ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 17 июля 2012 г.

რა ხდება ბოლივუდში?!

სონაქში სინჰა ფილმში ”Son of Sardaar”
 სონაქში გახარებულია ფილმში ”Son of Sardaar”  გადაღებების გამო.
ფილმის” Rowdy Rathore” გადაღებების დასრულების შემდეგ სონაკში შემდეგი პროექტის ”Son of Sardaar” გადაღებებში ჩაერთო.  მსახიობი პენჯაბელ გოგონას თამაშობს და შესაბამისად მისი გარდერობიც შერჩეულია ნათელ ფერებში.
 ეს ფილმი ერთ-ერთი სამხრეთული ფილმის რიმეიქია და მთავარ როლებში აჯაი დევგანი და სონაქში სინჰა თამაშობენ.
 ფილმში ასევე იხილავთ სანჯაი დატს და ჯუჰი ჩავლას.
 არც ისე დიდი ხნის წინ სონაქშიმ თავის თავს უწოდა ნამდვილი ინდოელი ქალიშვილი და თქვა, რომ ასეთი პერსონაჟების თამაში მას მოსწონს. ასევე მსახიობი გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ფილმებში ერთნაირად გამოიყურებოდა - არ განმეორდება.
ფილმის გამოსვლა იგეგმება ამ წლის ნოემბერში და შესაბამისად მას კონკურენციას გაუწევს ”Khiladi 786” აკშაი კუმარის მონაწილეობით და იაშრაჯფილმზის ახალი პროექტი, რომელშიც შაჰრუჰ კჰანი და კატრინა კეიფი იქნებიან მთავარ როლებში.
 სონაქში სინჰას გრაფიკი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მსახიობი ასევე ითამაშებს კიდევ ერთ ახალ პროექტში 
"Once Upon a Time in Mumbaai 2",  რომლის მოქმედებაც ხდება 80-ან წლებში. ფილმისათვის სამზადისის პროცესში მსახიობმა ბევრი იმ დროის ფილმი ნახა, რათა დაკვირვებოდა იმ დროის ქცევებს, მოდას და სხვა ნიუანსებს. მსახიობი  ასევე ელოდება დახმარებას დედისაგან - პუნამ სინჰისაგან. 
ფილმის პირველი ნაწილი ალბათ ყველა ინდური ფილმის მოყვარულმა იცის. იგი ეფუძნება მუმბაის დანაშაულებათა სამყაროს ისტორიას და მასში მთავარ, დაუდ იბრაგიმის როლს ასრულებს აკშაი კუმარი. სონაკში მისი საყვარლის როლს ითამაშებს. როგორც ამბობენ მისი პერსონაჟი შთაგონებულია გასული წლების მსახიობის მანდაკინის მიერ, რომლის რომანის შესახებაც დაუდ იბრაჰიმთან ყველასათვისაა ცნობილი.
 ფილმის რეჟისორია მილანა ლუკჰრი და პროდიუსერი ეკტა კაპური. 

მასში ასევე გადაიღებს იმრან კჰანი და აკშაის გმირის მოწინააღმდეგეს ითამაშებს. 
ფილმში ”Teri Meri Kahani” შაჰიდ კაპური ლექსს წაიკითხავს

 მას შემდეგ, რაც ამირ კჰანს წააკითხა ლექსი ფილმში ”fanaa", რეჟისორმა კუნალ კოჰლიმ ამჯერად შაჰიდ კაპურისგან მოითხოვა იგივე და როგორც მსახიობი ამბობს, მან ძალიან ინერვიულა ამის გამო.
-მე ძალიან მომეწონა ლექსები ფილმში ”fanaa", ამიტომაც იმ ფაქტმა, რომ მე წავიკითხავ ლექსებს ეკრანზე მას შემდეგ რაც ის წაიკითხა ამირ კჰანმა, ცოტა ამანერვიულა. მე გავუზიარე ჩემი ეჭვები კუნალ კოჰლის და მან დამარწმუნა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
 ფილმში ”Teri Meri Kahaani” მთავარ როლებში პრიანკა ჩოპრა და შაჰიდ კაპური მონაწილეობენ და სიუჟეტი ვითარდება სამ სხვადასხვა დროს: 1910, 1960 და 2012. მოქმედება ხდება ლაჰორში დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და ჯავედ კადრი ერთ-ერთი გმირია შაჰიდის მიერ ფილმში შესრულებული სამი პერსონაჟიდან.
-ჯავედის როლის შესრულებისას მე მომიხდა ლექსების წაკითხვა. მე მას არ ვთვლი კარგ პერსონაჟად და იმ სამი პერსონაჟიდან რომელიც ვითამაშე ის ყველაზე ცუდად იქცევა. მე გამუდმებით ვუმეორებდი კუნალს, რომ ჯავედი ყველაზე ცუდი ადამიანია მათ შორის ვისაც კი უცხოვრია 1910 წელს.
როლის შესრულება მიუხედავად იმისა რომ იყო სახალისო, არც ისე ადვილი გამოდგა მსახიობისათვის.
-მე მომეწონა მისი თამაში, იმიტომ რომ ის აკეთებს ყველაფერს რაც მოუნდება, მისი პერსონაჟი საინტერესო მომეჩვენა თუმცა ამავე დროს ძალიან რთული, რადგან მთელი კარიერის მანძილზე პირველად ვითამაშებ მუსულმანს. გარდა ამისა ჩემს გმირს არაფრის ეშინია, ის სჩადის ყველაფერს რასაც მოისურვებს, - განაცხადა შაჰიდ კაპურმა.

ფილმში ”Shanghai” განსახიერებული პერსონაჟის გამო ემრანმა 10 კგ  მოიმატა

დიბაკარ ბანერჯის ახალ ფილმში ”Shanghai”, სადაც ემრან ჰაშმი პორნორეჟისორს თამაშობს,   მსახიობისათვის არც ისე ადვილი გამოდგა პერსონაჟის გათავისება. ამ როლისათვის მას მოუხდა 10 კგ-ს მომატება.
 -მე დამჭირდა წონაში მომატება რათა შესაბამისობაში ვყოფილიყავი პერსონაჟთან. ვიკვებებოდი მხოლოდ ჰამბურგერებით და მაკარონის ნაწარმით. გარდა ამისა ორი ტონით ჩამამუქეს და გრიმის გაკეთებას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. კბილებზეც სპეციალური მუშაობა დაგვჭირდა.
ვფიქრობ რომ მოგეწონებით, ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა,- ამბობს იმრანი.
არვიცი გარეგნულად რამდენად მოსაწონი იქნება მსახიობი ამ ფილმში, თუმცა მის მიერ განსახიერებული ნებისმიერი როლი ყოველთვის განსხვავებული და საინტერესოა.


კანგანა რანაუტი დედოფალი გახდება

ამჟამად მსახიობმა მკვეთრად განამტკიცა ბოლივუდის ვარსკვლავის სტატუსი. კითხვაზე, ვის სურს მიუძღვნას ეს წარმატება, მან უპასუხა:
 -მე ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი: ფილმის წარმატება მთლიანად ეკუთვნის  მთელ გუნდს. მასში მთელ კოლექტივს შეაქვს წვლილი. ფილმზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და ფილმი დამოკიდებულია მათ ღვაწლზე და ნიჭზე. ფილმზე ”Chillar Party”, დადებითი გამოხმაურებების შემდეგ რეჟისორი ვიკას ბეჰლი მუშაობას ახალ პროექტზე იწყებს. ფილმის სავარაუდო სახელწოდება იქნება ”Queen” და მასში მთავარ ქალის როლს კანგანა რანაუტი შეასრულებს. რეჟისორის თქმით ეს ფილმი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება როგორც ”The Dirty Picture” მსახიობ ვიდია ბალანისათვის.


აკშაი კუმარი ისევ მამა გახდება
 მსახიობმა ტვინკლი კჰანამ დაადასტურა თავისი ორსულობა და ბოლივუდური ოჯახი შვილს სავარაუდოდ სექტემბერში ელოდება. აკშაი კუმარი მეორედ გახდება მამა და ის გეგმავს რომ შეწყვიტოს გადაღებები და მეუღლის გვერდით გაატაროს შვილის დაბადებამდე დარჩენილი დრო.
11 წლის წინ როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი - აარავი, მსახიობი სწორედ ასევე მოიქცა.
 აქვე ავღნიშნავ რომ აარავიც სექტემბერშია დაბადებული და როგორც ჩანს სექტემბერი ბედნიერი თვეა მსახიობთა ოჯახისათვის
.


1 комментарий:

caceemaahs комментирует...

The casino was named as Mohegan Sun's new luxury resort
Mohegan Sun has 안산 출장샵 the distinction of being the first casino 동해 출장샵 in the world to offer hotel rooms, dining, and 울산광역 출장안마 casino resort 논산 출장마사지 accommodations 경산 출장안마 and the

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails