ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 28 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ვინ არის ჰეიზელი?

ბოლო ხანებში სალმან ქჰანს ხშირად ამჩნევენ ვინმე ჰეიზელთან ერთად.
ვინ არის ჰეიზელი?

მისი სახელი არაფერს ამბობს, რადგან მისი მონაწილეობით ფილმი ჯერ არ გამოსულა ეკრანებზე. ის არის კარინა კაპურის საუკეთესო მეგობარია ფილმში, "მცველი".
ჰეიზელი სალმანის პროტეჟეა, ისევე როგორც სხვა მრავალი ახალბედა მსახიობი. ამიტომაც ისინი დიდ დროს ატარებენ ერთად.
სანამ ბოლივუდის მსახიობი გახდებოდა ჰეიზელი ტოპმოდელი იყო ლონდონში. მისი მშობლებიც, ისევე როგორც კატრინასი, ინდური და ინგლისური წარმოშობისაა.

რიტიკ როშანის დებიუტი ტელეეკრანზე

მსახიობმა ტელეარხ "Star Plus"–თან მოაწერა ხელი, სადაც ის იქნება ახალი საცეკვაო რეალითი შოუს "Just Dance" ჟურის მოსამართლე.
თითოეული გადაცემისათვის რიტიკს უხდიან 20 მლნ რუპიას. სულ მთლიანად დაგეგმილია 56 გადაცემა. (საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბაჩანს გადაცემაში უხდიან 15 მლნ რუპიას, ხოლო აქშაი კუმარს 17, 5 მლნ–ს.
ტელეშოუ 2011 წლის შუა პერიოდში დაიწყება.
ჟურიში ასევე იქნებიან ფარა ქჰანი, განეშ ჰეგდე და ვაიბჰავ მერჩანტი.
ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე დიდი საცეკვაო შოუ ინდოეთის ტელევიზიაში. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ინდოელი მოცეკვავეები.

რიტიკს სურს რომ ცეკვა თავის შვილებს, რიჰანსა და რიდჰანსაც ასწავლოს.
–თუმცა ჯერ ცოტა გაიზარდონ– ამბობს მსახიობი.
სუპერვარსკვლავი შოუს ყველა ფინალისტთან ერთად იცეკვებს.
მან ახლახან გადაიღო შოუს პრომო კლიპსა და მუსიკალურ ვიდეოში. ახალი რეალითი შოუს გუნდი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ვიდრე რიტიკი ცეკვავდა სარეკლამო რგოლისათვის მიუხედავად დიდი ტკივილის შეგრძნებისა.

საქმე იმაშია, რომ წინა დღით, როცა რეპეტიციას გადიოდა შინ, რიტიკმა გულის კუნთის ძლიერი ტკივილი იგრძნო, თუმცა არ მიაქცია ყურადღება და განაგრძო რეპეტიცია. შემდგომ კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
მიუხედავად ამისა რიტიკმა მაინც გაუძლო რამდენიმესაათიან სამუშაოს გადაღებებზე, რითაც ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა. მიუხედავად იმისა რომ სახეზე ტკივილს შეამჩნევდით მას არცერთხელ არ უთხოვია გადაღების შეწყვეტა.

რიმი სენი დაინიშნა


შივ კარან სინგჰი რიმის უკვე ორი წელია იცნობს, თუმცა 16 თებერვალს მათი შეხვედრა ნიშნობით დასრულდა.
კარანი მუხლებზე დაეშვა მსახიობის წინ და შესთავაზა მას გაჰყოლოდა ცოლად. რიმის გაეღიმა და რათქმაუნდა თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ მას შივ კარანმა ბეჭედი გაუკეთა თითზე.
29 წლის მსახიობი უკვე გადაიღეს 20–დე ფილმში.
11 მარტს ეკრანებზე გამოდის ფილმი "Shagird" (რეჟისორი ტიგმანშუ დჰულია), ხოლო 8 აპრილს "Thank You" (რეჟისორი ანის ბაზმი), რიმის მონაწილეობით.

пятница, 25 февраля 2011 г.

ინდოეთი ქართველი ბავშვების წარმოდგენით – გამოფენა გალერეაში "კოპალა"

24 თებერვალს გალერეაში "ვერნისაჟი" (ყოფილი "კოპალა"), საქართველო–ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია "ბჰარატი"–ს ვიცე–პრეზიდენტის, თამარ ლამპარაძის ინიციატივით გაიმართა გამოფენა თემაზე – "ინდოეთი – ქართველი ბავშვების წარმოდგენით".

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 1–ლი, მე–10, 43–ე, 49–ე, 51–ე, 53–ე, 55–ე, 160–ე და რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიების საპატიო სტუმარს ინდოეთის ელჩი, ბ–ნი აჩალ მალჰოტრა წარმოადგენდა.
გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა, ინდოეთისა და მისი კულტურის დამფასებელთა და მოყვარულთა შორის საზოგადოებისათვის ცნობადი სახეებიც იყვნენ. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნახატებით.

გამოფენა თამარ ლამპარაძემ გახსნა და მცირე მისალმების შემდეგ სიტყვა ელჩს გადასცა.
ინდოეთის ელჩმა ბავშვებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასოციაციამ ამ გამოფენის მოწყობით კარგი საქმე გააკეთ.
–კარგია, რომ ასოციაცია ისევ ცდილობს თავისი ძველი საქმიანობის აღდგენას – განაცხადა ელჩმა და ასოციაციას დაპირდა რომ შეეცდება უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატოს მათ მიმართ.
ბავშვებს მიულოცა ასევე 53–ე საჯარო სკოლის დირექტორმა, გიორგი კაშიამ და აღნიშნა, რომ ნახატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბავშვები ძალიან განათლებულები არიან.
–თუ ჩვენი თაობა ინდოეთს მხოლოდ ფილმებიდან იცნობდა დღეს ბავშვებს გაცილებით ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა აღმოაჩნდათ – განაცხადა მან.
ბავშვებს ასევე მიესალმა ჯუმბერ ლეჟავა და აღნიშნა, რომ მათ სწორად დაინახეს ინდოეთი და ყველა ის მახასიათებელი წარმოაჩინეს რაც ინდოეთს გამოარჩევს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ინდოლოგი, ნიკო კენჭაშვილი. მან აღნიშნა რომ ქართულ–ინდურ ურთიერთობებზე მუშაობს 45 წელია, თუმცა ნამდვილად არ მოელოდა რომ ბავშვების ხედვაში ამხელა სიყვარულს დაინახავდა.
პოეტმა ბასა ჯანიკაშვილმა თავის აღფრთოვანებას ბავშვების მიმართ პატარა სურვილიც დაამატა:
– სასიამოვნო იქნებოდა დღევანდელ სტუმრებს შორის გუჯარათელებიც გვეხილაო და ბავშვებს მოკლედ მოუთხრო ამ შტატის შესახებ.
კობა ხაბაზის აზრით ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს ბავშვებმა, რომლებმაც თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებში და მანაც მადლობა გადაუხადა ბავშვებსაც და ღონისძიების ორგანიზატორებსაც.
აღსანიშნავია გამოფენის კიდევ ერთი სტუმარი. ეს იყო მწერალი და პოეტი, მზია ხეთაგური.
მან გაიხსენა რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ცეკვავდა ინდურ ცეკვებს და ამიერკავკასიის ფესტივალზე ლაურეატის წოდება მიიღო, რის შედეგადაც გაგზავნეს ბომბეიში (ახლა მუმბაი).
გაიხსენა ასევე თავისი ლექსები, რომლებსაც საყვარელ ქვეყანას უძღვნიდა.
ქ–ნმა მზიამ მოუწოდა ბავშვებს იმეგობრონ ინდოეთთან რადგან ეს არის უძველესი კულტურის ქვეყანა, რომელთან მეგობრობაც ჩვენს ერს ძალიან ლამაზ დღეებს მოუტანს.

ღონისძიების ყველაზე საინტერესო ეტაპი იყო ინტერნეტხიდი ინდოეთთან და ინდოეთში საქართველოს ელჩის ბ–ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილის მისალმება დარბაზში მყოფი სტუმრებისადმი.
ელჩმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ყველა სხვადასხვა კუთხით იცნობს თუმცა მაინც განსაკუთრებულად ახლოს ვართ მათ კულტურასთან, სიმღერასთან, ცეკვასთან, რაც თავს იყრის საბოლოოდ კინემატოგრაფში. ასევე ისაუბრა ბოლივუდის საქართველოში სტუმრობის და პირველი ინდური ფილმის საქართველოში გადაღების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს თამარ ლამპარაძემ ელჩს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქარი გადასცა, ხოლო გამოფენის ერთ–ერთმა მონაწილემ თავისი დამზადებული სუვენირი უსახსოვრა.

იმ ბავშვებს კი, რომელთა ნახატებიც გამოფენილი იყო დარბაზში ელჩმა სიგელები გადასცა.

вторник, 22 февраля 2011 г.

ფილმები რომლებსაც ველოდებით 2011 წელს

2011 წელს ჰინდის ენაზე უნდა გამოვიდეს დაახლოებით 150 ფილმი. გაზეთმა "Times of India" გამოაქვეყნა მათ შორის მნიშვნელოვანი 20 ფილმის სია.

(1) (ჯერ არ არის ცნობილი სახელი)
რეჟისორი რიმა კაგტი.

როლებში: ამირ ქჰანი, კარინა კაპური, რანი მუქერჯი
(2) "Don 2 - The Chase Continues"

რეჟისორი ფარჰან აჰტარი
როლებში: შაჰრუჰ ქჰანი, პრიანკა ჩოპრა, ლარა დატა, ბომან ირანი, ომ პური, კუნალ კალური, რიტიკ როშანი (ეპიზოდურ როლში)

(3) "Ra. One"
რეჟისორი ანუბჰავ სინჰა

როლებში: შაჰრუჰ ქჰანი, კარინა კაპური, არჯუნ რამპალი, შაჰანა გოსვამი

(4) "Zindagi Na Milegi Dobara"
რეჟისორი ზოია აჰტარი
როლებში: რიტიკ როშანი, ფარჰან აჰტარი, აბჰაი დეოლი, კატრინა კეიფი

(5) "Game"

რეჟისორი აბჰიმან დეო

როლებში: აბიშეკ ბაჩანი, კანგანა რანაუტი, ჯიმი შერგილი, შაჰანა გოსვამი, ბომან ირანი, ანუპამ ქჰერი და მოდელი სარა ჯეინ დიასი
(6) "Dum Maaro Dum"

რეჟისორი როჰან სიპი

როლებში: აბიშეკ ბაჩანი, ბიპაშა ბასუ, რანა დაგუბატი, პრატიკ ბაბარი, კანგანა რანაუტი, ადიტია პანჩოლი

(7) "Tezz"

რეჟისორი პრია დარშანი

როლებში: ანილ კაპური, აჯაი დევგანი, მოჰანლალი, კანგანა რანაუტი, ზაიედ ქჰანი, სამირა რედი, ბომან ირანი.
(8) "Rascals"
რეჟისორი დევიდ დჰავანი
როლებში: სანჯაი დატი, აჯაი დევგანი, კანგანა რანაუტი, არჯუნ რამპალი, ჩანკი პანდეი, სატიკ კაუშიკი

(9) "Double Dhamal"
რეჟისორი ინდრა კუმარი

როლებში: სანჯაი დატი, არშად ვარსი, რიტეშ დეშმუქჰი, ჯავედ ჯაფრი, აშიშ ჩაუდჰარი, მალიკა შერავატი, კანგანა რანაუტი

(10) "Patiala House"

რეჟისორი ნიქჰილ ადვანი

როლებში: აქშაი კუმარი, ანუშკა შარმა, რიში კაპური, დიმპლ კაბადია
(11) "Thank You"

რეჟისორი ანის ბაზმი
როლებში: აქშაი კუმარი, სონამ კაპური, ბობი დეოლი, ირფან ქჰანი, სუნილ შეტი, სელინა ჯაეტლი

(12) "Ready" (იგივე სახელწოდების ტელუგუ ფილმის რიმეიქი)
რეჟისორი ანის ბაზმი

როლებში: სალმან ქჰანიმ, ასინი, არია ბაბარი, პარეშ რავალი

(13) "Bodyguard"

რეჟისორი სიდიკი

როლებში: სალმან ქჰანი და კარინა კაპური

(14) "Saat Khoon Maaf"
რეჟისორი ვიშალ ბჰარდვაჯი

როლებში: პრიანკა ჩოპრა, ნილ–ნიტინ მუკეში, ნასირუდინ შაჰი, ჯონ აბრაჰამი, ირფან ქჰანი, ალექსანდრე დიაჩენკო

(15) "The Dirty Picture"

რეჟისორი მილან ლუთჰარია
მთავარ როლში: ვიდია ბალანი (16) "Ferrari Ki Sawaari" რეჟისორი რაჯეშ მაპუსკარი
როლებში: შარმან ჯოში, ბომან ირანი, საჩინ ტენდულკარი

(17) "Agent Vinod"
რეჟისორი შრირამ რაგჰავანი

როლებში: საიფ–ალი ქჰანი და კარინა კაპური.

(18) "Agneepath" (რიმეიქი
)
რეჟისორი კარან მალჰოტრა

როლებში: რიტიკ როშანი, პრიანკა ჩოპრა და სანჯაი დატი
(19) "Mere Brother Ki Dulhan"

რეჟისორი ალი–აბას ზაფარი

როლებში: იმრან ქჰანი, კატრინა კეიფი, ალი ზაფარი
(20) "Short Term Shaadi"

რეჟისორი შაკუნ ბატრა

როლებში იმრან ქჰანი და კარინა კაპური


გარდა ამისა 2011 წელს უნდა გამოვიდეს ფილმები:


(1) "Dil Toh Baccha Hai Ji"
რეჟისორი მადჰურ ბჰანდარკარი

როლებში: აჯაი დევგანი, შაზან პადამსი, იმრან ჰაშმი, შრუტი ჰასანი, ომი ვაიდია, შრადჰა დასი.

(2) "Dhobi Ghat"
რეჟისორი კირან რაო

როლებში: ამირ ქჰანი, პრატიკ ბაბარი, მონიკა დოგრა, რიტი მალჰოტრა, კიტუ გიდვანი, ნაფისა ქჰანი.

(3) "Rock Star"

რეჟისორი იმტიაზ ალი.

როლებში: რანბირ კაპურ და დებიუტანტი ნაფისა ფაქჰრი

(4) "Power"
რეჟისორი რაჯკუმარ სანტოში

როლებში: ამიტაბჰ ბაჩანი, სანჯაი დატი, ანილ კაპური, კანგანა რანაუტი, ამიშა პატელი
(5) "Department"

რეჟისორი რამ გოპალ ვარმა

როლებში: ამიტაბჰ ბაჩანი, სანჯაი დატი, აბიშეკ ბაჩანი.

(6) "Hera Pheri 4"

რეჟისორი ანის ბაზმი
როლებში აბიშეკ ბაჩანი, სანჯაი დატი, ნანა პატიკარი
(7) "Race 2"
რეჟისორი აბას–მასტანი

როლებში: საიფ–ალი ქჰანი, ანილ კაპური, ჯონ აბრაჰამი, დიპიკა პადუკონი, სონაკში სინჰა.

(8) "Players" ( "The Italian Job" რიმეიქი)

რეჟისორი აბას–მასტანი

როლებში: აბიშეკ ბაჩანი, სონამ კაპური,ბობი დეოლი, ბიპაშა ბასუ, ნილ–ნიტინ მუკეში, ომი ვაიდია.

(9) "Aaraksan"

რეჟისორი პრაკაშ ჯჰა

როლებში: ამიტაბჰ ბაჩანი, საიფ–ალი ქჰანი, მანოჯ ბაჯპაი, დიპიკა პადუკონი, პრატეიკ ბაბარი, შაბანა აზმი
(10) "Partner 2"
რეჟისორი დევიდ დჰავანი
როლებში: სალმან ქჰანი, გოვინდა, ლარა დატა, სანჯაი დატი.
(11) "No Entry Mein Entry"

რეჟისორი ანის ბაზმი

როლებში: სალმან ქჰანი, ანილ კაპური, ფარდინ ქჰანი.

среда, 16 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ჯონი და ბიპაშა – ურთიერთობის დასასრული?

ბოლივუდის ყველაზე სექსუალურ წყვილად აღიარებული ჯონ აბრაჰამი და ბიპაშა ბასუ, ძნელი წარმოსადგენია რომ ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
მიზეზი მათი განშორებისა მათთვის ვინც თვალს ადევნებდა მათი ურთიერთობის დეტალებს ალბათ ცხადია, ეს მათი ხასიათების განსხვავებულობაა.
ოფიციალურად არცერთ მათგანს არ უღიარებია რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა დიდი ხანია წყვილი არსად გამოჩენილა ერთად და შეკითხვაზე, თუ სად არის მისი მეწყვილე თითოეული მათგანი გაურბის პასუხს.
როგორც მათთან დაახლოებული პირი იუწყება, ეს გადაწყვეტილება ბიპაშას მხრიდან მოდის. როგორც ცნობილია ბიპაშას სურდა ოჯახის შექმნა, ჯონი კი მზად არ იყო მყარი ურთიერთობებისთვის. ათი წელი კი საკმაოდ დიდი დროა და სამწუხაროა თუ ამდენი ხნის შემდეგ წყვილი მაინც დაშორდება.

იმრან ქჰანსა და ავანტიკას დაგეგმილი თაფლობის თვე ჩაეშალათ

იმრან ქჰანმა ვერ შეძლო აეღო შვებულება თაფლობის თვის გასატარებლად და იძულებული გახდა გაეგრძელებინა მუშაობა.
ავანტიკა მალიკზე დაქორწინების და მუმბაიში საქორწინო ცერემონიალის შემდეგ წყვილი როგორც მოსალოდნელი იყო სამოგზაუროდ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
იმრანი ამჟამად ერთდროულად ორი ფილმის გადაღებებითაა დაკავებული.
ესენია: "Short term shaadi" (პროდიუსერი კარან ჯოჰარი) და "Mere brother ki dulhan" (პროდიუსერი იაშ ჩოპრა).
მსახიობმა იცოდა რომ მისი გრაფიკი ძალიან გადატვირთული იყო, თუმცა არსებობდა შანსი რამდენიმე თავისუფალი დღისა, რადგამ მისი პარტნიორი ფილმში, კარინა კაპურიც გეგმავდა აეღო პატარა შვებულება. სამწუხაროდ არ გამოვიდა ის რასაც გეგმავდა და ივნისამდე მსახიობი დაკავებული იქნება გადასაღებ მოედანზე.

იაშ რაჯ ფილმზი წარმოგიდგენთ პარინიტა ჩოპრას

ბოლივუდი უფრო და უფრო ხშირად წარმოგვიდგენს ახალ სახეებს.
ამჯერად ეს პრიანკა ჩოპრას ბიძაშვილი პარინეტა ჩოპრაა.
მისი დებიუტი თავად იაშ რაჯის ფილმში "Ladies vs Ricky Bahl" შედგება. თუმცა ეს არ იქნება მთავარი როლი.
მთავარ გმირებს ფილმში რანვირ სინგჰი და ანუშკა შარმა თამაშობენ.

IIFA 2011 ტორონტოში ჩატარდება

2011წლის ივნისში ინდოეთის კინოინდუსტრია ტორონტოს ესტუმრება საერთაშორისო ინდური კინოაკადემიის (IIFA) გალა კონცერტზე.
ცერემონიალი პირველად ჩატარდება ჩრდილოეთ ამერიკაში და ის ჩატარდება ანილ კაპურის ხელმძღვანელობით. გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში, 23–დან 25 ივნისის ჩათვლით. როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი გვპირდება ღონისძიება აქამდე არნახული ბრწყინვალებით ჩატარდება.

თავისი არსებობის 12 წლის მანძილზე ღონისძიება არასოდეს არ ჩატარებულა ინდოეთში. მისი ორგანიზატორები თვლიან რომ ღონისძიების საზღვარგარეთ ჩატარება უფრო პრესტიჟულია.
IIFA–ს მთავარ ვარსკვლავად ამ წლების მამძილზე ამიტაბჰ ბაჩანი ითვლებოდა, თუმცა წელს ის არ დაესწრება ღონისძიებას.
არავინ იცის რამდენად აისახება ამიტაბჰ ბაჩანის არ დასწრება ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორები 40.000 ადამიანის დასწრებას ვარაუდობენ.
ღონისძიება გულისხმობს, როგორც დაჯილდოებას, ასევე ფილმების ჩვენებასა და მსახიობებთან შეხვედრებს.

вторник, 15 февраля 2011 г.

აიშვარია რაი წლის ყველაზე "ცუდი" მსახიობი გახდა

ჩვენ მივეჩვიეთ რომ ჯილდოვდებიან საუკეთესო მსახიობები, საუკეთესო ფილმები, რეჟისორები და ა.შ... ამიერიდან ვიხილავთ წლის ყველაზე "ცუდი" მსახიობებისა და ფილმების სიასაც.
"Ghanta Awards"–ის პირველმა ცერემონიალმა უკვე დაასახელა წლის "ცუდი" მსახიობებისა და ფილმების სია.
ამჯერად წლის ყველაზე "ცუდი მსახიობის" პრიზი მიიღეს მსახიობმა აიშვარია რაი–ბაჩანმა და მომღერალმა და მსახიობმა ჰიმეშ რიშამიამ.
აიშვარია რაიმ ფილმებისათვის "Ravaan" და "Robot", ხოლო ჰიმეშ რიშამიამ ფილმისათვის "Radio".

2010 წლის ყველაზე ცუდ ფილმად დასახელდა "pyaar impossible", უდაი ჩოპრასა და პრიანკა ჩოპრას მონაწილეობით.
შესაბამისად ისინიც "ცუდ" მსახიობთა სიას მიაკუთვნეს.

среда, 9 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ბჰატები უბრუნდებიან სკანდალურ "Murder 2"- ის გადაღებას

ცნობილი სკანდალური ფილმის მეორე ნაწილში იმრან ჰაშმის პარტნიორი ამჯერად მშვენიერი ჟაკლინ ფერნანდესი იქნება. ისინი შესანიშნავ ვარსკვლავურ წყვილს ქმნიან ეკრანზე.
ჯაკლინმა შეცვალა მალიკა შერავატი და ის ფილმში სექსუალური მკვლელის სახეს ქმნის.
ყოფილმა მოდელმა აღიარა რომ სურს სერიოზული როლის შესრულება. საკუთარი შესაძლებლობების ამ კუთხით წარმოჩენის საშუალებას მას "Murder 2" მისცემს.
ფილმის რეჟისორი მოჰიტ სური ამბობს, რომ პირველი ფილმისაგან განსხვავებით მის გაგრძელებას სულ სხვა, ამაღელვებელი და სხვა რაკურსით დანახული ისტორია აქვს.
ასევე ცნობილია რომ ჯაკლინის გმირი არის მოდელი, რომელიც მოზრდილებისათვის პოზირებს.
ფილმი სკანდალური იქნება და ნაჩვენები იქნება ტრანსვესვიტების, ჟიგოლოების და მეძავების სამყარო.

ფილმის პოსტერი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და იმედია ჟაკლინისთვისაც ისევე მომგებიანად იმუშავებს, როგორც ეს მალიკას შემთხვევაში მოხდა.

ამირ ქჰანი: რანბირი უკეთესი მსახიობია ვიდრე იმრანი


მიუხედავად იმისა რომ თავის მომავალ ფილმში "Delhi Belly" ამირმა იმრან ქჰანი აირჩია, მსახიობი მაინც გულახდილობს როგორც ყოველთვის ერთ–ერთ ინტერვიუში და აღიარებს რომ რანბირი გაცილებით კარგი მსახიობია ვიდრე იმრანი.
ამირ ქჰანი არ მალავს რომ მას არ მოსწონს იმრანის როლები ისეთ ფილმებში როგორებიცაა: "Break Ke Baad" და "I Hate Luv Истории".
–მე რათქმაუნდა მიყვარს იმრანი, მაგრამ რანბირი უკეთესია როგორც მსახიობი – განაცხადა მან.

ამირ ქჰანი "Dhoom 3" –ში ბოროტმოქმედს ითამაშებს

ფილმში ისევ მთავარ როლებში იქნებიან აბიშეკი და უდეი, ხოლო ბოროტმოქმედის როლში ამჯერად, ჯონ აბრაჰამისა და რიტიკის შემდეგ ამირ ქჰანი მოგვევლინება. ცოტა გასაკვირია ამირის კომერციულ ბოევიკში ხილვა, მაგრამ მან განაცხადა რომ უბრალოდ მოეწონა სცენარი და რომ ყოველთვის აფასებდა ამ ფილმს.
ის მოუთმენლად ელოდება აბიშეკთან და უდაისთან თამაშს.

ამირ ქჰანს პირველად ვიხილავთ უარყოფით როლში. საინტერესოა ვინ იქნება მის
ი პარტნიორი ქალი ფილმში.
ფილმის რელიზი დაგეგმილია 2012 წლის ბოლოს.

შაჰრუჰი: თუ სალმანი და ფარა ჩემგან იმედგაცრუებულები არიან,
ე.ი. ეს ჩემი ბრალია

კარან ჯოჰარის შოუში შაჰრუჰის საუბარმა მის ყოფილ მეგობრებზე, ფარა ქჰანსა და სალმან ქჰანზე ძალიან იმოქმედა თავად კარანზე.
როდესაც მას ჰკითხეს შაჰრუჰის შესახებ, უპასუხა რომ შაჰრუჰი ყველაზე თბილი ადამიანია კინოინდუსტრიაში მათ შორის ვინც მას უნახავს. იგი გახსნილად საუბრობს თავის ოჯახზე, მეგობრებზე და ურთიერთობებზე.
როდესაც გადაცემაში კარანმა მის ყოფილ მეგობრებზე ჩამოაგდო საუბარი, შაჰრუჰმა თქვა:
-არვიცი როგორ დავუმეგობრდე ადამიანებს და თუ დავუმეგობრდი აღარ ვიცი როგორ შევინარჩუნო. თუ სალმანი და ფარა იმედგაცრუებულები არიან ჩემს გამო ეს 100 %–ით ჩემი ბრალია. მაგრამ მე არ შემიძლია ტელეფონის აღება და ბოდიშის მოხდა, ჩემი ეგოიზმის გამო.
როდესაც ერთხელ ვამბობ მიყვარხარ – ეს უკვე გასაგები უნდა იყოს. არ შემიძლია ამის განმეორება, პრობლემა მაქვს ამის მუდმივად განმეორებაზე. ჩემს ფილმებშიც კი არასოდეს ვიმეორებ ამას.
კარანმა განაცხადა რომ ეს ფინჯანი ყავა შაჰრუჰთან ერთად აბსოლიტურად განსხვავებული იყო. აქამდე ასეთი ემოციური
არასოდეს ვყოფილვარ რადგან ასეთი განწყობა ამ შოუს არასოდეს ჰქონია.

სოჰა ალი ქჰანი მზადაა ოჯახის შესაქმნელად

სოჰა საბოლოოდ მზადაა გამოააშკარაოს თავისი პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებული დეტალები.
მაშინ როცა მისი ძმა საიფი ყოველთვის გახსნილას საუბრობდა თავის მყარ ურთიერთობებზე კარინასთან, სოჰას პირადი ცხოვრება და მისი რომანი კუნალ ქჰემუსთან დიდი ხნის მანძილზე იყო დაფარული საზოგადოებისაგან.
ბოლოდროინდელ ინტერვიუებში მსახიობმა აღნიშნა, რომ ალბათ ერთ–ორ წელიწადში მზად იქნება ოჯახის შესაქმნელად.
–მე კომფორტულ გარემოში ვარ. ჩვენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ჩვენს კარიერაში წარმატებული ადამიანები ვართ. გავიცანით ერთმანეთის მშობლები და მათგან თანხმობა მივიღეთ. ერთადერთი რაც სოჰას აწუხებს ისაა, რომ სამზარეულოსთან უჭირს ურთიერთობა, კუნალს კი გემრიელი საჭმელი უყვარს.
მსახიობი ცდილობს ისწავლოს მეტი, გაამდიდროს მენიუ კუნალის საყვარელი კერძებით.
რაც შეეხება საიფ–ალი ქჰანს მან მკაფიოდ განმარტა რომ როგორც უფროსი ძმა ჯერ ის უნდა დაოჯახდეს, თუმცა სოჰა აცხადებს, რომ თუ მისი ძმა კიდევ წლების მანძილზე ვერ გადაწყვეტს ცოლის შერთვას ამდენ ხანს ის ვერ დაელოდება.

воскресенье, 6 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

7 Khoon Maaf – მალე ეკრანებზე


პრიანკა ჩოპრამ, მსახიობმა რომელმაც ერთგვარად იმოგზაურა ცხოვრებაში პერსონაჟის სახით 20–დან 65 წლამდე თავის ახალ ფილმში "7 Khoon Maaf ", განაცხადა რომ, ეს ფილმი არის ტიპიური შავი კომედია, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს ბოლივუდს.
–ეს არც დრამაა და არც ფსიქოლოგიური ტრილერი. ფილმში არის იუმორიც და სიგიჟეც. ეს არის შავი კომედია, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს ბოლივუდს. ვიშალ ბჰარდვაჯს, ფილმის რეჟისორს სცენარის დაწერა შთააგონა ბონდის არც ისე დიდმა ისტორიამ, "სუზანას შვიდი ქმარი".
მსახიობი თავის პერსონაჟს აღწერს როგორც რთულსა და პრობლემურ ადამიანს. ესაა სიყვარულის ძიების ისტორია. ყველაზე რთული პროცესი კი ეკრანზე დაბერება იყო.
მე ჩემი სიბერის სახე დავაკოპირე დედაჩემის სახისგან – ამბობს 28 წლის მსახიობი.


საგადასახადო სამსახურმა პრიანკა ჩოპრას სახლში შაჰიდ კაპური აღმოაჩინა

საგადასახადო სამსახურის მოულოდნელი ვიზიტი მსახიობის რეზიდენციაში, მუმბაიში და ამ დროს შაჰიდ კაპურის იქ ყოფნა ნამდვილ უხერხულ სიტუაციად იქცა პრიანკასათვის.
პრიანკა განმარტავს რომ შაჰიდის იქ ყოფნა გამოწვეული იყო იმით რომ შაჰიდი ერთადერთი ადამიანია ვისი დაძახებაც შეძლო მან ასეთ სიტუაციაში.
–ერთადერთი ადამიანი ვინც სულ ჩემთანაა, ეს დედაა, მაგრამ მაშინ ის არ იყო სახლში, ხოლო შაჰიდი ცხოვრობს სამი წუთის სავალზე ჩემი სახლისაგან და ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისი დაძახებაც მე შემეძლო.
ამიტომაც იყო იქ – განაცხადა მსახიობმა პრესკონფერენციაზე.

და კიდევ რამდენიმე სიახლე:
შაჰრუჰ ქჰანმა იზაბელ კეიფი წარადგინა

Filmfare awards–ს დაჯილდოებაზე შაჰრუჰ ქჰანმა კატრინა კეიფის და, იზაბელი წარადგინა.
კატრინას სურს რომ იზაბელმაც ბოლივუდში მოიკიდოს ფეხი, ამიტომაც მას დიდი ხანია სურდა წარედგინა ის საზოგადოებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ კატრინამ ეს ძალიან ჭკვიანურად მოახერხა. მან ამის შესახებ ბოლივუდის მეფეს სთხოვა.
ეს არ იყო პრეზენტაცია თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშულებების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
პირველი წინადადება იზაბელმა ახალგაზრდა ინდოელი რეჟისორისგან, აიან მუქჰერჯისგან მიიღო.

პრიტი ზინტა მონაწილეობას იღებს სატელევიზიო შოუში. ის წარმოადგენს მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნის ინდური ვერსიას.

четверг, 3 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

შაჰრუჰი და კატრინა ერთად კარან ჯოჰარის ფილმში

კიდევ ერთი საინტერესო ბოლივუდური წყვილი შედგება კარან ჯოჰარის ახალ ფილმში შაჰრუჰ ქჰანისა და კატრინა კეიფის სახით.
მიუხედავად იმისა რომ სალმანსა და შაჰრუჰს შორის ურთიერთობა არ მოგვარებულა, კატრინა ყოველთვის გამოხატავდა სურვილს ეთამაშა შაჰრუჰთან ერთად.
ამჯერად კარან ჯოჰარმა შეძლო მისი ამ სურვილის შესრულება.

რანბირ კაპურსა და კატრინა კეიფს ხშირად ხედავენ ერთად

ისინი თითქოსდა შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან თავისუფალი დრო ერთად გაატარონ.
ახლახანს წყვილი ერთად შეამჩნიეს მუმბაის ქუჩებში მანქანით სეირნობისას და ასევე ქალაქგარეთ ერთ–ერთ საღამოზე, სადაც ისინი კარგა ხანს დარჩნენ და იმხიარულეს კიდეც.
ასევე თვითმხილველის თქმით ისინი ერთად ნახეს ერთ–ერთ სასტუმროშიც, თუმცა როგორც კატრინას მეგობარი ამბობს, კატრინა იქ მივიდა ფილმის "Mere Brother Ki Dulhan" კოლეგებთან ერთად სავხშმოდ, რანბირი კი უკვე იქ იყო თავის მეგობრებთან ერთად.
მემგონი ამდენი დამთხვევა იმას ნიშნავს რომ მათი ურთიერთობა სცდება "უბრალოდ მეგობრობას" და ამჯერად ვეღარ მოახერხეს დამალვოდნენ ცნობისმოყვარე თვალს.

და კიდევ რამდენიმე სიახლე:

შაჰრუჰ ქჰანი კარან ჯოჰარის ახალ ფილმში "Student of the year" – პროფესორის როლს შეასრულებს.
"Zeeta aur Geeta"- ს რიმეიქში კატრინა კეიფს, აქშაი კუმარს და აბჰაი დეოლს გადაიღებენ.
ცნობილი გახდა ვიდია ბალანის ახალი რომანის შესახებ. იგი ადიტია როი კაპურის ძმას, სიდჰარტს ხვდება.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails