამოვიდა. ეს იყო ჰოლივუდური ფილმის "To Each His Own" რიმეიქი.
თავისი კარიერის მანძილზე რაჯეშ კჰანა 160-დე ფილმშია გადაღებული და მათგან 130-დე ფილმში მთავარ როლს თამაშობს.
1990 წლიდან მსახიობი იშვიათად ჩნდებოდა ეკრანზე.
რაჯეშ კჰანა შეიძლება თამამად ითქვას რომ ”პირველი სუპერვარსკვლავის” არაოფიციალურ ტიტულს ატარებდა. რაჯეშ კჰანას ეპოქა 1942- 2012 დასრულდა.
და მაინც... ყველას უყვარდა რაჯეშ ქჰანა როგორც ვარსკვლავი, მაგრამ ცოტა თუ იცნობდა მის პიროვნებას. მსახიობის მეგობარი ჟურნალისტი ალი პიტერ ჯონი, რომელიც თავიდან მოყოლებული ადევნებდა თვალს მის კარიერას გვიამბობს, რომ რაჯეშ კჰანა კინოში მოხვდა ტალანტების კონკურსში გამარჯვების შემდეგ. კონტრაქტის პირობა ასეთი იყო: პროდიუსერებს უნდა გადაეღოთ მისი სადებიუტო ფილმი. მათ შორის იყვნენ ისეთი პროდიუსერებიც, როგორიც იყო სიპპი, ფილმ ”sholay" -ს პროდიუსერი. ასე რომ თუ სხვებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებიდათ იმისათვის, რომ მიეღოთ რაიმე როლი ფილმში, რაჯეშისათვის ეს გაცილებით იოლი აღმოჩნდა.
მისი პირველი სამი ფილმი: "aakhri khat, "raaz" და "bahaaron ke sapne" გაქირავებაში ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ მას იღებდნენ საუკეთესო რეჟისორები: ჩეტან ანანდი, ნარენდრა ბედი და ნასირ ჰუსეინი. ამის შემდეგ დაიწყო მისთვის ნამდვილი ბრძოლა რადგან არცერთ პროდიუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. ყველაფერი შეიცვალა ფილმ ”Aradhana”-ს შემდეგ.
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იყო, როცა შაქტი სამანტას რაჯეშ კჰანას მოხსნაც კი უნდოდა მთავარი როლიდან, რადგან არცერთ დისტრიბიუტორს არ სურდა მისი მონაწილეობით ფილმის შესყიდვა. თუმცა შემდგომ გადაიფიქრა და დაასრულა ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი ქალის როლს შარმილა თაგორი თამაშობს. ამ ფილმის წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ მისი ყველა ფილმი ჰიტი გახდა და გაქირავებაში წარმოუდგენლად დიდი ხნის მანძილზე რჩებოდნენ. მსგავსი ვარსკვლავური დიდება, როგორიც რაჯეშ კაჰანს ქონდა არცერთ დანარჩენ მსახიობს, მათ შორის ამიტაბჰ ბაჩანსაც კი არ ჰქონია.
მას შემდეგ რაც სუპერვარსკვლავი გახდა მისი მოთხოვნილებები ჰონორარზე თანდათან გაიზარდა. ის ფილმზე მილიონ რუპიას და ზოგჯერ მეტსაც ითხოვდა. ის იღებდა გაცილებით მეტს, ვიდრე დევ ანანდი, დილიპ კუმარი ან რაჯ კაპური. წარმატებები თავბრუს ახვევდა მას და პროდიუსერებიც ჩვეულებრივ ეგუებოდნენ მის კაპრიზებს. არ აღელვებდა არც ის ფაქტი რომ გადასაღებ მოედანზე დილიდან ელოდნენ ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები დილით იყო დანიშნული მისი დღე დღის სამ საათზე იწყებოდა. ის თვლიდა, რომ სუპერვარსკვლავ რაჯეშ კჰანას ეპატიება მსგავსი რამ.
ასე გრძელდებოდა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში.
პირად ცხოვრებაში ის ხვდებოდა მსახიობ ანჯუ მაჰენდრუს და აპირებდა კიდეც მასზე დაქორწინებას. ანჯუ მასთან ერთადაც ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომ რაჯეშმა მას უყიდა ბუნგალო (სადაც მსახიობი დღემდე ცხოვრობს) და თავად ყურადღება გადაიტანა დიმპლ კაპადიაზე, რომელიც იმ მომენტისათვის რაჯეშ კჰანას დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამჩნევდა რა თავისი კარიერის შეფერხებას რაჯეშ კჰანა, თვლიდა რომ დიმპლ კაპადიაზე ქორწინება, მას პოპულარობას დაუბრუნებდა. ის მზად იყო ყველაფერზე წაულიყო ოღონდ კი ყურადღების ცენტრში დარჩენილიყო.
რაჯეშ კჰანას არ შეეძლო ეზრუნა ახალგაზრდა მეუღლეზე და გამოეჩინა მის მიმართ ყურადღება, რადგან ის თავად საჭიროებდა უამრავი ადამიანის სამსახურს მისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. დიმპლს აღარ შეძლო ამ ყველაფრის ატანა და ერთ დღესაც ის მათ ორ გოგონასთან ერთად სახლიდან წავიდა. რაჯეშს ერთხელაც არ უთხოვია მისთვის დაბრუნება. არც უსაყვედურია. თუმცა წლების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა დიმპლის წინაშე.
ასევე ცნობილია მისი დამოკიდებულების შესახებ ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ. რაჯეშ კჰანასა და ჯაია ბჰადურს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იმ წლებში ჯაია შეყვარებული იყო ამიტაბჰ ბაჩანზე და რაჯეშ კჰანა მას ღიად მიუთითებდა, რომ არ შეხვედროდა ამიტაბჰს, რომ მისგან ვერასოდეს დადგებოდა ნამდვილი ”გმირი”. ფილმის "namak haram”-ს გამოსვლის შემდეგ კი ის საკმაოდ შეაშფოთა ამიტაბჰის წარმატებამ. ფილმზე "bawarchi" მუშაობისას, სადაც ის ჯაიასთან ერთად თამაშობდა, გადასაღებ მოედანზე ჯაიასთან მოსულ ამიტაბჰს ის არც ესალმებოდა. განაწყენებულ ჯაიას ერთხელ უთქვამს კიდეც, რომ დადგება დრო როდესაც ვნახავთ სად იქნები შენ და სად ამიტაბჰიო.
გადიოდა წლები და პოპულარობის კლებასთან ერთად იზრდებოდა მისი კაპრიზებიც. ის უკვეთავდა სცენარებს სადაც მისი გმირი ბოლოს აუცილებლად უნდა მომკვდარიყო, რადგან თვლიდა, რომ ასეთი ფილმები ჰიტები ხდებოდა. მოგვიანებით რაჯივ განდიმ ის პოლიტიკაში მიიწვია, თუმცა მსახიობმა კრახი განიცადა. მას უკვე აღარაფერი ჰქონდა საკეთებელი.
ქორწინებაში, კარიერაში, პოლიტიკაში... ყველაფერში მარცხი განიცადა.
და მაინც... მიუხედავად ამისა, როდესაც "Bigg Boss"-ს შოუდან შესთავაზეს შოუში მონაწილეობის მიღება და საკმაოდ დიდი თანხა თითო ეპიზოდისათვის, მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ რაჯეშ კჰანა ასეთ შოუმდე არ დაცემულა. თუმცა მოგვიანებით როცა გადაიფიქრა და თანხმობა თქვა, უკვე შოუს მხრიდან აღარ იყო ინტერესი.
სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობს განსაკუთრებით ეშინოდა მარტოობის. საბედნიეროდ მისმა უფროსმა ქალიშვილმა ტვინკლიმ და მისმა მეუღლემ აკშაი კუმარმა გაუწოდეს დახმარების ხელი. მეუღლე დიმპლ კაპადიაც მის გვერდით იმყოფებოდა და უვლიდა მას ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან გამოიჩინა ადამიანური მზრუნველობა მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელსაც 1973 წელს გაჰყვა ცოლად და 80-ანი წლების დასაწყისში დაშორდა. თუმცა საბოლოოდ მაინც არ გაჰყრია.
ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
четверг, 26 июля 2012 г.
вторник, 17 июля 2012 г.
რა ხდება ბოლივუდში?!
სონაქში სინჰა ფილმში ”Son of Sardaar”
სონაქში გახარებულია ფილმში ”Son of Sardaar” გადაღებების გამო.
ფილმის” Rowdy Rathore” გადაღებების დასრულების შემდეგ სონაკში შემდეგი პროექტის ”Son of Sardaar” გადაღებებში ჩაერთო. მსახიობი პენჯაბელ გოგონას თამაშობს და შესაბამისად მისი გარდერობიც შერჩეულია ნათელ ფერებში.
ეს ფილმი ერთ-ერთი სამხრეთული ფილმის რიმეიქია და მთავარ როლებში აჯაი დევგანი და სონაქში სინჰა თამაშობენ.
ფილმში ასევე იხილავთ სანჯაი დატს და ჯუჰი ჩავლას.
არც ისე დიდი ხნის წინ სონაქშიმ თავის თავს უწოდა ნამდვილი ინდოელი ქალიშვილი და თქვა, რომ ასეთი პერსონაჟების თამაში მას მოსწონს. ასევე მსახიობი გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ფილმებში ერთნაირად გამოიყურებოდა - არ განმეორდება.
ფილმის გამოსვლა იგეგმება ამ წლის ნოემბერში და შესაბამისად მას კონკურენციას გაუწევს ”Khiladi 786” აკშაი კუმარის მონაწილეობით და იაშრაჯფილმზის ახალი პროექტი, რომელშიც შაჰრუჰ კჰანი და კატრინა კეიფი იქნებიან მთავარ როლებში.
სონაქში სინჰას გრაფიკი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მსახიობი ასევე ითამაშებს კიდევ ერთ ახალ პროექტში "Once Upon a Time in Mumbaai 2", რომლის მოქმედებაც ხდება 80-ან წლებში. ფილმისათვის სამზადისის პროცესში მსახიობმა ბევრი იმ დროის ფილმი ნახა, რათა დაკვირვებოდა იმ დროის ქცევებს, მოდას და სხვა ნიუანსებს. მსახიობი ასევე ელოდება დახმარებას დედისაგან - პუნამ სინჰისაგან.
ფილმის პირველი ნაწილი ალბათ ყველა ინდური ფილმის მოყვარულმა იცის. იგი ეფუძნება მუმბაის დანაშაულებათა სამყაროს ისტორიას და მასში მთავარ, დაუდ იბრაგიმის როლს ასრულებს აკშაი კუმარი. სონაკში მისი საყვარლის როლს ითამაშებს. როგორც ამბობენ მისი პერსონაჟი შთაგონებულია გასული წლების მსახიობის მანდაკინის მიერ, რომლის რომანის შესახებაც დაუდ იბრაჰიმთან ყველასათვისაა ცნობილი.
ფილმის რეჟისორია მილანა ლუკჰრი და პროდიუსერი ეკტა კაპური.
მასში ასევე გადაიღებს იმრან კჰანი და აკშაის გმირის მოწინააღმდეგეს ითამაშებს.
ფილმში ”Teri Meri Kahani” შაჰიდ კაპური ლექსს წაიკითხავს
მას შემდეგ, რაც ამირ კჰანს წააკითხა ლექსი ფილმში ”fanaa", რეჟისორმა კუნალ კოჰლიმ ამჯერად შაჰიდ კაპურისგან მოითხოვა იგივე და როგორც მსახიობი ამბობს, მან ძალიან ინერვიულა ამის გამო.
-მე ძალიან მომეწონა ლექსები ფილმში ”fanaa", ამიტომაც იმ ფაქტმა, რომ მე წავიკითხავ ლექსებს ეკრანზე მას შემდეგ რაც ის წაიკითხა ამირ კჰანმა, ცოტა ამანერვიულა. მე გავუზიარე ჩემი ეჭვები კუნალ კოჰლის და მან დამარწმუნა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ფილმში ”Teri Meri Kahaani” მთავარ როლებში პრიანკა ჩოპრა და შაჰიდ კაპური მონაწილეობენ და სიუჟეტი ვითარდება სამ სხვადასხვა დროს: 1910, 1960 და 2012. მოქმედება ხდება ლაჰორში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და ჯავედ კადრი ერთ-ერთი გმირია შაჰიდის მიერ ფილმში შესრულებული სამი პერსონაჟიდან.
-ჯავედის როლის შესრულებისას მე მომიხდა ლექსების წაკითხვა. მე მას არ ვთვლი კარგ პერსონაჟად და იმ სამი პერსონაჟიდან რომელიც ვითამაშე ის ყველაზე ცუდად იქცევა. მე გამუდმებით ვუმეორებდი კუნალს, რომ ჯავედი ყველაზე ცუდი ადამიანია მათ შორის ვისაც კი უცხოვრია 1910 წელს.
როლის შესრულება მიუხედავად იმისა რომ იყო სახალისო, არც ისე ადვილი გამოდგა მსახიობისათვის.
-მე მომეწონა მისი თამაში, იმიტომ რომ ის აკეთებს ყველაფერს რაც მოუნდება, მისი პერსონაჟი საინტერესო მომეჩვენა თუმცა ამავე დროს ძალიან რთული, რადგან მთელი კარიერის მანძილზე პირველად ვითამაშებ მუსულმანს. გარდა ამისა ჩემს გმირს არაფრის ეშინია, ის სჩადის ყველაფერს რასაც მოისურვებს, - განაცხადა შაჰიდ კაპურმა.
ფილმში ”Shanghai” განსახიერებული პერსონაჟის გამო ემრანმა 10 კგ მოიმატა
დიბაკარ ბანერჯის ახალ ფილმში ”Shanghai”, სადაც ემრან ჰაშმი პორნორეჟისორს თამაშობს, მსახიობისათვის არც ისე ადვილი გამოდგა პერსონაჟის გათავისება. ამ როლისათვის მას მოუხდა 10 კგ-ს მომატება.
-მე დამჭირდა წონაში მომატება რათა შესაბამისობაში ვყოფილიყავი პერსონაჟთან. ვიკვებებოდი მხოლოდ ჰამბურგერებით და მაკარონის ნაწარმით. გარდა ამისა ორი ტონით ჩამამუქეს და გრიმის გაკეთებას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. კბილებზეც სპეციალური მუშაობა დაგვჭირდა.
ვფიქრობ რომ მოგეწონებით, ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა,- ამბობს იმრანი.
არვიცი გარეგნულად რამდენად მოსაწონი იქნება მსახიობი ამ ფილმში, თუმცა მის მიერ განსახიერებული ნებისმიერი როლი ყოველთვის განსხვავებული და საინტერესოა.
კანგანა რანაუტი დედოფალი გახდება
ამჟამად მსახიობმა მკვეთრად განამტკიცა ბოლივუდის ვარსკვლავის სტატუსი. კითხვაზე, ვის სურს მიუძღვნას ეს წარმატება, მან უპასუხა:
-მე ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი: ფილმის წარმატება მთლიანად ეკუთვნის მთელ გუნდს. მასში მთელ კოლექტივს შეაქვს წვლილი. ფილმზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და ფილმი დამოკიდებულია მათ ღვაწლზე და ნიჭზე. ფილმზე ”Chillar Party”, დადებითი გამოხმაურებების შემდეგ რეჟისორი ვიკას ბეჰლი მუშაობას ახალ პროექტზე იწყებს. ფილმის სავარაუდო სახელწოდება იქნება ”Queen” და მასში მთავარ ქალის როლს კანგანა რანაუტი შეასრულებს. რეჟისორის თქმით ეს ფილმი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება როგორც ”The Dirty Picture” მსახიობ ვიდია ბალანისათვის.
აკშაი კუმარი ისევ მამა გახდება
მსახიობმა ტვინკლი კჰანამ დაადასტურა თავისი ორსულობა და ბოლივუდური ოჯახი შვილს სავარაუდოდ სექტემბერში ელოდება. აკშაი კუმარი მეორედ გახდება მამა და ის გეგმავს რომ შეწყვიტოს გადაღებები და მეუღლის გვერდით გაატაროს შვილის დაბადებამდე დარჩენილი დრო.
11 წლის წინ როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი - აარავი, მსახიობი სწორედ ასევე მოიქცა.
აქვე ავღნიშნავ რომ აარავიც სექტემბერშია დაბადებული და როგორც ჩანს სექტემბერი ბედნიერი თვეა მსახიობთა ოჯახისათვის.

Подписаться на:
Сообщения (Atom)